„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შიდა აეროპორტებს ჰქონდეთ წვდომა და კავშირი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებთან“ – მარიამ ქვრივიშვილი

„საქართველოს მთავრობა განაგრძობს, იყოს ქვეყანაში შიდა ფრენების სტიმულირების, ოპერირების და შემდგომში ფრენის ტარიფის სუბსიდირების მთავარი პარტნიორი. ახალი ტენდერი მოემსახურება შიდა ფრენების გრძელვადიან ოპერირებას, რათა, პირველ რიგში, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კომფორტული და ხელმისაწვდომი ფასით მოგზაურობა ქვეყნის შიგნით, ამავე დროს, ხელი შევუწყოთ რეგიონებში ტურისტული ნაკადების ზრდას. გასულმა წლებმა აჩვენა, რომ შიდა ფრენების სტიმულირების პროექტმა 4-ვე ტურისტულ […]
ფარმაცევტულ სექტორს ორი რეგულაცია გადაუვადეს

ფარმაცევტული სექტორისთვის ორი რეგულაცია გადავადდა. გადავადდა ის ცვლილებაც, რომლის ამოქმედებასაც ფარმაცევტთა ასოციაცია ემხრობოდა. შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის […]
ვლადიმერ პუტინი – რუსეთი არ შეიძლება იყო ისლამური ფუნდამენტალისტების ტერორიზმის სამიზნე

რუსეთი არ შეიძლება იყოს ისლამური ფუნდამენტალისტების ტერორისტული თავდასხმების სამიზნე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. “ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც აჩვენებს რელიგიებს შორის ჰარმონიისა და ერთიანობის, რელიგიათა ერთიანობის, ეთნიკური ერთიანობის უნიკალურ მაგალითს”, – აღნიშნა პუტინმა რუსეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის ყრილობაზე. მისი თქმით, არსებობს ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ „კროკუსზე“ ტერაქტის დამკვეთების მთავარი მიზანი რუსეთის […]
თინა ბოკუჩავა – არჩევნებია მთავარი პასუხი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ უნდა მიიღოს ამ ანტიევროპულ და ანტიეროვნულ ნაბიჯებზე

არჩევნებია მთავარი პასუხი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ უნდა მიიღოს ამ ანტიევროპულ და ანტიეროვნულ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება” ქართველი ხალხისგან პასუხს არჩევნებზე მიიღებს. „ეს იყო “რუსული კანონი” შარშან, როდესაც ქართველი ხალხის ძალისხმევით იგი ჩავარდა, რის შედეგადაც საქართველომ ისევ […]
კახა კალაძე – როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა

როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს. მისივე თქმით, არავის მიეცემა საშუალება, რომ ქვეყანა უკან დახიოს და წარსულში დააბრუნოს. „პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც […]
სერბეთის პრეზიდენტი – სერბეთს საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება სურს

სერბეთს საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება სურს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, 8 აპრილს, საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. „ერთ-ერთი თემა სპეციალური დანიშნულების ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობა იქნება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. ასევე, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს ფრანგული Rafale-ს საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა სურს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები აეროპორტების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები ეწვივნენ. მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუნკრებმა დაათვალიერეს უახლესი სპეცტექნიკა, თვითმფრინავების სადგომი და შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის გაფრენისა და ჩამოფრენის ტერმინალები, რომლის გეგმური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება თბილისისა და […]
გახარიას პარტია და თეონა აქუბარდია რუსეთის გავლენებისგან დაცვის კანონპროექტს აინიციირებენ

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ე.წ. აგენტების კანონის საპირწონედ არეგისტრირებენ კანონპროექტს „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“. ინიციატორები არიან ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია. კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ „ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. „მაშინ, როდესაც თითქოს გამჭვირვალობის მიზეზით, […]
სავალალო მდგომარეობა გელათში – რა ფოტოებს აქვეყნებს თორნიკე ბარათაშვილი

გელათის უნიკალური მოზაიკა ძირითადი ტაძრის აგების პერიოდისაა, (1125-30). მოზაიკა ახლოდან Maka Bulia -ს და Mzia Janjalia – ს მიერ გავრცელებული ამ ფოტოების საშუალებით ვიხილეთ უმძიმეს მდგომარეობაში. რამდენადაც, 2019 წლის წყლის გამოხატული ინფილტრაცია საპირისპირო მხარეს, დასავლეთ მკლავში მოხდა, მოზაიკის შესწავლას ჯიუტად არიდებდნენ თავს და გვიმტკიცებდნენ, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პირველ ეტაპზე დასავლეთის მკლავს დაკვირვება არც კედლის მხატვრობის […]
“რა ივაჭრეთ? მთელი ქვეყანა დაგცინით…” – გოცირიძე ოცნებას და გირჩს

„არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. მე ვხმარობ, პოლიტიკურ კლიშეს, რომელიც დიდი ხანია დამკვიდრდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ენციკლოპედიაშიც შეგიძლიათ ნახოთ. პოლიტიკური იდიოტი არის პოლიტიკური პროცესის ამსახველი ტერმინი. გიკითხავთ, ენციკლოპედიიდან ამონარიდს: „პოლიტიკურ იდიოტებად ითვლებიან ის ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც მართულნი არიან ვიღაცების მიერ, მარიონეტები, ადვილად ასაყოლიებლები, ბრმა იარაღი მათი მიზნების შესრულების პროცესში“. ცოტა არ იყოს, რომანტიზებულია. გულუბრყვილო ადამიანები, […]