რუსეთის გავლენებისგან დაცვის კანონპროექტი – გახარის გუნდი და თეონა აქუბარდია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებული რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს – „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ აინიცირებენ. ამ გამოსვლის შემდეგ, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, დამუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთან ერთად, აინიცირებს – ოცნების მიერ დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ანუ ე.წ. რუსული კანონის ალტერნატიულ კანონის პროექტს, კერძოდ, […]

მთავრობამ ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა

საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. თანხმობისთვის მთავრობას ადმინისტრაციამ 27 მარტს მიმართა. სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავდა. უცნობია, მაინც გაემგზავრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში.

ფლიკს “ბარსელონას” გაწვრთნა სურს – მან “ბლაუგრანას” თამაშის შესწავლა უკვე დაიწყო

Diario Sport წერს, რომ გერმანელ სპეციალისტ ჰანს-დიტერ ფლიკს “ბარსელონას” გაწვრთნა სურს. 59 წლის მწვრთნელი მოლოდინშია, რომ მსოფლიო გრანდიდან დაუკავშირდებიან. მან “ბლაუგრანას” თამაშის ანალიზი და მომავლის ტაქტიკურ იდეებზე ფიქრი უკვე დაიწყო. კატალონიელთა ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების გადადებას და ჯერ მიმდინარე სეზონის დასრულებას ამჯობინებს, რადგან არ არის გამორიცხული, ხავი მწვრთნელის პოსტზე დარჩეს. შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი გერმანიის ნაკრებში გასული […]

ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ხარკოვზე რუსეთის “ამაზრზენ” თავდასხმას

გასულ ღამეს რუსეთის დრონებმა იერიში მიიტანეს უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის ხარკოვზე, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა ორ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმიდან რამდენიმე საათში პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ხარკოვზე იერიში იყო “ამაზრზენი და ცინიკური თავდასხმა”. ზელენსკის თქმით, კიევი მუშაობს “პარტნიორებთან, რათა გააძლიეროს ჩვენი ქალაქების და სოფლების დაცვა”. […]

ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა

2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება საქართველოს მეთევზეობის დარგს დაეხმარება ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ ერთხელ დაახლოებაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ქვეყანაში მაღალი სტანდარტის თევზჭერის […]

„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოებაზე სებ-თან ვმუშაობთ“ – გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაზრდაზე ეროვნულ ბანკთან მუშაობა გრძელდება. როგორც საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა აღნიშნა, ნორმატიულ აქტებში სააგენტოს მანდატის გარკვეული გაფართოების შესაძლებლობა არსებობს. „როგორც იცით, გასული წლის ნოემბერში კანონში ცვლილებები შევიდა. ამ ნაწილში გაფართოვდა ჩვენი საინვესტიციო მანდატი. ბაზარზე ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები გაჩნდა, როგორიცაა სეკიურიტიზირებული ობლიგაციები და ე.წ. „ქავერდ ბონდები.“ კიდევ ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან, იმიტომ […]

მთაწმინდის საბაგიროს ბაგირი დრონის დახმარებით გაიჭიმა – მიმდინარე სამუშაოებს ავსტრიის საელჩო ეხმაურება

მთაწმინდის პარკისკენ საბაგიროს მშენებლობა მალე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია Doppelmayr Garaventa ასრულებს. საქართველოში ავსტრიის საელჩო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჯერ პატარა ბაგირი გაიჭიმა დრონის დახმარებით, რასაც მოჰყვა სხვა ბაგირები, სანამ საბოლოოდ არ მოხერხდა მთავარი ბაგირის დამონტაჟება. ამას მოჰყვა ერთმანეთთან დაკავშირების სამუშაოები – ეს ყველაფერი მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნასა […]

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. პრეზიდენტმა მთავრობას ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა. როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავს.

ხატია დეკანოიძე – პრეზიდენტთან შეხვედრაზე კონკრეტულ პარტიულ და პოლიტიკურ კონფიგურაციაზე არ გვისაუბრია – მთავარი იყო ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა დასრულდეს მოქალაქეების გამარჯვებით, ეს იყო ყველას კონსენსუსი

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით უნდა დასრულდეს. როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, შეხვედრაზე კონკრეტული პარტიების კონფიგურაციაზე საუბარი არ ყოფილა. „ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. პირველ რიგში, ეს ეხებოდა პარლამენტში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და იმ სერიოზულ საფრთხეს, როგორიც არის ევროკავშირის მიმართულებით უკან […]

სალომე სამადაშვილი – მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, „რუსული კანონის“ შეჩერებას და ქვეყანაში რუსული მმართველობის დასრულებას მივაღწევთ არჩევნებზე

ვაგრძელებთ კოორდინაციას ევროპული დღის წესრიგის გარშემო – მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, „რუსული კანონის“ შეჩერებას და ქვეყანაში რუსული მმართველობის დასრულებას მივაღწევთ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ლელო“, პარტნიორებთან ერთად, არჩევნებამდე და არჩევნებზე, იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველოს პროევროპული ხელისუფლება ჰყავდეს. „კიდევ ერთხელ და […]