„ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცედურებს გადის

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცედურებს გადის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკო-ში განუცხადეს, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ადმინისტრაციაში შეტანილი ხელმოწერების შემოწმება დასრულდა და რეგისტრაციისთვის პროცედურები გრძელდება. „პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოს“ ცესკოში შემოტანილი ჰქონდა 50 608 ხელმოწერა, ამ ეტაპზე დასრულებულია ხელმოწერების შემოწმება და მიღებულია შესაბამისი აქტი. […]

“სახლში იციან აქ რომ ხარ? შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ” – ოდიშარია

დეპუტატი ბექა ოდიშარია იერიშზე ამჯერად “ლელოს” ლიდერ სალომე სამადაშვილს აყენებს შეურაცხყოფას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებს. სალამს არ აძლევს არავის ათი წელიწადია, ბატონ რომანს მაინც მიესალმე ან გვერდზე მჯდომს მაინც მიესალმე. საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში იციან აქ რომ ხარ? და თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ […]

“ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომა” – კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “აგენტების კანონზე” საუბრისას, თქვა: „რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს, რომ ეს კანონი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რუსეთთან, შეენიღბათ, როგორც რუსული”.

ესთეტიკა, სისუფთავე და რაც მთავარია ერთად ყოფნა – განახლებული პარკი წალენჯიხაში

წალენჯიხაში რეკრეაციული ზონების მოწესრიგება გრძელდება – გუგე ცანავას სახელობის პარკში დაზიანებული ინვენტარი განახლდა. პარკის ტეტიტორიაზე 37 ახალი დასასვენებელი სკამი და ურნა განთავსდება. სკამებს ქალაქის რეკრეაციულ ზონებში დასასვენებელი სკამები და სხვადასხვა ინვენტარი ეტაპობრივად გამოიცვლება – აცხადებს წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა. მისივე განცხადებით, წალენჯიხის მერიის პრიორიტეტია, რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის […]

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. პრეზიდენტმა მთავრობას ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა. როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავს.

გენდერული კვოტირება გაუქმებულია

85 მომხრე 22 წინააღმდეგი – გენდერული კვოტირება გაუქმებულია. გადაწყვეტილება პარლამენტმა უკვე მიიღო. “გირჩის” ინიციატივის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაში ქალები ჩაწერონ და პარლამენტში შეიყვანონ.

Bloomberg: აშშ-ს კონგრესში უკრაინის დახმარების განხილვა, შესაძლოა, კიდევ გადაიდოს

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის დახმარების განხილვა შესაძლოა აპრილის შუა რიცხვებამდე ვერ მოხერხდეს. რესპუბლიკური პარტიის ორმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ჯერ კიდევ ცდილობს, უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი თანაპარტიელების გადმობირების გზები იპოვოს. მანამდე, მაიკ ჯონსონმა 31 მარტს განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის დახმარების შემცველი კანონპროექტის განხილვას კონგრესმენები სამუშაო […]

გახარიას პარტია აქუბარდიასთან ერთად რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს აინიცირებს

პარტია გახარია საქართველოსთვის დამოუკიდებელ დეპუტატ, თეონა აქუბარდიასთან ერთად პარლამენტში ქართული ოცნების მიერ რეგისტრირებულ უცხოური აგენტების რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს – “ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” აინიცირებს. ლილუაშვილის განცხადებით, ალტერნატიული კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და ცდილობს, რუსეთის ინტერესებით შეცვალოს საქართველოს კონსტიტუციით […]

კალაძე: ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება

პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ […]

პარლამენტმა გენდერული კვოტირება გააუქმა

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირება გააუქმა. ინიციატივას მესამე მოსმენით მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია 118-მა დეპუტატმა გაიარა. საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა. ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში – პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან […]