რუსული კანონი: მოქმედება მეორე – იგივენი – გამოსვლა პირველი

2023 წლის მარტის მოვლენებიდან ერთი წლისა და ერთი თვის თავზე, როცა „ქართულმა ოცნება“ საზოგადოების წინააღმდეგობის გამო, იძულებული გახდა, ე.წ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონი თავად ჩაეგდო, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ პარლამენტში სადაო კანონპროექტი ხელახლა დააბრუნა. კანონპროექტში შარშანდელთან შედარებით, ერთადერთი ცვლილებაა. ნაცვლად „უცხოური გავლენის აგენტისა”, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ფონდების გრანტებით მუშაობს, “უცხოური ძალის […]
ნატოში 75 წლის იუბილე უკრაინის საკითხში ერთიანი პოზიციით აღნიშნეს

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას დღეს 75 წელი შეუსრულდა. 1949 წელს, სულ 12 დამფუძნებელი ქვეყნის მიერ ჩამოყალიბებული ტრანსატლანტიკური ალიანსი დღეს 32 წევრ სახელმწიფოს ითვლის. 4 აპრილს, ბრიუსელში შეკრებილმა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ალიანსის იუბილე დროშებით, ტორტით და მარშის შესრულებით აღნიშნეს. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი კიდევ ერთხელ შეახსენა შეერთებულ შტატებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული […]
ტრადიციები, მტრები, უსამშობლოები – კალაძე

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ […]
დაბოღმილები არიან ფეხბურთელების გამარჯვებით – კალაძე

„არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება. გაიხსენეთ, როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ. კვარაცხელიას არ დაუტოვეს არაფერი, იმდენი შეურაცხყოფები მიაყენეს. ამას აკეთებდნენ რადიკალები. ვითომ გახარებული არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით, გულში ყველა დაბოღმილია ამ გამარჯვებით, რადგან რადიკალები არიან. ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იყო, ქვეყნის წინსვლა და ეს მათ, რა თქმა უნდა, არ უხარიათ.”
პარლამენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. ქალთა კვოტირების გაუქმებას დღევანდელ, 4 აპრილის სხდომაზე, მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო. ეს იყო ოპოზიციური პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – ძალისხმევით პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში მიიღო. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს […]
აშშ და ფინეთი ითანამშრომლებენ უცხოეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლაში

აშშ და ფინეთი შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ “უცხო სახელმწიფოების ინფორმაციით მანიპულირებასთან დაპირისპირებაში”, – იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 4 აპრილს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს ბრიუსელში, ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე. ორი ქვეყანა გამოვიდა დაპირებით, რომ გაფართოვდება “ინფორმაციის გაზიარება უცხოეთის დეზინფორმაციის შესახებ, გაზიარებული იქნება საუკეთესო პრაქტიკები […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აპრილს, 11:00-დან 17:00-საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, წითელსოფელი, აბანოსხევი, მლაშე, ბულაჩაური, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 17:00-საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, დორეულები, ყუდრო […]
მსოფლიო ბანკისა და შვედეთის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, თბილისში ჰაერის დაბინძურება ყველაზე დიდ ზემოქმედებას უღარიბეს ოჯახებზე ახდენს

დღეს მსოფლიო ბანკმა, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ყოვლისმომცველი ანგარიში “სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში” გამოაქვეყნა, რომელიც ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ჰაერის დაბინძურების მწვავე ზემოქმედებას აანალიზებს. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს ეთმობა. საქართველოში მსოფლიოს ბანკის ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურების განაწილებითი ზემოქმედების შესაფასებლად კვლევაში გამოყენებულია მონაცემთა სხვადასხვა წყაროები, მათ შორის, ადმინისტრაციული ინფორმაცია, […]
კახა კალაძე ფეხბურთელებზე – ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან

არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე, რომ ღირსეულად გამოვიდნენ მოედანზე, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კონკრეტული ოპოზიციური ძალების მხრიდან ქართველი ფეხბურთელებისგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მოთხოვნას ეხებოდა. თბილისის მერის თქმით, ქართველი ფეხბურთელები კონცენტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ თამაშსა და გამარჯვებებზე. „თუ […]
დმიტრო კულება – გერმანია დაუყოვნებლივ დაიწყებს უკრაინისთვის Patriot სისტემების ძიებას

გერმანია დაუყოვნებლივ დაიწყებს უკრაინისთვის Patriot სისტემების ძიებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში უკრაინა-ნატოს საბჭოს შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გერმანია, როგორც “რამშტაინის” ფორმატში არსებული საჰაერო თავდაცვაზე კოალიციის მეთაური ქვეყანა, “დაუყოვნებლივ დააინიცირებს არა მხოლოდ მოკავშირეებთან, არამედ მთლიანად მსოფლიოში არსებული Patriot და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემების, კომპლექსების ანალიზს.” “რისი გაკეთება შეიძლება, […]