ესტონეთის საგარეო: რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილებას ეხმაურება. უწყება წერს, რომ კანონის შემოტანა, თუნდაც შეცვლილი სახელით, ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა საქართველოს ორგანიზაციაში გაერთიანების გზაზე დაუსახა. “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6834 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9139 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8912 ლარს შეადგენდა. […]

დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდი დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „დავიწყეთ დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია. თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს აღნიშნულ პროექტზე. სამუშაოების პირველი ეტაპი ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ. ეს იყო მთლიანი კედლის რეაბილიტაცია, რომელიც იყო ავარიულ და მძიმე მდგომარეობაში. ასევე, […]

შეშფოთებული ვარ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის აღდგენით — ევროსაბჭოს გენმდივანი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. რუსული კანონის დაბრუნების შესახებ. „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის აღდგენით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების გატანას. დღესაც ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხია“, — აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. მმართველმა […]

ქსელიდან გამოირთო ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ორი ელექტროგადამცემი ხაზიდან ერთ-ერთი

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია Enerhoatom-ი 4 აპრილს აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების ფონზე ქსელიდან გამოირთო ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ენერგომომარაგების ორი ელექტროხაზიდან ერთ-ერთი. ზაპოროჟიეს 2022 წლის მარტიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. სადგურის რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ დაადასტურა ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. გასულ თვეში Enerhoatom-მა გამოაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მასზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ბირთვული […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6834 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6834 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9139 ლარია. […]

„საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს დაფინანსების წარმომავლობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტული ინტერესების გამოხატვასთან“ – ლევან დავითაშვილი

„საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს დაფინანსების წარმომავლობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტული ინტერესების გამოხატვასთან“ – ლევან დავითაშვილი ჩვენმა გუნდმა ძალიან მკაფიო განმარტებები გააკეთა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა – ის კითხვები, რომლებიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს, პასუხგაცემულია. ამაში რაღაც განსაკუთრებული სირთულე, ან კონსპირაციის ელემენტის დანახვა ძალიან რთულია, – […]

„ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მარტში 108 708 მგზავრი გადაიყვანა

„ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მარტში 108 708 მგზავრი გადაიყვანა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მარტში 108 708 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 230%-ით მეტია. სტატისტიკას ავიაკომპანია ავრცელებს. ამავე ცნობით, 2023 წლის იანვარ-მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 32 934 იყო. გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც, 2024 წლის 1-ელ კვარტალში „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 10 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, […]

რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, დააკავეს ტერაქტის კიდევ სამი თანამზრახველი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (ФСБ) ირწმუნებიან, რომ დააკავეს კიდევ სამი პირი, რომლებიც კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილი ტერაქტის თანამზრახველები არიან. ФСБ-ს ცნობით ახალი ფიგურანტები დააკავეს მოსკოვში, ეკატერინბურგსა და ომსკში. მათგან ორი ეჭვმიტანილია იარაღისა და ავტომობილის შესაძენი თანხის გადარიცხვაში, მესამე კი, როგორც რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, ჩართული იყო შემსრულებელთა გადმობირებასა და დაფინანსებაში. სამივე დაკავებული ცენტრალური აზიის ქვეყნების […]

პროკურორის სახელით 4000$-ის დაუფლების მცდელობის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორის სახელის გამოყენებით, 4 000 ამერიკული დოლარის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა ერთ-ერთი პროკურორის სახელი გამოიყენა და დაზარებულს შეჰპირდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მისთვის მისაღები პირობებით გადაწყვეტა შეეძლო. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორის სახელის გამოყენებით, […]