არჩილ თალაკვაძე – ქვეყნის საგარეო კურსთან მოდის წინააღმდეგობაში დამოკიდებულება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს, ეს გახლავთ არგუმენტაცია, რის გამოც მთავრობის თანხმობა ლიეტუვაში ვიზიტზე არ არის – ამაში სენსაციური და საკამათო არაფერია

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მოდის წინააღმდეგობაში ის დამოკიდებულება, განცხადებები და შეფასებები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს და რომელიც მას არაერთხელ დაუფიქსირებია საერთაშორისო ვიზიტებშიც. შესაბამისად, ეს გახლავთ არგუმენტაცია, რის გამოც მთავრობის თანხმობა ამ ვიზიტზე არ არის , – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს მთავრობის მიერ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტზე უარის თქმას. თალაკვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა […]
სერგეი ლავროვი – უკრაინის შესახებ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით ყველაზე მკაფიოა

უკრაინის შესახებ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით ყველაზე მკაფიოა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენ გლობალური სამხრეთის ქვეყნების სხვადასხვა ინიციატივებს მივესალმებით, კერძოდ აფრიკის ქვეყნებისა და ბრაზილიის სამშვიდობო გეგმას. თავიანთი წინადადებები სხვა ქვეყნებმაც წამოაყენეს, მაგრამ არც ისე კონკრეტულად. ყველაზე მკაფიო გეგმა გასულ წელს ჩინეთმა წამოაყენა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლავროვის განცხადებით, ჩინეთის გეგმა […]
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ბააკაშვილს, ახალგაზრდული ფესტივალის კოორდინატორს ეკატერინე ცვარიანსა და სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ფესტივალში ოთხივე მიმართულებით – სპორტი, კულტურა, ინტერმედია, მოხალისეობა – ჩაერთვებიან. შეხვედრაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგნელებმა ფესტივალის მრავალფეროვანი მიმართულებების შესახებ […]
არჩილ თალაკვაძე – სალომე ზურაბიშვილი უნიათო ოპოზიციაზე მკვეთრად აფიქსირებს პოზიციას საკითხებზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება – ამით არის განპირობებული, რომ სწორედ მასთან იკრიბებიან, როდესაც მცდელობა აქვთ, მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ

რადიკალური ოპოზიციის ხაზია, სალომე ზურაბიშვილი იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნული განცხადებით თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ შეხვედრას. თალაკვაძის თქმით, არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მკვეთრად აფიქსირებს თავის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელიც სჭირდება “რადიკალურ ოპოზიციას.” “არაერთხელ გვითქვამს, რომ რადიკალურ ოპოზიციას […]
ელისაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ყველა ქალი იყო, ტორტის მარწყვივით ვიჯექი

ჩემს ცხოვრებაში ლამის ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ყველა ქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი და კაცი მარტო მე ვიჯექი, ტორტის მარწყვივით […] არჩევნებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ისე არ ყოფილა – სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ აი, ახლა მე ვიქნები ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა, დროშით გაგიძღვებით და დანარჩენებმა ხმალი ალესეთო – ასეთი რაღაც არ ყოფილა. უბრალოდ, აზრები გავცვალეთ, წინ […]
ესტონეთი: აგენტების კანონი საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროინტეგრაციას

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის რეინიციირებას ეხმაურება. “საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელი აგენტების კანონის რეინიციირების გადაწყვეტილება, თუნდაც სხვა სახელით, მკვეთრად ეწინააღმდეგება 9 ნაბიჯს, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად გადასცა. ის საფრთხეში აგდებს საქართველოს სამომავლო ევროინტეგრაციას.” – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდი. არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი ხელახლა […]
კალაძე რუსულ კანონზე: ჩვენი შეცდომაც იყო – შარშან ხალხს ვერ ავუხსენით სწორად

კანონი, რომელიც უკავშირდება გამჭირვალობას, პირდაპირ ექვემდებარება იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის. ის, რომ ჩვენ გავიძახით – გვინდა ევროპული მომავალი, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება, ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება ის ევროპულობა და ევროპული მომავალი, რაც პირდაპირ კავშირშია სამართლიანობასთან, გამჭირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრების უფლების დაცვასთან. ამ ღირებულებების ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც ვთქვი, გამჭირვალობაა… რაც […]
ევროსაბჭოს გენმდივანი: შეშფოთებული ვარ “უცხოური გავლენის შესახებ” პროექტის აღდგენით

შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის აღდგენით გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების გატანას. დღეს ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხია.
10 წლის ილიკო სუხიშვილისა და ფიროსმანის უცნაური გაცნობის ამბავი

ლეგენდარული ქართველი მოცეკვავე და საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დამფუძნებელი, ილიკო სუხიშვილი ბავშვობაში დიდ ქართველ მხატვარს შეხვედრია და მისგან ქებაც დაუმსახურებია მუშთაიდის ბაღში შესრულებული ცეკვისათვის: 10 წლის ილიკო სუხიშვილი (უფროსი) ქუჩაში მისეირნობდა, როცა მან შენიშნა ნასვამი კაცი, რომელიც მალაკნების ბაზართან ბარბაცით მიდიოდა დახეული ჩექმითა და ქურთუკით. უკან ბავშვების გუნდი მისდევდა და მთვრალს აბუჩად იგდებდა. […]
კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, MVP-ის კანდიდატია და გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ

„ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ს გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული, დღეს ჯერ ინდივიდუალურად ივარჯიშა, შემდეგ კი გუნდთან ერთად. „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კვარაცხელიას 7 აპრილს „მონცასთან“ მატჩში სასტარტოში დააყენებს. Calciomercato-ს მტკიცებით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას და სეზონური გასამრჯელოს 4-4.5 მილიონ ევრომდე მომატებას […]