დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 405 000 ლარია

თბილისის განვითარების ფონდი დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „დავიწყეთ დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია. თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს აღნიშნულ პროექტზე. სამუშაოების პირველი ეტაპი ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ. ეს იყო მთლიანი კედლის რეაბილიტაცია, რომელიც იყო ავარიულ და მძიმე მდგომარეობაში. ასევე, გალავანს აზიანებდა წყალი. […]

ფინეთმა რუსეთთან საზღვარი განუსაზღვრელი დროით ჩაკეტა

ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივოს. ამის შესახებ Bloomberg ფინეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. 2023 წლის 22 ნოემბერს ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ გამოაცხადა, რომ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, ქვეყანამ რუსეთთან საზღვარზე ერთის გარდა ყველა საუშაგო დაკეტა. ჰელსინკის ინფორმაციით, ბოლო დროს ფინეთისა და რუსეთის საზღვარზე მდგომარეობა გაუარესდა. ორპომ ადრე თქვა, რომ […]

საფრანგეთის ელჩი: გამჭვირვალობა სამოქალაქო ჯგუფების შევიწროების ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება. სოციალურ ქსელში გასრი წერს, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ინსტიტუტი არ უნდა გახდეს. “რაც შეეხება “უცხოური გავლენის აგენტის” კანონის ხელახალ შემოღებას: გამჭვირვალობა არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი”, – წერს საფრანგეთის ელჩი. *** ქართულმა ოცნებამ […]

“დასავლეთის უცხო ძალად აღიარებით ოცნება გვთხოვს, რუსეთის სამსახურში ჩავდგეთ” – თავისუფლების ინსტიტუტი

იდეური წინაპრის – საბჭოთა კომუნისტური პარტიის მსგავსად, ქართული ოცნება ოპონენტებისა და კრიტიკოსების ხალხის მტრად შერაცხვას ცდილობს. უკანონობის დაკანონებით საზოგადოებრივ გაერთიანებებს აიძულებენ არა მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გამტარის იარლიყი მიიკრან, არამედ დასავლეთის უცხო ძალად აღიარებით ქართული ოცნება გვთხოვს, რომ ვუღალატოთ სამშობლოს და რუსეთის სამსახურში ჩავდგეთ, უარვყოთ ჭეშმარიტება საკუთარი ვინაობის შესახებ, დავირქვათ ის, რაც არ ვართ და […]

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველებმა 400-მდე ადამიანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს

ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა კუნძულის ერთ-ერთი კურორტიდან 400-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ. ამასთან, სამაშველო ვერტმფრენმა 6 მაღაროელი გადაარჩინა, რომლებიც კლდეების ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებში მოყვნენ. ბოლო მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10-ს მიაღწია, სხვადასხვა დაზიანება კი 1 100-მდე ადამიანმა მიიღო. ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 3 აპრილს […]

მიხეილ სააკაშვილი – ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, რაც საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია – არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!

ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, რაც საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს. როგორც ის წერილში აღნიშნავს, ქართულ საზოგადოებას ერთიანობა და შეუპოვრობა ისე სჭირდება, როგორც არასოდეს. „ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს […]

გიორგი ამილახვარი რუსთავის მერიის პროექტის „თაობა რუსთაველის‘‘ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ქალაქ რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა რუსთავის მერიის პროექტის „თაობა რუსთაველი‘‘ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მიიღო. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში […]

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა. სხდომას თავად ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, დანაშაული მას არ ჩაუდენია და მისი მეუღლე მისმა ძმამ მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან წავიდა. ბრალდებულის თქმით, მან “112”-ში თავად დარეკა და […]

საფრანგეთის ელჩი – გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება. ელჩის თქმით, გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იყოს გამოყენებული. „უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ: გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი”, – წერს ელჩი. ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში […]

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის პარტია ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ისინი ებრძვიან განსხვავებულ აზრს

ივანიშვილის პარტია ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ისინი ებრძვიან განსხვავებულ აზრს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მთავრობის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ლიეტუვაში ვიზიტზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნება“, პრეზიდენტთან ერთად, ასევე ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუტს ებრძვის. „ივანიშვილის პარტია ებრძვის და დევნის ქალებს პარლამენტიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან მათ […]