შერმადინის 18 ქულა და მეოთხედფინალურ სერიაში “ტენერიფე” “თოფაშთან” დაწინაურდა

ფიბას ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალური სერიები დაიწყო, რომელიც 2 მოგებამდეა. სერია გამარჯვებით დაიწყო გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”, რომელმაც სერიის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და თურქული “თოფაში” 83:78 დაამარცხა. ტენერიფელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ და თუ მომდევნო მატჩს მოიგებენ, ოთხთა ფინალში გავლენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ბოლო მეოთხედში უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. თურქულმა გუნდმა სირენამდე 3 წუთით ადრე […]

პუტინის მტკიცებით, შეუძლებელია რუსეთი ისლამისტი ტერორისტების სამიზნე გამხდარიყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელების მიზანი საზოგადოების გახლეჩვა იყო და რუსეთი არ შეიძლება იყოს ისლამისტი ფუნდამენტალისტების სამიზნე. “იმის მიხედვით, რასაც ახლა გამოძიება გვაძლევს, ყველანაირი საფუძველი გაგვაჩნია ვარაუდისთვის, რომ მოსკოვის ამ სისხლისმღვრელი, საშინელი ტერაქტის დამკვეთების მთავარი მიზანი სწორედ ჩვენი ერთიანობისთვის ზიანის მოყენება იყო. სხვა მიზანი არც კი განიხილება, არ არსებობს, რადგან […]

იერუსალიმის სომხურ უბანში, სადავო ტერიტორიაზე პოლიცია შევიდა

3 აპრილს იერუსალიმის სომხურ უბანში, სადავო ტერიტორიაზე ისრაელის პოლიცია და მოსახლეები შევიდნენ. სომხური მედიის ცნობით, პოლიციას სომხურ უბანში შესასვლელად სასამართლო ორდერი არ ჰქონდა. სომხური მედიის მიხედვით, იერუსალიმის პოლიციამ იერუსალიმის სომხური ეკლესიის ქონება დააზიანა და სომეხ მოსახლეობას, მათ შორის სასულიერო პირებს შეურაცხყოფა მიაყენა. იერუსალიმის სომხური დიასპორის ადვოკატის თქმით, პოლიციის ეს ქმედება ხალხის უკანონოდ გამოსახლების და ტერიტორიის […]

საქართველოს 860 918 მოქალაქე არც პირადობის მოწმობას და არც პასპორტს არ ფლობს

საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 2024 წლის 18 მარტის მდგომარეობით, არ ფლობენ არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ჯამში 860 918-ია. მათ შორის არასრულწლოვანია 691 387, ხოლო სრულწლოვანი – 169 531. ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაუგზავნა. უწყების ცნობით, აქტიური პირადობის ელექტრონული მოწმობების […]

კალაძე რუსულ კანონზე: ჩვენი შეცდომაც იყო, საზოგადოებას სწორად ვერ ავუხსენით

რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს, რომ ეს კანონი შენიღბეს რუსულით, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რუსეთთან.

SHAREs პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 3 აპრილს SHAREs პროექტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკის შემმუშავებელთა რიგით მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პოლიტიკის შემმუშავებელთა სამუშაო ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნის, განვითარებისა და გაფართოების საკითხებზე მსჯელობა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის, თბილისის მერიის და ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების წარმომადგენლები. […]

დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში, წერს: „ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და […]

ალტ-ინფოს პარტია ცესკომ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა

ანტიდასავლური ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს“ პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა. ეს ნიშნავს, რომ ისინი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. „პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. კონსერვატიულ მოძრობა/ალტ-ინფოს ცესკოში შემოტანილი ჰქონდა 50 608 ხელმოწერა. ამ ეტაპზე დასრულებულია ხელმოწერების შემოწმება და მიღებულია შესაბამისი […]

საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას – ესტონეთის საგარეო „რუსულ კანონზე“

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა მისცა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციას“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო […]

თიბისის მხარდაჭერით, ნატო ვაჩნაძის ფონდი პრემია „ელისოს“ წარმოგიდგენთ

პრემია „ელისო“, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, 14 ივნისს ლიმიტირებული ნომინაციებით გაიმართება. „ელისოს“ გენერალური მხარდამჭერია თიბისი. ნატო ვაჩნაძის ფონდის და პრემია „ელისოს“ მთავარი პარტნიორები არიან თეგეტა, თეგეტა ქარსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე სარაჯიშვილი, გალფი და სხვა. „ნატო ვაჩნაძის ფონდი“ კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. […]