საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის აპრილის “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის აპრილის “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. „ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა. ძირითადი ტენდენციები ინფლაცია: 2023 […]

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონოდ შენახვის ფაქტები გამოავლინეს

1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ფინანსთა სამინისრტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის 8 ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაზრო საერთო ღირებულებამ ჯამში – 18143.1 ლარი შეადგინა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს საგადასახადო […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 5 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 5 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, მარშალ გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, დიდგორის და დემეტრე პირველის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის […]

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 4 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.06 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.27 თეთრით გაუფასურდა. 4 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6836 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8912 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.

ჩემი მეუღლე ჩემმა ძმამ მოკლა – მკვლელობაში ბრალდებული ქალი

ფოტო – ტვ პირველი სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა – მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 30 წლის ნატო ხელაძე წინასწარ პატიმრიობაში გაუშვა. ტვ პირველის ცნობით, სხდომაზე სასტიკ დანაშაულში ბრალდებულმა ქალმა დუმილი დაარღვია და თქვა, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია და მისი მეუღლე მისმა ძმამ მოკლა. ქალი ამტკიცებს, რომ მკვლელობის შემდეგ, […]

„დიდება უკრაინას, სიკვდილი პუტინს!“ — საბჭოთა დისიდენტს რუსეთში პატიმრობა შეუფარდეს

საბჭოთა დისიდენტ ალექსანდრ სკობოვს, რომელიც რუსეთში ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დააკავეს, პეტერბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „მედუზას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა სასამართლოში „დიდება უკრაინას, სიკვდილი მკვლელ პუტინს“ დაიყვირა. როგორც გამოცემა წერს, სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა თქვა, რომ ამ აბსურდში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავდა და ერთადერთი მიზეზი რის გამოც იქ იმყოფებოდა, „სასამართლოსთვის შეფურთხება“ იყო. ალექსანდრ სკობოვი 2 აპრილს […]

მარიუპოლის აღდგენაში აქტიურად მონაწილეობს გერმანული კომპანია Knauf-ი და მისი მთავარი აქციონერი, რუსი ბიზნესმენი ბუდარინია, თუმცა არც ის და არც კომპანია არ დასანქცირებულა

მარიუპოლის აღდგენაში აქტიურად მონაწილეობს გერმანული კომპანია Knauf-ი და მისი მთავარი აქციონერი, რუსი ბიზნესმენი ბუდარინია, თუმცა არც ის და არც კომპანია არ დასანქცირებულა „რუსული მარიუპოლის” (უკრაინა) აღდგენაში აქტიურად მონაწილეობს, როგორც მინიმუმ, ორი გერმანული კომპანია: Knauf და WKB Systems – აღნიშნული კომპანიის მთავარი აქციონერი, რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუდარინია. დგინდება, რომ WKB Systems GmbH წლების განმავლობაში, ბეტონის ბლოკებს […]

ევროპის საბჭოს გენმდივანი – შეშფოთებული ვარ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნდებით – ვიმეორებ, ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძოა

კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხებად რჩება. ასეთი კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა დაინიცირებასთან დაკავშირებით. “შეშფოთებული ვარ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ” კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დაბრუნდებით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად ამ საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას მივესალმე. დღეს ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული […]

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. მათივე ცნობით გაიმართა ელექტრონული […]

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება უვადოდ გაახანგრძლივა

ფინეთ-რუსეთის საზღვარი ჩაკეტილი განუსაზღვრელი ვადით დარჩება, გადაწყვეტილება ფინეთის მთავრობამ მიიღო და გააფართოვა იმ სასაზღვრო პუნქტების სიაც, სადაც შეზღუდვები გავრცელდება. რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადწყვეტილება ფინეთის ხელისუფლებამ გასულ წელს რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში მიიღო და მიზეზად უკანონო მიგრაციის ტალღის შეჩერება დაასახელა. ფინეთის მთავრობის მტკიცებით, რუსეთიდან ფინეთში გაზრდილი იყო სირიელი და სომალელი მიგრანტების რაოდენობა. დღეს ფინეთი ამბობს, რომ რისკები […]