საქართველო – ლიეტუვა | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩს გამართავს. 5 აპრილს, ჩვენი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ლიეტუვას უმასპინძლებს. 4 აპრილს, ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ტრავმების გამო ხვალინდელ შეხვედრას ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი გამოტოვებენ. მათ ნაცვლად, ეროვნულ ნაკრებს მარიამ ცისკარიშვილი და ანა წულაია შეუერთდნენ. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ქალთა […]
“ყველა ქალი იყო და მარტო მე ვიჯექი ტორტის მარწყვივით კაცი” – ელისაშვილი

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ აუდიენციაზე მხარეებმა მხოლოდ აზრები გაცვალეს იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს რუსული კანონის წინააღმდეგ. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციისთვის პროტესტის აგორება არ უთხოვია. ერთაერთი შემთხვევა იყო ლამის ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველა ქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი და მარტო მე ვიჯექი ტორტის მარწყვივით კაცი. არჩევნებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ […]
მომწამვლელი პროდუქცია რუსული კომპანიისგან საბავშვო ბაღებში – დეტალები

მთავარი არხის ცნობით, საკავებად უვარგისი რძის პორდუქტები გორის მუნიცპალიტეტის საბავშვო ბაღებში – როგორც ირკვევა, გასული წლის 4 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში მძიმე მეტალის ნაწილაკებით დაბინძურებული რძის პროდუქტები შედიოდა. ასევე, პროდუქცია იყო ნაწილობრივ ობიანი. სამხარაულის ექსპერტიზამ კიდევ რამდენიმე დარღვევა დაადგინა. მაგრამ კომპანია “ამალთეასთან” კონტრაქტი არ გაწყვეტილა და ბავშვებთან წუნდებული პროდუქცია დაუბრკოლებლად შედიოდა. ცნობილია, რომ კომპანიის დამფუძნებლები […]
“ტექსტი ამაზრზენი და საზიზღარია, ჩამოერთვას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი” – ლატვია

ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჰარდს კოლსმა ლატვიის სარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი მოუხსნან. ლატვიელი დეპუტატი ეხმაურება რუსული კანონის ხელახლა დაინიცრებას და ოდიშარიას გუშინდელ უცენზურო გამონათქვამებს ოპოზიციონერი დეპუტატი ქალების მიმართ: “საქართველო კვლავ კრემლისკენ იხრება – ამის შესახებ პოსტის ბოლოს. ამაზე მხოლოდ ციტატის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ოდიშარია არ […]
მაკრონს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადა მოსკოვის სამიზნე იქნება

ხუთშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ზაფხულში რუსეთი პარიზის ოლიმპიადას ბოროტად მიზანში ამოიღებს. „არანაირი ეჭვი არ მაქვს, მათ შორის ინფორმაციის თვალსაზრისით“, თქვა მაკრონმა ჟურნალისტის პასუხად, რომელმაც ჰკითხა, რუსეთი თუ შეეცდება ოლიმპიადის მიზანში ამოღებას. მაკრონის კომენტარები, რომელიც მან პარიზში, წყლის სპორტის ახალი ოლიმპიური ცენტრის გახსნის დროს გააკეთა, წარმოადგენს დღემდე მის ყველაზე […]
ოპოზიციის პრობლემაა, ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების გვჯერა – თალაკვაძე ალტ-ინფოს პარტიაზე

„ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ანტიდასავლური ძალადობრივი მოძრაობის, „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობა, პირველ რიგში, ოპოზიციის პრობლემაა. ასე უპასუხა მან კითხვას, ხომ არ წაართმევს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ხმების ნაწილს „ალტ-ინფოს“ პარტია. თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებშიც ძლიერ მხარდაჭერას მიიღებს. „ოპოზიცია არის დაშლილი და პირველ რიგში, თუ […]
სატვირთო ხიდის ქვეშ ისევ გაიჭედა – თბილისი

თბილისი – მეტრო ისანთან სატვირთო ხიდის ქვეშ ისევ გაიჭედა.
მთავრობის კანცელარიის ეზოში სპეცრაზმი შეიყვანეს

ტვ პირველის ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტისა და კანცელარიის ტერიტორიაზე პოლიციის ავტობუსები შეიყვანეს. პოლიციის ავტობუსები თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც შენიშნეს. “პირველების” ინფორმაციით, პარლამენტისა და კანცელარიის მიმდებარედ 10-მდე ავტობუსი შეიყვანეს. ავტობუსში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სხედან. მათ თან აქვს სპეც აღჭურვილობა – მათ შორის ფარები. “არა რუსულ კანონს!” – პარლამენტთან 20:00 საათზე, […]
გერმანელი ულტრამემარჯვენე დეპუტატი უარყოფს დაფინანსების მიღებას რუსეთთან დაკავშირებული პროპაგანდისტული პლატფორმისგან

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) წარმომადგენელი დეპუტატი უარყოფს ბრალდებებს, რომელთა თანახმად, იგი დაკავშირებულია რუსეთის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ კამპანიებთან. პეტრ ბისტრონი 4 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში, რომელიც პარტიის ლიდერებისადმია განკუთვნილი, ამბობს, რომ “არასოდეს… მიუღია თანხები ან კრიპტოვალუტა [‘ევროპის ხმის’] წარმომადგენლისგან ან რუსისგან”. “ევროპის ხმა” არის პრორუსული პროპაგანდისტული პლატფორმა, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებთან აქვს კავშირი. […]
კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ცესკო მათ პარტიას 2024 წლის არჩევნებისთვის არეგისტრირებს

პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი, აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის არეგისტრირებს. პარტიის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროცედურული ნაწილი უკვე გაიარეს და ელოდებიან, როდის გამოქვეყნდება საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე რეგისტრაციის შესახებ დადგენილება. „ხელმოწერები რაც მივიტანეთ, დაგვიდასტურეს. იქეთ კვირაში საიტზე გამოჩნდება, თქვენგან არაფერია […]