მთავრობის კანცელარიის ეზოში სპეცრაზმი შეიყვანეს

ტვ პირველის ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტისა და კანცელარიის ტერიტორიაზე პოლიციის ავტობუსები შეიყვანეს.
პოლიციის ავტობუსები თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც შენიშნეს.
“პირველების” ინფორმაციით, პარლამენტისა და კანცელარიის მიმდებარედ 10-მდე ავტობუსი შეიყვანეს. ავტობუსში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სხედან. მათ თან აქვს სპეც აღჭურვილობა – მათ შორის ფარები.
“არა რუსულ კანონს!” – პარლამენტთან 20:00 საათზე, აქცია ჩაინიშნა. დღეს მხოლოდ საორგანიზაციო შეხვედრა იმართება იმისთვის, რომ გაიწეროს გეგმა როდის და რა ფორმით დაიწყება აქციები “ოცნების” რუსული კანონის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ