ნაკაიძე: ადიგენში მუსლიმებს ლოცვაში ხელს უშლიან, მლოცველებს შეურაცხყოფას აყენებენ

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, ადიგენში მუსლიმებს ლოცვაში ხელს უშლიან, პოლიციამ გზები გადაკეტა და მათ მეჩეთში არ უშვებენ. აგრესიული მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი ადიგენში, ადგილობრივი მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან პარასკევის ლოცვის ჩაშლას ცდილობს. ეს პირველი შემთხვევა არ არის – წარსულში მართლმადიდებელმა მღვდლებმა მლოცველებს ასევე მიაყენეს შეურაცხყოფა. “ამ წუთებში ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. […]

შეშფოთებულები ვართ საქართველოში საკანონმდებლო ინიციატივებით – ნორვეგია რუსულ კანონზე

ქართული ოცნების მიერ “რუსული კანონის” ხელმეორედ მიღების ინიციატივას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტრომ ამის შესახებ X-ზე დაწერა. Norway is concerned by legal initiatives in #Georgia on “foreign influence” & “family values”, which stigmatise civil society & LGBTQI+ persons. Would undermine important values, Georgia’s democracy & Euro-Atlantic path.— Norway MFA (@NorwayMFA) April 5, 2024 “ნორვეგია […]

ამერიკელი მაღალჩინოსანი: რუსეთის ჯარი თითქმის მთლიანად აღდგენილია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის კურტ კემპბელის მიხედვით, უკრაინაში განცდილი დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა საკუთარი ჯარის აღდგენა შეძლო. ამასთანავე, იმის ფონზე, რომ ამ ეტაპზე უკრაინისთვის დროულად დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება, კემპბელი ამბობს, რომ რუსეთი საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპელი მოკავშირეებისა და NATO-სთვის წარმოადგენს. შესაბამისად, იგი ხაზს უსვამს, რუსეთის წინააღმდეგ მოკავშირეების ერთიანობის მნიშვნელობას. ბოლო რამდენიმე თვის […]

“ ყველაფერი რუსულია თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?!” – როგორ აფასებს ბურჭულაძე “გამჭვირვალობის განონს”

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საზოგადოებაში დიდი კრიტიკა. ამ კანონს პროტესტიც მოჰყვა პარლამენტის შენობის წინ. აი რას ამბობს ამაზე პაატარა ბურჭულაძე: “ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?!ყველამ უნდა შეავსოს დეკლარაცია, აუცილებელია და ყველა არის გამჭვირვალე. არასამთავრობოები არიან ყველა გამჭვირვალედ შევსებული დეკლარაციებით.”

5 აპრილი ნოე რამიშვილის დაბადების დღეა

1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ, პირველი რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი გახდა. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ასევე იყო საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე, 1919 წლიდან კი მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის გარდა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრობაც შეითავსა. გასაბჭოების შემდეგ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო და […]

მარეგულირებელი ორგანოების მონაწილეობით კონკურენციის სამართლის აღსრულების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების და საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ; სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ; დაზღვევის […]

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან“ – PACE-ს თანამომხსენებლების მიმართა მთავრობას

„ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიციირებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში – კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) ეხმაურებიან. ისინი კანონპროექტის დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ პარლამენტის დღის წესრიგიდან კანონპროექტი ამოიღონ. „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის შარშან გატანასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. […]

“ჯარი, მათი ლოგიკით, ასევე უნდა იყოს უცხოური გავლენის ორგანიზაცია – ლოგიკას ცდება” – აქუბარდია

დეპუტატი თეონა აქუბარდია “რუსულ კანონზე” საუბრისას, ამბობს: არ შეიძლება იყოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დევნილებზე, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ადამიანების უფლებებზე, ქალთა უფლებებზე და ზოგადად, დემოკრატიაზე მუშაობს, იყოს უცხოური გავლენის თუნდაც ორგანიზაცია და ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომ ამ კანონით დასავლეთს ეუბნებიან არას და საკუთრ ხალხს დასავლეთზე ეუბნებიან არას და ამტკიცებს საპირისპიროს. კანონი არის […]

“ნიუ ჰოსპიტალსს” საერთაშორისო KTQ აკრედიტაცია მიენიჭა

„ნიუ ჰოსპიტალსს“ სამედიცინო პროცესების და პაციენტთა უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა და ხარისხის მართვის სერტიფიკატი გადაეცა. გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ აუდიტორები „ნიუ ჰოსპიტალსს“ მონიტორინგის მიზნეთ ეწვივნენ და შეფასების პროცესი კლინიკის ადმინისტრაციულ და სამედიცინო პერსონალთან ერთად წარმართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კლინიკის ხარისხის მენეჯმენტი შეაფასეს KTQ-ს სხვადასხვა კრიტერიუმით, როგორიც არის პაციენტებსა და […]

4 მოსამართლემ მოითხოვა, რომ მათი ქონება ანტიკორუფციულმა არ შეამოწმოს – სასამართლომ დააკმაყოფილა – IDFI

ფოტოკოლაჟი – ნეტგაზეთი თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა ქონების შემოწმების პროცესი 4 მოსამართლის, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს იმ 300 კაციან სიაში მოხვდნენ, ვისი ქონებაც უნდა გადამოწმებულიყო. ეს მოსამართლეები არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” ამბობს, რომ ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროსგან გამოითხოვეს და სწორედ ანტიკორუფციულმა დაუდასტურა არასამთავრობოს, რომ ოთხმა მოსამართლემ სასამართლოს […]