კიევმა რუსეთში მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი დაბომბა

უკრაინული მედიის განცხადებით, კიევმა რუსეთში, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი დაბომბა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის თავდაცვის ძალებთან ერთად ჩაატარა. წყარო გამოცემას უბენბა, რომ ეროდრომზე განთავსებული იყო SU-34 და SU-27 ბომბდამშენები, რომლებსაც რუსეთი უკრაინული ქალაქების დასაბომბად იყენებს. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, გარდა თვითმფრინავებისა, თავდასხმის […]
მეგრელიშვილ-ოდიშარიას განცხადებები ხელს უწყობს ქალთა მიმართ ძალადობის ნორმალიზებას — NGO-ები

ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და უფლებადამცველები ეხმაურებიან დეპუტატების, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ბაჩო ოდიშარიას შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ, დისკრიმინაციულ და სექსისტურ განცხადებებს ქალი დეპუტატების მისამართით. ისინი პარლამენტის მოუწოდებენ, აამოქმედოს პარლამენტის ეთიკის კოდექსი, დადგენილი სანქციები და რეაგირება მოახდინოს “ქალთა მიმართ ძალადობასა და ღია სიძულვილზე”. „ორი დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებული სექსისტური, შეურაცხმყოფელი, […]
ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, ამით ყველაფერი ნათქვამია – შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები. დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მდივნის, თამარ გუგულაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. „ზოგადად, სერიოზულად არ ვუყურებ ასეთ შეფასებებს. ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს, […]
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – მიხეილ სააკაშვილის მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება

ზოგადად, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ ვუყურებ ასეთ შეფასებებს – ჩვენ ევროპარლამენტში ცალკეულ ევროპარლამენტარებს ვხედავთ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან. დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „ვრცელდება განცხადებები, რომ ევროპარლამენტში უკვე ისმის მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსი გაიწვიოს“. პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის […]
გივი მიქანაძე – ხალხს არწმუნებენ, თითქოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, რაც აბსურდია

ხალხს არწმუნებენ, თითქოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, რაც აბსურდია, ევროპისთვის გამჭვირვალეობა უმთავრესი ღირებულებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მიქანაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად გაიგო, სინამდვილეში, რას ემსახურება კანონპროექტი და ხალხს ვეღარ მოატყუებენ. „გამჭვირვალობის კანონპროექტი მას შემდეგ დაინიცირდა, რაც ერთი წლის თავზე მმართველმა გუნდმა დავინახეთ, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა […]
შალვა პაპუაშვილი – NGO-ებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კამპანია, კვლავ რუსულად დაბრენდონ ეს კანონი – ეს დეზინფორმაციაა, ტყუილი, რომელიც ამერიკული, ევროპული, შვედური, ჰოლანდიური ფულით ფინანსდება

NGO-ებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კამპანია, კვლავ რუსულად დაბრენდონ ეს კანონი. ნახავდით ბანერებს, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ეს გახლავთ პირდაპირ დეზინფორმაცია, ტყუილი და რომელიც დღეს, ამ მომენტში, ფინანსდება უცხოური ფულით, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ ბანერებს, სახელწოდებით: „რატომ არის ეს კანონი რუსული?“. შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს, […]
ევროკავშირის რკინიგზაზე რუსი ჰაკერების თავდასხმების რიცხვი იზრდება-ჩეხეთი

ევროპის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში „ათასობით მცდელობა“ განახორციელა. ამის შესახებ ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარტინ კუპკამ ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ს განუცხადა. ჩეხი მინისტრის თქმით, ეს, პირველ რიგში, ჰაკერულ თავდასხმებს ეხება. მათ სამიზნეს კი რკინიგზის ოპერატორები, კერძოდ, ჩეხეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის განგაშის სისტემები და კომპიუტერულ სისტემები წარმოადგენენ. წარსულში ერთ-ერთი […]
შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადება: „რუსული კანონი“ საქართველოს ევროპული გზის ღალატია

ე.წ. აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ განცხადება გაავრცელა. ისინი კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის გატეხად და ახალგაზრდების აბუჩად აგდებად აფასებენ. „ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის რეინიცირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც […]
„მაკნატუნა“ ახალი პროდუქციის გამოშვებას და ამერიკის ბაზარზე შესვლას გეგმავს

კომპანიის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, 2023 წელს დასრულდა ახალი ქარხნის მშენებლობა. ჩაიდო ახალი ინვესტიცია, საწარმო სრულად გადაიარაღდა და კომპანიამ შეისყიდა ახალი დანადგარები. მისი თქმით, წარმოებული პროდუქციიდან, მოხალული მზესუმზირა და სიმინდის ბურბუშელა ყველაზე მოთხოვნადია. „2023 წელს დასრულდა ახალი, ორსართულიანი ქარხნის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ კორპუსს, პერსონელის გასახდელებს, დასასვენებელ სივრცეს, ნედლეულის და მზა პროდუქციის სასაწყობე სივრცეს […]
Moody’s-მა თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგების პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების და ემიტენტის რეიტინგები Ba2-დონეზე დაადასტურა, ხოლო პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურ”-ზეშეცვალა. რეიტინგების სტაბილური პროგნოზი ასახავს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მოლოდინს, რომ ბანკის მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები, ასევე, ძლიერი კაპიტალისა და ლიკვიდობის პოზიციები მომავალშიც შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ Moody’s-მა თიბისი ბანკის საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline CreditAssessment (BCA)) და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Adjusted […]