თინა ბოკუჩავა – მამუკა მდინარაძე ოდნავ გულწრფელი რომ იყოს, თითქოს მისთვის ფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ფაქტებით დაინტერესდებოდა, რასაც ისევ და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები ავლენენ

მამუკა მდინარაძე ოდნავ გულწრფელი მაინც რომ იყოს იმაში, რომ მისთვის ფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ამ სამი ფაქტით კი არა, სამასი და ათჯერ მეტი ფაქტით დაინტერესდებოდა კონკრეტული ჩინოვნიკების კორუფციის შესახებ, რაზეც მათ შორის, ისევ და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და ავლენენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას […]

გუდაურში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა

ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს. როგორც „მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა, სავარჯიშო და საკვალიფიკაციო […]

ადიგენში მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ

მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დღეს, 5 აპრილს, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე, იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. ორსართულიანი შენობა მუსლიმი თემის ერთ-ერთ წევრის, მერაბ მიქელაძის საკუთრებაა. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმები კერო სივრცეში აღავლენენ ლოცვას, გარეთ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს „სახლი მეჩეთად არ შეიძლება იქცეს“. დღეს პარასკევია და შესაბამისად, მუსლიმები ტრადიციულ […]

ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ბრძანებას ხელი დღეს, 5 აპრილს მოაწერა პრემიერმა და უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტზე. ირაკლი ბერაია საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სახელით მოხვდა. ის თავდაცვის კომიმეტის თავმჯდოამრეა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ირაკლი ბერაიას დეპუტატის უფლებამოსილება პირველივე პლენარულ სხდომაზე შეუწყდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 აპრილს […]

იაგო ხვიჩია – „ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ძალიან დიდი კომედიაა – ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ

„ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, უბრალოდ ძალიან დიდი კომედიაა. ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, ჩემი აზრით, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები”ათასგვარ უაზრო რეპორტებს და ანგარიშებს ამზადებენ” და დარწმუნებულია, რომ მთავრობას მათი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია აქვს. “შენ რომ […]

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა. ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის კაბინეტებიდან გვეუბნებიან ხოლმე – ქართველებო, ჩაატარეთ „ვეტინგი“, რადგან თქვენი კონტექსტი ვიცით და აღმოჩნდა, კონტექსტი კი არა, ისიც არ იცოდნენ, რომ მაგიდასთან სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილი ეჯდათ

ზოგადად, იმედგამაცრუებელია, რომ კონფერენციაზე, რომლის თანაორგანიზატორი იყო ევროპული კომისია, სტუმრების რანგში სისხლის სამართლის დამნაშავე ვნახეთ და ამ კრიმინალის გვერდით ისხდნენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, ეს რა თქმა უნდა ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირთან ვიზიარებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ ზურაბ ადეიშვილი დააკავონ და საქართველოს გადმოსცენ. […]

„საქსტატსა“ და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო შორის მემორანდუმი გაფორმდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ. მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, თანამშრომლობის გაძლიერება კონკურენციის, ანტი-დემპინგური და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის წარმართვის პროცესში […]

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა

გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად და მსხვერპლთა უფლებების ეფექტურად დასაცავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმის შემდეგ მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რომელიც უწყების მიერ გაწეულ საქმიანობას ასახავს. ანგარიშში გაანალიზებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად განხორციელებული რეფორმები, რომელთა შორისაც მთავარი ადგილი მოქალაქეების საქმის […]

გუდაურში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა

გუდაურში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს. როგორც „მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული მსოფლიო […]