საწვავის ადგილობრივი ფასები ამ ეტაპზე კონკურენტუნარიანია და თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან – ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ პირველი კვარტალის მდგომარეობით საწვავზე ფასები არის სამართლიანი, სტაბილური და სრულ თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან. როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტო საკითხზე მონიტორინგს აგრძელებს. „ფასების დადგენა საწვავზე არც არასდროს ყოფილა დღის წესრიგში, არც მომავალში იქნება, რადგან აქ არის თავისუფალი ფასწარმოქმნა და ამ მიდგომის […]
“ოცნება” ყელამდეა ნეხვში და ცდილობს ამ ნეხვში ჩაითრიოს NGO-ებიც!” – სადღობელაშვილი

მე სულ არ მაინტერესებს უცხოეთიდან დაფინანსებულების ანგარიშვალდებულება! მე მაინტერესებს ჩემი ბიუჯეტიდან დაფინანსებულების კეთილსინდისიერება! მე მაინტერესებს სად და როგორ იხარჯება ჩემი ფული და სულ ცალ ფეხზე მკიდია სად იხარჯება აშშ-ს ფული! – ეწ “რუსული კანონის” შემოტრიალება არის პასუხი კორუმპირებული სახელისუფლებო შტოების მხილებაზე! – ხელისუფლება ყელამდეა კორუფციაში ჩაფლული, პრაქტიკულად არ არსებობს კეთილსინდისიერი ჩინოვნიკი, არ არსებობს სახელისუფლებო მოხელე […]
„აშშ მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის EU-სკენ მისწრაფებების წინ წასაწევად“ – რობინ დანიგანი

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი რობინ დანიგანი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელობას და ინფორმაცია მიიღო მათ საქმიანობაზე. საელჩოს განცხადებით, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე. „ელჩი დანიგანი შეხვდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა. საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება […]
რატომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი კვება და რომელი პროდუქტებია მისი წყარო?

რა არის პროტეინი? რატომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი კვება და რომელი პროდუქტებია მისი წყარო? – ეს ის კითხვებია, რომლებიც სპორტდარბაზში ფეხის შედგმისთანავე ჩნდება. გარდა ამისა, ცილოვანი კვება წონის კორექციისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჯანსაღი მეთოდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რა უნდა ვიცოდეთ ცილის, იგივე პროტეინის შესახებ და რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის […]
თეგეტა X 0711 და კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან – როგორი იყო მარტი ჰოლდინგში

„თეგეტა ჰოლდინგმა“ მარტის თვე ქალების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებულ აქტივობებს მიუძღვნა და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. ჰოლდინგში, სადაც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა გაზაფხულის დღესასწაულების განსაკუთრებული აღნიშვნა, წლევანდელი მარტიც გამორჩეული აღმოჩნდა თანამშრომელი ქალბატონებისთვის. ქალების მხარდაჭერის ფარგლებში, თეგეტასა და ონლაინგამოცემა AT.ge-ის კოლაბორაციით რუბრიკა „Femmeავტო“ შეიქმნა და 20-მდე ქალის პროფესიული თავგადასავალი გააცნო საზოგადოებას. რუბრიკის მთავარი გზავნილი გენდერულად […]
კობახიძემ ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნა – შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ირაკლი ბერაია ამ დრომდე საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ქართული ოცნების პარტიული სიით, ამასთან, იკავებდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან 4 აპრილს გაათავისუფლა. 31 ოქტომბერს, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე […]
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩი დაიბარეს. სამინისტროს განმარტებით, მიზეზი სამხრეთ კორეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციებია. სამხრეთ კორეამ სანქცია დაუწესა ორ რუსულ გემს, რომლებსაც, სამხრეთ კორეის მტკიცებით, სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ ჩრდილოეთ კორეაში. ამასთან ერთად, სანქციები დაუწესდა ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებულ დამატებით ორ რუსულ ორგანიზაციას და რუსეთის ორ მოქალაქეს. რუსეთის საგარეო […]
ifact: საჯარო სექტორში დასაქმებულები რუსულ კანონზე ერთსა და იმავე ფოტოს აზიარებდნენ

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი ფაქტმა” რუსულ კანონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საჯარო სამსახურში დასაქმებულების კოორდინირებული ქცევა დააფიქსირა. “აი ფაქტის” ინფორმაციით, მამუკა მდინარაძის მიერ 3 აპრილს ოფიციალურად გაკეთებული განცხადების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში სოციალურ ქსელებში საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა შეთანხმებულად, ერთი და იმავე ინფორმაციის გაზიარება დაიწყეს – თუ რას გულისხმობს კანონპროექტი. გამზიარებელთა შორის არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიების, საკრებულოების, […]
საელჩო: აშშ მხარს უჭერს ქართველების ძალისხმევას ქვეყნის EU-სკენ მისწრაფებების წინ წასაწევად

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა. შეხვედრის შემდეგ, საელჩომ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე. საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების […]
ნორვეგიის საგარეო უწყება – „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივები ძირს გამოუთხრის საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას

ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებით, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას. “ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში “უცხოური გავლენისა” და “ოჯახური ღირებულებების” საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და ლგბტქი+ ადამიანების სტიგმატიზებას ახდენს. ის ძირს გამოუთხრის […]