USAID-სა და წალენიჯიხის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ შეაჯამა საქართველოში დეცენტრალიზაციის წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, მიმოიხილა მიმდინარე პარტნიორებთან ერთად მიღწეული შედეგები და წარადგინა ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დეცენტრალიზაციის ექსპერტები. ღონისძიება გახსნეს USAID საქართველოს მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა, პარლამენტის წევრმა და რეგიონული პოლიტიკისა და […]

სამნიძე რუსულ კანონზე: ვიქნებოდი აქტიურად ჩართული ბრძოლაში, თუმცა გავდივარ ქიმიოთერაპიას

არ ვარ ახლა აქტიურად ჩართული ჩემს კოლეგებთან, განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს. ჩავერთვები უკვე ფიზიკურადაც ამ ბრძოლაში და ვიქნები ძალიან აქტიური. […] მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ […]

ცხოვრება ემიგრაციაში – რუსი ჟურნალისტის ამბავი

რუსეთმა ჟურნალისტების წინააღმდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მკაცრი კანონები მიიღო. შედეგად, ბევრმა ჟურნალისტმა ქვეყანა დატოვა. მაგრამ ფიზიკური დისტანცია არ ნიშნავს უსაფრთხოებას გადასახლებული ჟურნალისტებისთვის. დეტალები სიუჟეტში.

12 აპრილს ბერლინში, კობახიძე გერმანიის კანცლერს შეხვდება

12 აპრილს ბერლინში, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ავრცელებს. “2024 წლის 12 აპრილს, ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები”, – ნათქვამია განცხადებაში. გამოცემა Deutsche […]

გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერი – დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება

დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის სახელმწიფოებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა. „გასულ წელს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათიათასობით წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის გაპროტესტების შედეგად, იგი დღის წესრიგიდან ამოიღეს. პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში […]

8 აპრილს პრომეთეს მღვიმე ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 8 აპრილს პრომეთეს მღვიმე დაკეტილი იქნება. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია. ,,ძვირფასო ვიზიტორებო, გაცნობებთ, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, 8 აპრილს, პრომეთეს მღვიმე ვიზიტორებისთვის დაიკეტება”, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, პრომეთეს მღვიმე 2023 წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია იყო. კერძოდ, 2023 წელს პრომეთეს მღვიმემ 230 677 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც […]

ლანდსბერგისი რუსულ კანონზე: შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებაზე კომენტარი გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. “საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ საქართველო განახორციელებს ევროკომისიის მიერ ხაზგასმულ 9 რეკომენდაციას. “უცხოეთის აგენტებზე” კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს […]

SJC: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას სოციალური მშვიდობა და რელიგიური თანასწორობა ადიგენში

“სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი გეგმა, რომელიც ადგილზე [ადიგენში] სოციალურ მშვიდობას და მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორობის პრინციპებს დაიცავდა” – ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი(SJC) ადიგენში გუშინ, 5 აპრილს აგრესიული მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის მიერ, ადგილობრივი მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან პარასკევის ლოცვის ჩაშლის მცდელობას. SJC-ის განმარტებით, 5 აპრილს ადიგენში დაძაბულობის მიზეზი სალოცავად გამოყენებული […]

მამუკა მდინარაძე – „სირცხვილიას“ განცხადების „სქრინი“ ვნახე და მართლა სირცხვილია, რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას – როგორ შეიძლება ევროკავშირში პრობლემა შეგვექმნას იმასთან დაკავშირებით, რასაც თავად ევროკავშირი აინიციირებს

დღეს ე.წ. „სქრინი“, ფოტო ვნახე, „სირცხვილიას“ განცხადების და მართლა სირცხვილია, რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას და ახალგაზრდებს. ისინი ამბობენ, რომ თურმე, 14 ქვეყანას ახლა შეუძლია, რომ კანდიდატის სტატუსი ჩამოგვართვას. მსგავსი პროცედურა არ არსებობს, უბრალოდ ატყუებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანიაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, „სირცხვილია“ ცდილობს, […]

Financial Times – ენტონი ბლინკენმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს „შემაშფოთებელი მასშტაბით“ ეხმარება

ენტონი ბლინკენმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს „შემაშფოთებელი მასშტაბით“ ეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Financial Times-ის ცნობით, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის კოლეგებს განუცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მზარდი თანამშრომლობით აშშ შეშფოთებულია. ოფიციალური პირების განცხადებით, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს […]