რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ საჭიროა საქართველოსა და დროებით ოკუპირებულ რეგიონებს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყება, რაც შემდგომ დემარკაციის ეტაპამდე მივა. განცხადების მიხედვით, ამ საკითხებს ხაზი გაესვა ჟენევაში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე, რომელსაც გაერო, ეუთო და ევროკავშირი თავმჯდომარეობდა. “ხაზი გაესვა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით […]

“მუსიკოსს უნდა შეეძლოს, რეგიონებში ტურნე ჩაატაროს, რისი ინფრასტრუქტურაც არ არის” – Bravo Records

Bravo Record-ის ხელმძღვანელის, ზაზა შენგელიას თქმით, კულტურის სფეროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოს რეგიონებში კონცერტების ჩასატარებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა – ამის შესახებ მან გადაცემა BMGDrive-ში სტუმრობისას ისაუბრა. “ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იმას ვხედავ, რომ ქვეყანაში არ არის კარგი საგასტროლო ინფრასტრუქტურა. მაგალითად, როდესაც “ბრავო რექორდსი” აკეთებს პროექტს, როგორიც იყო, მაგალითად, სოფო ბათილაშვილის სადებიუტო კონცერტი – რომელსაც სპორტის სასახლეში […]

რუსეთი ოკუპირებული რეგიონების ე.წ საზღვრების “დადგენას” ითხოვს

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ საზღვრების დადგენას ითხოვს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერს. “ძირითადი ძალისხმევა უნდა კონცენტრირდეს ჭეშმარიტად პრიორიტეტულ ამოცანებზე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ამ რესპუბლიკების მიმართ, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებით. ასევე, ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური […]

ამერიკელი მილიარდერის განცხადებით, გოლფში ინვესტიცია იმიტომ განახორციელა, რომ მალე ოთხდღიანი სამუშაო კვირა ნორმა გახდება

საინვესტიციო ბიზნესის ალ კაპონემ, „ნიუ-იორკ მეტსის“ ბეისბოლის გუნდის მფლობელმა სტივ კოენმა („ფორბსის“ 2024 წლის უმდიდრესი ადამიანების სიაში, ის 97-ე ადგილზეა 19,8 მილიარდი დოლარის კაპიტალით) CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ინვესტიცია გოლფის სტარტაპ ლიგა TGL-ში 2023 წელს, მათ შორის იმიტომ განახორციელა, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა, მისი აზრით, მალე ნორმად იქცევა. „გოლფში ინვესტიციას, თუნდაც მოგვიანებით, მაინც გავაკეთებდი, […]

მართალ კაცს არაფრის არ უნდა ეშინოდეს. ესე იგი, რაღაცას მალავენ. კითხვა სწორედ აქ გვაქვს – რას უმალავენ ქართველ ხალხს არა მარტო ჩვენი ენჯეოები, არამედ მათი დამფინანსებლები უცხოეთიდან

მართალ კაცს არაფრის არ უნდა ეშინოდეს. ესე იგი, რაღაცას მალავენ. კითხვა სწორედ აქ გვაქვს – რას უმალავენ ქართველ ხალხს არა მარტო ჩვენი ენჯეოები, არამედ მათი დამფინანსებლები უცხოეთიდან „ფაქტია, ამხელა მასშტაბის მალვა სჭირდება დიდი მასშტაბის ტყუილს. გამჭვირვალობის შესახებ კანონმა შესაძლოა სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან კვალს დაგვაყენოს,” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი […]

გიორგი ვაშაძე – ევროკავშირის კარის დაკეტვა მოუსავლეთ ჭაობში ჩაკეტვას ნიშნავს – ერთიანობით უნდა ვაჩვენოთ მკაფიო პოზიცია იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ უღალატონ სამშობლოს, ხალხს, ეროვნული ინტერესებს

ერთიანობით უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სამწუხაროდ, უღალატონ სამშობლოს, ხალხს, ქვეყანას, ეროვნული ინტერესებს. ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის ნიშნავს ათწლეულებით და ასწლეულებით გარანტირებულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და საქართველოს განვითარებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან უნდა ესაუბრათ იმ […]

რუსეთში, როსტოვის ოლქში მილსადენი აფეთქდა

რუსეთში, როსტოვის ოლქში მილსადენი აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, 6 აპრილის ღამეს, როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვთან ახლოს, მილსადენი აფეთქდა, რომლითაც ნავთობპროდუქტები ადგილობრივი ნავთობის ბაზიდან აზოვის საზღვაო პორტში გადაჰქონდათ. უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ობიექტს რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.

სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილი ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილმა ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ბატუტზე მხტომელებმა დაგროვებული 46.300 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. მეორე ადგილზე აზერბაიჯანელები, მესამეზე კი პოლონელები გავიდნენ. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილისთვის ეს მეორე მოპოვებული ოქროა. ჩემპიონობა მათ გუნდურ ასპარეზობაში ნინო […]

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ჩეკურაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე.

ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი უახლოეს დღეებში დიდ ბედნიერებას იგრძნობს

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც უახლოეს მომავალში ყველაზე ბედნიერები გახდებიან. ლომი ლომებს საბოლოოდ შეუძლიათ საკუთარ თავში ჰარმონიის პოვნა. ეს მათ საშუალებას მისცემს არა მხოლოდ დაამყარონ გონებრივი მდგომარეობა, არამედ მოაწესრიგონ ყველა საქმე. საკმარისად შთაგონებული იქნებით, რომ ყველაფერს მარტივად გაუმკლავდეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ კარიერაში წინსვლა. თქვენი უფროსი დააფასებს თქვენს ძალისხმევას. შეგიძლიათ დაეყრდნოთ ბონუსს ან თუნდაც ახალ […]