გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს. „2024 წლის 12 აპრილს, ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე […]
სამხრეთ რუსეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, კაშხლის დაზიანების შემდეგ

რუსეთის სამხრეთის რეგიონიდან მაშველებმა ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, მას შემდეგ, რაც ნაწილობრივ გასკდა კაშხალი და შეიქმნა მისი სრული კოლაფსის საფრთხე. მაშველებს 6 აპრილს გასაბერი ნავებით გადაჰყავდათ ხალხი უფრო შემაღლებულ ადგილებზე, მდინარე ურალის ადიდების ფონზე ორენბურგის რეგიონში, ქალაქ ორსკის ჩათვლით. სახელმწიფო სააგენტო TASS-ი 6 აპრილს იუწყებოდა კაშხლის სრულ კოლაფსზე, თუმცა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით ეს ცნობა […]
“მზადება საზღვარგარეთ სწავლისთვის აპლიკანტმა ერთი წლით ადრე მაინც უნდა დაიწყოს” – One World

რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოთ საზღვარგარეთ სასაწავლებლად წასვლისთვის მზადება? – ამ კითხვაზე „ქალების ნარატივში“ დეტალურად One World-ის ხელმძღვანელმა, ნატალია სამარგულიანმა ისაუბრა. „მზადება და ფიქრი საზღვარგარეთ სწავლაზე მსურველმა აპლიკანტმა ერთი წლით ადრე მაინც უნდა დაიწყოს, რადგან გარდა უნვერსიტეტებში საბუთების შეტანის დედლაინისა, არის ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი მოსაგვარებელი, რასაც დრო სჭირდება. ჩვენ ვეხმარებით აპლიკანტებს უნივერსიტეტების, კოლეჯების, სხვადასხვა […]
„სირცხვილიას“ განცხადების ე.წ. “სქრინი” ვნახე და მართლა სირცხვილია, რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას და ახალგაზრდებს – როგორ შეიძლება ევროკავშირში პრობლემა შეგვექმნას იმასთან დაკავშირებით, რასაც თავად ევროკავშირი აინიციირებს

„სირცხვილიას“ განცხადების ე.წ. “სქრინი” ვნახე და მართლა სირცხვილია, რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას და ახალგაზრდებს – როგორ შეიძლება ევროკავშირში პრობლემა შეგვექმნას იმასთან დაკავშირებით, რასაც თავად ევროკავშირი აინიციირებს დღეს ე.წ. „სქრინი“, ფოტო ვნახე, „სირცხვილიას“ განცხადების და მართლა სირცხვილია, რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას და ახალგაზრდებს. ისინი ამბობენ, რომ თურმე, 14 ქვეყანას ახლა შეუძლია, რომ კანდიდატის სტატუსი ჩამოგვართვას. მსგავსი […]
ჰელსინკის კომისია რუსულ კანონზე: ეს კანდიდატის სტატუსის თვით-საბოტაჟია

ჰელსინკის კომისიამ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს კანონი მიზანმიმართული თავდასხმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე და ის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვით-საბოტაჟია. “ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმა და კანდიდატის სტატუსის თვით-საბოტაჟია. [კანონი] არის ქართველი ხალხის ბრძოლით მოპოვებული და ღრმა ევროპული არჩევანის უხეში უარყოფა. ასევე დამთხვევაა, რომ მისი რეინიცირება დაემთხვა რეგიონში მსგავსი […]
სმოლოვი: 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეგვეძლო

მოსკოვის “დინამოს” ფორვარდმა ფიოდორ სმოლოვმა Sport Express-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2018 წელს რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაში შეეძლო. “2018 წლის მუნდიალი? რისი თქმა შემიძლია? ტურნირის დაწყებამდე ჩვენი არავის სჯეროდა. უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა და ეს გავაცნობიერეთ. შესანიშნავად მოვემზადეთ, გუნდში ბრწყინვალე ატმოსფერო იყო, ტურნირის დასრულების შემდეგ დავითვალეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 53 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღით […]
მამუკა მდინარაძე – ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი ვართ და ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ

ჩვენ ვართ ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძემ ჟურნალისტებს გააცნო კანონებისა და კანონპროექტების სახელები, რომლებითაც ისინი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშია […]
თემურ ცამციშვილი – „რუსული კანონის“ მიღება ეკონომიკური კოლაფსისთვის ხალხის გაწირვას ნიშნავს – იმერეთში 2012 წელს თუ 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი განახევრებულია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, იმერეთში 2012 წელს თუ 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი განახევრებულია. მისივე თქმით, რუსული კანონის მიღება ნიშნავს ხალხის გაწირვას ეკონომიკური კოლაფსისთვის. „2023 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23 პროცენტით არის შემცირებული, რაც შეეხება იმერეთს – 2012 წელს თუ 40 მილიონი […]
ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ თანაკლასელს სცემა

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ თანაკლასელს სცემა ბულინგის შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში – მე-5 კლასელმა გოგონამ თანაკლასელს სცემა. დაპირისპირება შესვენების დროს დაიწყო, რის შედეგადაც მოზარდი შეუძლოდ გახდა და მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე რეაგირება სკოლის დირექციასა და მანდატურის სამსახურს არ ჰქონია. ჩვენ ვცადეთ მათთან გასაუბრება, თუმცა მათ არანაირი კომენტარი არ გააკეთეს. დაზარალებული მოსწავლის დედა კი მომხდარი […]
ჰელსინკის კომისია: რუსული სტილის „აგენტების კანონი“ თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიაზე

აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელითაც არის ცნობილი, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის ხელახალ ინიცირებასთან დაკავშირებით თავმჯდომარის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის რუსული სტილის კანონპროექტი. „ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს […]