“ნაპოლის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე იტალიის ნაკრების გარემარბი იქნება

“ნაპოლი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ასტონ ვილას” გარემარბის ნიკოლო ძანიოლოს დამატებას ეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი “პარტენოპეის” ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანაა, რომელსაც 24 წლის შემტევის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება. ძანიოლო ამჟამად “რომას” საკუთრებაა და ბირმინგემელთა ღირსებას იჯარის წესით იცავს. ცნობილია, რომ თავად ნიკოლოს სერია A-ში […]
რუსეთში, კაშხლის გასკდომის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა – მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხლის გასკდომის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა – როგორც DW წერს, მათი ცხედრები სასწრაფო დახმარების სამსახურმა დატბორვისას ქალაქ ორკში იპოვა. მედიის ცნობთ, წყალდიდობა ქალაქის ძველ ნაწილში ფიქსირდება, სადაც ძირითადად კერძო სექტორია განლაგებული. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორსკში დაიტბორა 2 400-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 3 000-ზე მეტი სამეურნეო შენობა, ევაკუირებულია 700-ზე მეტი […]
ირაკლი ბურჭულაძე – მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო თასები გაგრძელდება და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირება მუდმივად იქნება

მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო თასები გაგრძელდება და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირება მუდმივად იქნება,- ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე. „საქართველო მეხუთე საერთაშორისო ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე, ისეთ წარმატებულ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. ეს […]
ოცნებამ უნდა თქვას უარი რუსულ კანონზე და დაიწყოს მართლმსაჯულების რეალური რეფორმა – კოალიცია

კოალიცია – დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 4 მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესის გაჩერებას ეხმიანება და წერს, რომ აღნიშნული “ინდიკატორია იმისა, რომ სასამართლო სისტემის წამყვან თანამდებობებზე დანიშნული მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს”. კოალიციის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ “უნდა შეწყვიტოს საქართველოს ინტერესების დაზიანება, უარი თქვას ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონზე და დაიწყოს მართლმსაჯულების რეალური რეფორმა”. “სასამართლოს მიერ მოსამართლეთა ქონების […]
სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დალუქულია, ჯამში, 175 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. უკანონო ტყით […]
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ახალგაზრდებს პროექტის მნიშვნელობა, თავდაცვის უწყების პრიორიტეტები, ასევე, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები გააცნო. „მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია […]
ლევან სილაგავა – ვინაიდან სტაბილურად შემოდის ხორბალი და ფქვილი, საკმაოდ მაღალი მარაგები გვაქვს – ფასებთან დაკავშირებული მდგომარეობაც სტაბილურია

საკმაოდ მაღალი მარაგები გვაქვს, ვინაიდან სტაბილურად შემოდის ხორბალი და ფქვილი, – ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა“, ლევან სილაგავამ განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ფასებთან დაკავშირებული მდგომარეობა სტაბილურია. ასევე მისი განცხადებითვე, სტაბილურობა მსოფლიოშიც ნარჩუნდება, ვინაიდან ხორბლის ჭარბი მოსავლიანობის ვარაუდი არსებობს. „ქვეყანაში, ბოლო თვეების განმავლობაში, ხორბლის ფასებთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია. საკმაოდ […]
სლოვაკეთი დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. პირველადი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე გამოქვეყნდება. სლოვაკები არჩევანს ოპოზიციის კანდიდატ, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკსა და მმართველი კოალიციის წევრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, პეტერ პელეგრინის შორის გააკეთებენ. ცნობისთვის, 23 მარტს გამართულ სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ […]
კახა კახიშვილი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ახალი პარტნიორების წარდგენისა და მუნიციპალიტეტებთან ერთად მიღწეული პროგრესის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კახიშვილმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებითა და დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციის და თანამშრომლობის ხარისხის გაზრდით […]
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე – საქართველოში პური ძვირი არ არის – ვურჩევდი პარლამენტარებს, რომლებმაც არასწორი რიცხვები გააჟღერეს, ხანდახან გავიდნენ მაღაზიაში და პური იყიდონ

საქართველოში პური არ არის ძვირი – მე ვურჩევდი პარლამენტარებს, რომლებმაც გააჟღერეს არასწორი რიცხვები, ხანდახან გავიდნენ მაღაზიაში და პური იყიდონ, – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის 3- თვიანი მარაგი არსებობს, ხოლო რაც შეეხება ფასს, ის ისეთია როგორც რეალურად უნდა იყოს. […]