გრეტა ტუნბერგი ჰააგაში საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვისთვის დააკავეს

შვედი კლიმატის აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ნიდერლანდების პოლიციამ ჰააგაში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა. იგი მომიტინგეებთან ერთად წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე სუბსიდიებს აპროტესტებდა. პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა მთავარი გზის გადაკეტვა სცადეს. ეკოაქტივისტური დაჯგუფება Extinction Rebellion-ის თქმით, ეს მათი მხრიდან A12 გზატკეცილის გადაკეტვის 37-ე მცდელობა იყო. მანამდე, ნიდერლანდების მთავრობამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია Shell-ისა […]

თებერვალში ჩიპების გლობალური გაყიდვები 16,3%-ით გაიზარდა

თებერვალში ჩიპების გლობალური გაყიდვები 16,3%-ით, $46,17 მლრდ-მდე გაიზარდა, თუმცა იანვართან შედარებით 3.1%-ით შემცირდა. წინა წლის იმავე თვეში ეს მაჩვენებელი $39,7 მლრდ იყო. ნათქვამია SIA-ს პრესრელიზში. ამერიკაში გაყიდვები თებერვალში გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 22%-ით გაიზარდა, ჩინეთში – 28,8%-ით, აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა რეგიონებში – 15,4%-ით. იმავდროულად, ევროპაში 3,4%-ით შემცირდა, იაპონიაში – 8,5%-ით. ჩიპების გაყიდვები იანვართან […]

აბსოლუტური, ტოტალური და ზნეობის საზღვრებს გადასული სიცრუე ვრცელდება დღეს

„აბსოლუტური, ტოტალური და ზნეობის საზღვრებს გადასული სიცრუე ვრცელდება დღეს იმ „არმაგედონის” თაობაზე, რომელიც თურმე გველის იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება შეიტყობს გიგაურ-ლომჯარია-გვარამიას კლანის ენით აუწერელ გამდიდრებაზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მის ვრცელ პოსტშია აღნიშნული, ქვეყანა დგას რეალური არჩევანის წინაშე – სურს კი საზოგადოებას და არის თუ არა ის ღირსი დამოუკიდებლობის, […]

მდინარაძეს ჰგონია, რომ Facebook-ი “გლობალურ ომის პარტიასთანაა” კავშირში

მას შემდეგ, რაც Meta-სთან კონტრაქტის მქონე ქართველმა დამოუკიდებელმა ფაქტჩექერებმა რუსულ კანონთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ქარდი ცრუ ინფორმაციის იარლიყით მონიშნეს, ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰგონია, რომ Facebook-ი ე.წ. “გლობალურ ომის პარტიასთან” არის დაკავშირებული. “ასე ბლოკავდნენ სიმართლეს, როცა ძალა გააჩნდათ, ახლა ქვეყანაში ძალა არ გააჩნიათ. ზარებს მოჰყვა რაღაც რეაქციები გარედან და ძალიან სამწუხაროა, ერთი უნდა ვთქვათ, […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი […]

Ericsson-მა 1200 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა

შვედურმა სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელმა Ericsson-მა განაცხადა დაახლოებით 1200 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ, შეკვეთების მოცულობის შემცირების გამო. კომპანიისთვის თანამშრომელთა გათავისუფლება იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც გლობალური ხარჯების შემცირება და კრიტიკული ინვესტიციების შენარჩუნებაა გათვალისწინებული. კომპანიამ აღნიშნა, რომ ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ეფექტური ოპერაციების გაზრდაზე, 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება. Ericsson-მა აღნიშნა, რომ შეკვეთების მოცულობის შემდგომი კლება პროგნოზირებულია 2024 წელს მობილური ქსელის […]

სამხრეთ საფრანგეთში ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჰაერის ტემპერატურა ზოგან 31 გრადუს აღწევს, რაც წელიწადის ამ დროისთვის იშვიათი მოვლენაა. სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მატებას ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი სითბური ტალღებით ხსნიან. ესპანეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ორტეზში პარასკევს ჰაერის ტემპერატურამ 31 გრადუსს მიაღწია. ამავე რეგიონის ქალაქ ბიარიცში 4-დან 5 აპრილამდე პირველი „ტროპიკული ღამე“ დაფიქსირდა, ტემპერატურა მთელი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნიგოვის ოლქში აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნიგოვის ოლქში აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. „შევხვდი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას – წარმოდგენილი იყო ორივე პარტია, კონგრესის ორივე პალატა. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები პირადად ხედავენ რა ხდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონებში, რომლებსაც რუსი ტერორისტები ბომბავენ და რომლებმაც რუსული ოკუპაცია გადაიტანეს. კონგრესმენებთან შეხვედრა გუშინ სწორედ ჩერნიგოვის ოლქში […]

თეთრი ხევის დასახლებაში ძროხები, სავარაუდოდ, დენის დარტყმით დაიხოცა

თბილისის გარეუბანში, თეთრი ხევის დასახლებაში რამდენიმე ძროხა, სავარაუდოდ, დენის დარტყმით მოკვდა. ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები. წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო სადენის მთლიანობა დაირღვა, დენი გადავიდა სამაგრიდან ბოძზე და გადაეცა ღობეს, რომლითაც შემოსაზღვრული იყო სივრცე. სწორედ ასე დაარტყა პირუტყვს დენმა. სამგორის რაიონში, თეთრი ხევის დასახლებაში ელექტროგადამცემი ხაზები კომპანია „თელასს“ ეკუთვნის. კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათი თანამშრომლები […]