2 აპრილს სამტრედიაში კაცი ცოლის ძმამ მოკლა, დანაშაული მოკლულის ცოლმა დაიბრალა – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, 2 აპრილს სამტრედიაში კაცი ცოლის ძმამ მოკლა, დანაშაული კი მოკლულის ცოლმა დაიბრალა. როგორც პროკურატურა აცხადებს, გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული კაცის ცოლს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ ცოლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. […]
12 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. შეხვედრა გერმანიაში 12 აპრილს გაიმართება. „ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი 2024 წლის 12 აპრილს 11:30 საათზე ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე განიხილება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები“, – გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებსაიტზე. ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტი დროში ემთხვევა საქართველოს […]
ჰააგაში დემონსტრაციაზე დააკავეს გარემოს დამცველი გრეტა თუნბერგი

6 აპრილს ჰააგაში გარემოს დასაცავად გამართულ, მასშტაბურ აქციაზე დააკავეს ცნობილი შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი. ის პოლიციამ დიდი ავტობუსით წაიყვანა სხვა დემონსტრანტებთან ერთად, რომლებიც მანამდე ცდილობდნენ დაებლოკათ ქალაქში შემავალი მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალი. დემონსტრანტებს, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით “შეწყვიტეთ საწვავის სუბსიდირება” და “პლანეტა კვდება” დაუპირისპირდა ათობით პოლიციელი, ზოგი მათგანი ცხენზე იყო ამხედრებული. თუნბერგი აქციას დაწყებისას შეუერთდა, ის […]
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპისთვის „ჰამასი“ კაიროში დელეგაციას გაგზავნის

„ჰამასის“ განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპისთვის კაიროში დელეგაციას გაგზავნის. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნებთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს, თუმცა კაიროში 7 აპრილს გასამართი მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას გაგზავნის, რომელსაც „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე, ხალილ ალ-ჰაია უხელმძღვანელებს. „მოთხოვნებია: ცეცხლის სრული შეწყვეტა, ღაზის სექტორიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა, იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში […]
მამუკა მდინარაძე – წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? – თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი!

წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი! – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანიაზე წერს. როგორც მდინარაძე აცხადებს, ცენზურის ლოკალური წარმატებით ის ხალხი იყო აჟიტირებული და გახარებული, რომლებიც ევროპული ღირებულებების მიმდევრობაზე დებენ თავს. “გუშინ […]
მხარი დაუჭირე ონლაინ – შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ტოპ-ცენტრის ტიტულისთვის იბრძვის

“ლენოვო ტენერიფეს” ვეტერანი ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ცენტრის ტიტულისთვის იბრძოლებს, რა შემთხვევაშიც შეჯიბრის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდება. ხმის მიცემა ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწყო, ფანების გარდა კი, მერვედფინალში გასული კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები და ასევე ჟურნალისტებიც გამოიკითხებიან. პროცედურა მარტივია. შედიხართ წარმოდგენილ ვებ-გვერდზე, ნიშნავთ ქართველ ცენტრს და აძლევთ ხმას. შერმადინს 9 კონკურენტი […]
ინდოეთის ოქროს და სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ინდოეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვებმა, 2024 წლის 30 მარტის მდგომარეობით, 645,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის ისტორიული რეკორდია. ამის შესახებ ინდოეთის სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა. 2021 წელს ინდოეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვებმა პირველად გადააჭარბა 640 მილიარდ დოლარს, მაგრამ შემდეგ, გლობალური ეკონომიკური პრობლემებისა და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განვითარებადი ქვეყნებიდან დოლარის აქტივების გადინება დაიწყო, რის შედეგადაც, ოქროს […]
ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს 12 აპრილს შეხვდება

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს 12 აპრილს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია შოლცის ოფისის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ტექსტშია ნათქვამი, შეხვედრა შედგება გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში. ოფიციალური ცნობის მიხედვით, შეხვედრის მთავარი თემა იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები
საქართველო NATO-ს სამხედრო-საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

მოლდოვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8-21 აპრილს რუმინეთის საზღვაო ძალები NATO-ს სამხედრო-საზღვაო წვრთნებს “Sea Shield 24” გაუწევს ორგანიზებას. მასში 12 მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის: ბულგარეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა, პოლონეთი, პორტუგალია, თურქეთი, აშშ და ნიდერლანდები. ჯამში შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე ჩატარებულ წვრთნებში 2 200-ზე მეტი სამხედრო და […]
სად ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები – სელებრითების ძვირადღირებული სახლები – Marao
პოპულარობას ბევრი დადებით მხარე შეიძლება ჰქონდეს – ყველასთვის ცნობილია,რომ ამერიკული შოუბიზნესის წარმომადგენელი დიდ ქონებას ფლობენ – დაწყებული სახლებიდან, დამთავრებული იახტებითა და კერძ თვითმფრინავებით. კამერონ დიასი – $14,7 მილიონი კამერონ დიაზსს და მის მეუღლეს , მუსიკოს ბენჯი მედენს, აქვთ ბევერლი ჰილზის სასახლე – შენობა 7 საძინებლით და 10 სველი წერტილით. ასევე შეხვდებით თეატრს, ბარს, ბიბლიოთეკას და […]