U18. საქართველო – ინგლისი. “უმცროსი ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ცნობილია

“უმცროსი ბორჯღალოსნები” 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე დასკვნით მატჩს ხვალ, 7 აპრილს, ჩვენი დროით 17:30 საათზე ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ. ინგლისი ერთადერთი გუნდია, რომელმაც 8-გუნდიანი ფესტივალის ფარგლებში ორივე შეხვედრა მოიგო. მან პირველ ტურში უელსი 36:35, მეორეში კი შოტლანდია 28:6 დაამარცხა. თავის მხრივ საქართველო პირველ მატჩში შოტლანდიას დაუპირისპირდა და მას 8 ქულით ჩამორჩა (14:22), ხოლო სამი დღის წინ […]
თურქეთის ექსპორტი მარტში $22,6 მლრდ-მდე გაიზარდა

თურქეთის ექსპორტი მარტში 4,1%-ით გაიზარდა და 22,58 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახე თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა. ქვეყნის ექსპორტი იანვარში $20 მლრდ იყო, ხოლო თებერვალში $21.1 მლრდ, აღნიშნა ომერ ბოლატმა. მარტში იმპორტი 5,7%-ით შემცირდა და $30,09 მლრდ შეადგინა. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი მარტში წლიურად 10,3%-ით შემცირდა. ექსპორტ-იმპორტის დაფარვის კოეფიციენტმა 75% შეადგინა, რაც გასული წლის ამავე […]
,,უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე წავა”- იენს სტოლტენბერგი

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე არის მზად წავიდეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსიაც 7 აპრილს გამოქვეყნდება. ინტერვიუს ანონსის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ რუსი სამხედროები განდევნოს და რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს აიძულოს ოკუპაციის თავის მიზნებზე უარი […]
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდის” უგოლო ფრე “პრესტონთან”

ჩემპიონშიფის მე-40 ტურში “უოტფორდისა” და “პრესტონის” მატჩი 0:0 დასრულდა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც წინა შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გამოჯანმრთელდა, 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, flashscore 6.4, whoscored 6.2. “უოტფორდი” მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა. „უოტფორდი“ 51 ქულით […]
პროდუქციაზე ფასები შემცირებულია, მიზეზი რუსული კომპანიებია – ლევან ბურდილაძე

“აზოტოვან სასუქებსა და ამონიუმის ნიტრატზე ფასები შემცირებულია”, – ამის შესახებ Indorama Caucasus -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა რუსული კომპანიებია, რომლებიც პროდუქციას დემპინგურ ფასად ყიდიან.
ვოლოდიმირ ზელენსკი – მობილიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს

მობილიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „პარლამენტთან ვსაუბრობთ, რათა უახლოეს დღეებში შესაბამის კანონს უყარონ კენჭი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და სრულიად არ არის პასუხისმგებლობიანი ის, რასაც ისინი აკეთებენ”, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “დეპუტატები აპლოდისმენტებს არ უნდა ელოდონ თავისი პოპულიზმისთვის“. „რუსებმა შეძლეს ამ […]
იენს სტოლტენბერგი – უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ომში რომელ კომპრომისებზე წავა

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე არის მზად წავიდეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსიაც 7 აპრილს გამოქვეყნდება. ინტერვიუს ანონსის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ რუსი სამხედროები განდევნოს და რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს აიძულოს ოკუპაციის თავის მიზნებზე უარი […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის […]
“ბარსელონას” ხვიჩას შეძენა გაუჭირდება, თუმცა ამ გრანდში ტრანსფერი რეალურია – რა ინფორმაცია ვრცელდება ქართველის მომავალ კლუბზე?

რამდენიმე დღეა წამყვანი ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით “ბარსელონა” დაინტერესდა. მიუხედავად ამისა, ტრანსფერი ნაკლებსავარაუდოა. არახალია, რომ “ბარსელონას” ფინანსური პრობლემები აქვს, ამის შესახებ “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ Marca-სთან ინტერვიუშიც განაცხადა: “შემადგენლობა ყოველთვის უნდა გაუმჯობესდეს. სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ეს შანსია. ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა. “ბარსელონას” გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს, […]
ქამბექი 0:2-დან – “ჰაიდენჰაიმმა” “ბაიერნი” დაამარცხა და 7 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა [VIDEO]

ბუნდესლიგის 28-ე ტურში “ჰაიდენჰაიმმა” “ბაიერნს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, გატანილი გოლიდან 7 წუთში კი “რეკორდმაისტერი” სერჟ გნაბრიმ წინ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა. მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და ერთწუთიან მონაკვეთში კევინ სეშას და ტიმ კლეინდიენსტის გოლებით მეტოქესთან ჩამორჩენა აღმოფხვრეს. 79-ე წუთზე კი კლეინდიენსტმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. […]