შრომითი ექსპლუატაციის გამო, Armani წარმოებას სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს

იტალიურმა სასამართლომ Armani-ს მფლობელი კომპანია ადმინისტრაციული მართვის ქვეშ მოაქცია – მიზეზი კომპანიის იმ ჩინურ საწარმოებთან თანამშრომლობაა, სადაც თანამშრომელთა შრომითი ექსპლუატაციაა დადგენილი. Reuters-ის ინფორმაციით, მოსამართლეების გადაწყვეტილებით, Giorgio Armani ოპერირებასა და სამოსის წარმოებას სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს. სასამართლო განჩინების თანახმად, Armani-ის ჩანთების, ქამრებისა და ტყავის ნივთების წარმოებისთვის “აუთსორსზე” ორ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებიც, თავის მხრივ, ოთხ ჩინურ კომპანიასთან […]
კატეგორიულად გაფრთხილებთ, მიიღებთ ამ კანონს? – მიიღებთ ელვას და დელგმას ჩვენი სახით – ქართველ ტრანსგენდერთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
“ქართველ ტრანსგენდერთა” არაფორმალური კავშირი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ უცხოური დაფინანსების გამვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “ჩვენ, ქართველი ტრანსგენდერები, ვუერთდებით იმ აღშფოთებას, რაც რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას ეხება და კატეგორიულად ვგმობთ ჩვენი ქვეყნის რუსეთის უკანა ეზოდ ქცევის კიდევ ერთ მცდელობას. პირდაპირ და ღიად ვამბობთ, რომ არ დავუშვებთ ამ კანონის მიღებას და ყველა ძალით შევეწინააღმდეგებით, დავდგებით ქართველი […]
ზურიკო ჩინებულ ფორმაშია და”ბორდოს” ნამდვილი ლიდერია – ჟირონდელებმა ურთულესი მატჩი მოიგეს [VIDEO]

ლიგა 2-ის 31-ე ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „კანი“ 1:0 დაამარცხა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო, ბევრს ბრძოლობდა და ჟირონდელების შეტევებს წარმართავდა. ის ჯერ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ გაიტანა, შემდეგ კი საჯარიმოში დაეუფლა ბურთს, კარის წინ თავისუფალი პედრო დიასი მონახა და მან თავისი გუნდი დააწინაურა. შესვენების შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, ხოლო ბორდოელები სწრაფი […]
მამუკა ხაზარაძე – ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის

ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „დღეს, შეხვედრა გვქონდა ქართველ ემიგრანტებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საკმაოდ ხანგრძლივი და ემოციური შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ემიგრაციის როლზე ოქტომბრის არჩევნებში. დავსახეთ კონკრეტული გეგმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების […]
სოციალური ქსელებით გაჩაღებულია “ფეიკ-კამპანია”, ურეკავენ შშმ-პირებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ფერმერებს

„კიდევ ერთხელ, კანონი შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არცერთ ფიზიკურ პირს. დამოკიდებული ხარ უცხოურ დაფინანსებაზე? ნება იბოძე და ყოველი წლის დასაწყისში დეკლარაცია შეავსე. გაქვს პრეტენზია, რომ საზოგადოებაში გქონდეს აქტორის როლი? ვალდებულება აიღე და საკუთარი საქმიანობა გამჭვირვალე გახადე!“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ. ქადაგიძის თქმით, სოციალური ქსელებით “ფეიკ-კამპანიაა” გაჩაღებული, ურეკავენ შშმ-პირებს, სტუდენტებს, […]
თურქეთმა 2024 წელს შესაძლოა ფქვილის ექსპორტის ახალი რეკორდი დაამყაროს

თურქეთმა შესაძლოა 2024 წელს ფქვილის ექსპორტის ახალი რეკორდი დაამყაროს. საერთაშორისო ასოციაციის IAOM-ის თანახმად, თურქეთს, 2024 წელს 4 მილიონი ტონა ფქვილის ექსპორტზე გატანა შეუძლია, რაც ახალი რეკორდი იქნება გასულ წელს 3,66 მილიონი ტონა ექსპორტის შემდეგ, იტყობინება Daily Sabah. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის იანვარში, თურქეთიდან ფქვილის ექსპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22%-ით გაიზარდა – 344 ათას […]
“უოტფორდის” გულშემატკივრებმა ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცეს [VIDEO]

ჩემპიონშიფის მე-40 ტურში “უოტფორდმა” “პრესტონს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. გაციების გამო წინა ტურში გიორგი ჩაკვეტაძე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარა, დღეს კი ქართველი ნახევარმცველი მატჩში 61-ე წუთზე ცვლილებიდან ჩაერთო. შეხვედრის დაწყების წინ “ვიქერიჯ როუდზე” “ჩაკვეს” საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცეს, გთავაზობთ ვიდეოს.
ვოლოდიმირ ზელენსკი – საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად უკრაინას 25 Patriot ან ანალოგიური სისტემა სჭირდება

საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად უკრაინას 25 Patriot ან ანალოგიური სისტემა სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „არ გეტყვით, რამდენი Patriot სისტემა გვაქვს. გეტყვით: უკრაინის სრულად დასაცავად, სამომავლოდ უკრაინას სასურველია 25 Patriot სისტემა ჰქონდეს, თითოში 6-8 კომპლექსი. საიდუმლოებს ვერ ვხედავ ამაში, ვინაიდან ყველა ჩვენმა პარტნიორმა უკვე ისედაც მშვენივრად იცის ამის შესახებ, წერტილებიც კი […]
შოლცი: უკრაინაში ომი მაშინ დამთავრდება, როცა პუტინი ჯარებს გაიყვანს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს, 6 აპრილს, ბუქარესტში ევროპელი სოციალ-დემოკრატების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინისთვის რუსეთთან ომში დასავლეთის დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. გერმანიის კანცლერის თქმით, “უკრაინაში ომი მაშინვე დასრულდება, როდესაც [რუსეთის] პრეზიდენტი [ვლადიმირ] პუტინი ჯარების გაყვანას გადაწყვეტს. თუმცა, იგი ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მიხვდება, […]
რუსეთში, ორსკში კაშხლიდან წყალი კვლავ გაიჟონა, დაიწყო დასახლება ნიკელის ევაკუაცია

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთში, ორენბურგის ოლქში ორსკში კაშხალი კიდევ ერთხელ გაირღვა. “სიტუაცია რთულდება. ჯერ წყალი გადმოვიდა, შემდეგ კაშხალი გაირღვა ბორისოგლებსკის ქუჩის რაიონში. წყალი შეუჩერებლად მიედინება ქალაქში. ვთხოვ ყველას, ძველი ქალაქის სავალალო გამოცდილების გათვალისწინებით, დროულად დაიწყოთ ევაკუაცია.” – თქვა ჟურნალისტებთან ორსკის მერმა, ვასილი კოზუპიცმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს უკვე მესამე გაჟონვაა. პირველად კაშხალი ორსკის ძველი ქალაქის […]