უნგრეთში ორბანის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა

დღეს, 6 აპრილს, ათობით ათასმა ადამიანმა უნგრეთში ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. მასობრივ დემონსტრაციას წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პიტერ მაგიარი უძღოდა, რომელიც მანამდე ორბანის ადმინისტრაციასთან იყო დაახლოებული, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყნის პრემიერის დასამარცხებლად პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. აქციის მონაწილეებმა პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს და ვიქტორ ორბანს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. იგივე შინაარსის დემონსტრაცია უნგრეთის დედაქალაქში 26 მარტსაც […]

ზივზივაძის “კარლსრუემ” დაძაბულ ბრძოლაში ლიდერი დაამარცხა

მეორე ბუნდესლიგის 28-ე ტურში „კარლსრუემ“ სახლში ლიდერ „სანკტ პაულის“ 2:1 სძლია. დებიუტში მასპინძლები მცველმა ფრანკემ დააწინაურა, ანგარიში კი ირვინმა გაათანაბრა, რომლის შეჩერება „კარლსრუეს“ უჭირდა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს, ირვინის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ორჯერ თავისი გუნდი მეკარე დრევესმა გადაარჩინა. აქედან მოყოლებული მასპინძლებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხეს, ზივზივაძეს გატანა მეკარე ვასილმა არ […]

გავდივარ ქიმიოთერაპიას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ – ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში, რაც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს ეხება. როგორც მან განაცხადა, იტარებს ქიმიოთერაპიის კურსს. “არ ვარ აქტიურად ჩართული ჩემს კოლეგებთან, განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ […]

ევროპის საუკეთესო ქალაქები სტარტაპის დასაწყებად

ყოველწლიურად ევროპაში საშუალოდ 160 000 ახალი სტარტაპი რეგისტრირდება. თუმცა, როგორც კვლევები ცხადყოფს, დამწყები ბიზნესების დაახლოებით 10% წარუმატებელია. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ექსპერტები ერთი მხრივ მნიშვნელობას ანიჭებენ სტარტაპერების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ გარემოს – სადაც ისინი მეტად განვითარებასა და წარმატების მიღწევას შეძლებენ. ამის გათვალისწინებით, ბრიტანულმა კომპანია The Knoweldge Academy-მ უახლესი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ევროპის […]

პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. “2024 წლის 12 აპრილს, ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე […]

პელოსი შეუერთდა მოწოდებას, რომ აშშ-მ ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტოს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი და დემოკრატი კონგრესმენი ნენსი პელოსი კონგრესის პროგრესისტი წევრების მოწოდებას შეუერთდა, რომელშიც ისინი აშშ-ს მხრიდან ისრაელისთვის შეიარაღების გადაცემის შეჩერებას ითხოვენ. დემოკრატი წარმომადგენლების მიერ შედგენილი წერილი 5 აპრილს გასაჯაროვდა და მას 37 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის ნენსი პელოსიც, და 37-ვე მათგანი დემოკრატიული პარტიის წევრია. კონგრესმენები აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისთვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის […]

მოსკოვის სასამართლომ კროკუსის ტერაქტის მე-11 ფიგურანტი დააპატიმრა

5 აპრილს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმის საქმის მეთერთმეტე ფიგურანტს წინასწარი პატიმრობა 22 მაისამდე მიუსაჯა. მეთერთმეტე ფიგურანტი მუჰამედ ზოირ შარიპზოდაა. ის ტაჯიკეთის მოქალაქეა და მას გამოძიება ტერაქტის ერთ-ერთ დამგეგმავად მიიჩნევს. 22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში […]

ენტონი ბლინკენმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს „შემაშფოთებელი მასშტაბით“ ეხმარება – Financial Times

ენტონი ბლინკენმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს „შემაშფოთებელი მასშტაბით“ ეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Financial Times-ის ცნობით, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის კოლეგებს განუცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მზარდი თანამშრომლობით აშშ შეშფოთებულია. ოფიციალური პირების განცხადებით, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს […]

Open Sky – პომიდვრის ახალი ჯიში გერმანიაში

ღია გრუნტში მაღალმოსავლიანი პროდუქტების წარმოება თანდათან დიდი გამოწვევა ხდება თანამედროვე სოფლის მეურნეობაში. გადახურვის სისტემები (ბადეები, სასათბურე სისტემები და ა.შ) კი ჯერჯერობით ყველა ფერმერისთვის არ არის ხელმისაწვდომი. სანერგეები ამ პრობლემის გადაჭრას უფრო რენტაბელური და გარემო პირობებისადმი გამძლე ჯიშების გამოყვანით ცდილობენ. ამის წარმატებული მაგალითია გერმანული სანერგე – Lubera-ს მიერ პომიდვრის ახალი ჯიშის, Open Sky – ს ბაზარზე […]

ბუდაპეშტში კიდევ ერთი მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა ცვლილებების მოთხოვნით

ბუდაპეშტის ქუჩებში 6 აპრილს ათი ათასობით მოქალაქე გავიდა, უკვე მესამედ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში, რათა მონაწილეობა მიეღო აქციაში, რომელიც გამოაცხადა პეტერ მაგიარმა – ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მემარჯვენე ნაციონალისტური მთავრობის მეტოქემ. 43 წლის მაგიარმა – რომელიც ორბანის პარტია ფიდესს თებერვალში გამოეყო საჯაროდ – აქცია გამოიყენა ახალი პოლიტიკური ერთობის გამოსაცხადებლად, რომლის მიზანი იქნება […]