ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ათეულში სტეფანწმინდა მოხვდა – TimeOut

2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ათეულში სტეფანწმინდა მოხვდა. რეიტინგს TimeOut-ზე დაყრდნობით Seasia აქვეყნებს. ამ რეიტინგის მიხედვით, როტენბურგ ობ დერ ტაუბერი (გერმანია) 2024 წლის მსოფლიოს ულამაზესი პატარა ქალაქია. სამეულშია: ვაე რებო (ინდონეზია) და სიდი ბოუ საიდი (ტუნისი). 16-ეულში მოხვდა: კარმელ ბაი ზე სი (აშშ), ალბერობელო (იტალია) და გრინდელვალდი (შვეიცარია). სრული სია ასეთია: როტენბურგ ობ […]

კვარაცხელია და მიქაუტაძე დღეს ადრე ითამაშებენ – “ნაპოლი” ევროზონისთვის!..

“ნაპოლის” სერიოზული საფრთხე უდგას, გუნდი მომავალ სეზონში ევროტურნირებს მიღმა დარჩეს და თუკი ხვიჩა კვარაცხელია აქ დარჩება, მისი მხოლოდ საშინაო ასპარეზზე ხილვა სამწუხარო იქნება. ამასობაში, “ბარსელონას” ინტერესზეც სერიოზულად იწერება. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 მატჩით ადრე კალცონას გუნდი ბრძოლას აგრძელებს და დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით კვლავ ადრე, 17:00 საათზე, “მონცას” “ბრიანტეოზე” (16 917 მაყურებელი) ესტუმრება. “მონცას” ბოლო […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელი მამიშლარი იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 2,2 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ ეკლესიაში ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია და 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით) აღინიშნება. დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში წირვა 10:00 საათზე დაიწყო. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

ქვეყნები, სადაც კორპორაციული გადასახადი ყველაზე დაბალია

ყველაზე დაბალი კორპორაციული გადასახადები ძირითადად მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოქმედებს. ამ ხერხით ისინი რაც შეიძლება მეტი მრავალეროვნული კორპორაციებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ცდილობენ. სწორედ ასეთ, ე.წ. “საგადასახადო სამოთხეებად” აღიარებულ ქვეყნებში 2022 წელს მრავალეროვნულმა კომპანიებმა 1 ტრილიონი დოლარის მოგება დააგენერირეს. ზოგიერთ ასეთ ქვეყანაში ნულოვანი გადასახადი მოქმედებს, ზოგში კი კომპანიები მხოლოდ 5%-ით იბეგრებიან. შედარებისთვის, გლობალური საშუალო […]

სლოვაკეთის პრეზიდენტი მმართველი კოალიციის წევრი პეტერ პელეგრინი გახდა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის წევრმა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, პეტერ პელეგრინმა გაიმარჯვა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 48 წლის პელეგრინიმ ხმების 53%-ით დაამარცხა კონკურენტი, ოპოზიციის კანდიდატი პროდასავლელი ივან კორჩოკი, რომელიც სლოვაკეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია. BBC-ი წერს, პელეგრინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და იზიარებს მის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე […]

პარლამენტის ბიუროს ხვალ „რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ” კანონპროექტიც წარედგინება

პარლამენტის ბიუროს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ალტერნატიულ პროექტად “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი წარედგინება. ორივე პროექტი ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე ინიცირდება და განსახილველად კომიტეტს გადაეცემა. ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტმა ძირითად კანონპროექტთან ერთად უნდა განიხილოს. ალტერნატიული კანონპროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან […]

უკრაინა: განადგურებულია ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 დრონი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 7 აპრილის ღამეს, განადგურებულია რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონი. “ღამე რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში უკრაინაზე, ამისთვის მათ 17 შაჰედის ტიპის დრონი გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის ძალების დახმარებით ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში. შტაბის მონაცემებით გასულ 24 საათში სულ 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა. […]

რა საკითხებზე იმსჯელეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. იმსჯელეს თბილისში ახალი აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებული შესწავლის შედეგებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით ჩატარდა. ამასთან, სხდომაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სფეროს განვითარების შესახებ. კერძოდ, საუბარი შეეხო განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს, რისთვისაც განახლებულ პირობებს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.

სანზონისა და ჩუღურეთის ნაწილს გაზი არ აქვს – აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ცნობით, სანზონისა და ჩუღურეთის რაიონში 420 აბონენტს გაზი არ მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 15:00 საათზე აღდგება.