მოლდოვაში რუსეთის იმპერიის დროშა ექსტრემისტულად აღიარეს

მოლდოვაში რუსეთის იმპერიის შავ-ყვითელ-თეთრი დროშა ექსტრემისტულად აღიარეს. გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და ინფორმაციის სამსახურის ერთობლივი მოთხოვნა კიშინიოვის სასამართლომ დააკმაყოფილა. სამფერიანი დროშა რუსეთის იმპერიის ოფიციალური დროშა იყო 1858-1896 წლებში. დღეს მას აქტიურად იყენებენ რუსული ნაციონალისტური და მონარქიული მოძრაობები. მოლდოვაში 2022 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა ე.წ. სამხედრო აგრესიის სიმბოლოების კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში გარკვეული სიმბოლიკის მქონე ნივთების […]

4 მოსამართლე წინააღმდეგია, რომ მათი ქონებრივი მდგომარეობა „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ შეამოწმოს

ოთხმა მოსამართლე – მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე წინააღმდეგი არიან, რომ მათი ქონებრივი მდგომარეობა „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ შეამოწმოს. მოსამართლეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და გაუქმდეს ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელმა კომისიამ ისინი 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია შესამოწმებლად. შეგახსენებთ, რომ ამ მოსამართლეთა შორისაა მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“ […]

“ბოლოს ნახეს შანხაი-დელისის ტერიტორიაზე…” – თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ახლობლების ინფორმაციით, მეორე დღეა თბილისში, ახალგაზრდა კაცს ეძებენ, რომელიც ბოლოს გუშინ, დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს: “გუშინ 5 აპრილს შუა დღის 3 საათიდან ვეძებთ. ვინმე სადმე თუ შეამჩნევს გთხოვთ გაგვაგებინოთ 599874529 ტელევიზიაში ან სადმე თუ გაქვთ საშუალება გთხოვთ დაგვეხმაროთ ბოლოს იყო შანხაი დელისის ტერიტორიაზე გადააზიარეთ ყველამ გთხოვთ !!!!!!” წერს დაკარგულის მეგობარი.

სალომე ქურასბედიანი – დეზინფორმაციის ტალღა, რომლის სამიზნეც ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ საფრთხეა

დეზინფორმაციის ის ტალღა, რომლის სამიზნეც ახლა ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა­ კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ, უბრალოდ, საფრთხეა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი სალომე ქურასბედიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ დრომდე, ვერ წაიკითხა და მოისმინა კონკრეტული არგუმენტი, რატომ არის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მოთხოვნას -დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს, რუსული. მისივე თქმით, […]

როგორი იქნება 8 აპრილის მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებისთვის

8 აპრილს, 22:17 საათზე მზის დაბნელება იქნება და მის გავლენას, ფაქტობრივად, ყველა იგრძნობს. როგორი იქნება ეს დღე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის – „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს. ვრცლად ↓

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მიუძღვენით ეს დღე საკუთარ თავს, გაინებივრეთ თავი, გაილამაზეთ ყოველდღიურობა, შეხვდით საინტერესო ადამიანებს. კურო ცდუნებების ალბათობაა, ამ ეტაპზე, სჯობს, გონიერება და გეგმური ქმედებები, ნუ აჰყვებით გრძნობებსა და ემოციებს. ტყუპები მალე, მრავალი შესაძლებლობა გამოჩნდება თქვენს ჰორიზონტებზე, კარიერული წინსვლისა და პირადი ცხოვრების მოსაწყობად. დღეს კი მაქსიმალურად დაზოგეთ ძალები. კირჩხიბი ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანებსა და საოჯახო საქმეებს, რომლებიც […]

საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას კიდევ ერთი ქვეყანა აღიარებს

ესპანეთი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას აღიარებს. აღნიშნული საკითხის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან ერთად „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას ხელი 5 აპრილს მოაწერა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის […]

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე ისევ გრაფიკი დაწესდა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, 7 აპრილიდან აბონენტებს ელექტროენერგია დღეში ექვსი საათით გაეთიშებათ. როგორც კომპანია “ჩერნომორენერგოში” აცხადებენ, მიზეზი ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მე-8 კილომეტრზე მომხდარი დაზიანებაა. კერძოდ, სადგურზე კედელი დაზიანდა და ტურბინის განყოფილებაში ბეტონის ნამსხვრევები ჩავარდა, რის გამოც სადგურის მუშაობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ 15 აპრილამდე გაგრძელდება.

ლევან დავითაშვილი – ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში. დავითაშვილის თქმით, ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უკვე ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს, რომელიც ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა. „ეკონომიკურ საბჭოზე განვიხილეთ ენერგეტიკის წახალისების მექანიზმები, რომელზეც ჩვენ საუბარი კერძო სექტორთან გვქონდა. განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებზე, ასევე, […]

ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების ტრენინგი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები შეისწავლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური ტრენინგი, კანადელ ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელობით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის ცენტრის სამხედრო-სამედიცინო სკოლაში ჩატარდა. „პირველ ეტაპზე, კანადელი სამხედროების ხელმძღვანელობით საქართველოს თავდაცვის ძალების თორმეტმა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო-სამედიცინო ინსტრუქტორის კურსი გაიარა. […]