რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – დაშავდა 3 ადამიანი

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი გასულ ღამესაც დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი. “00:50 საათზე ოკუპანტებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს. დაზიანდა კერძო სახლი. დაშავდნენ 62 და 87 წლის კაცები და 64 წლის ქალი. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში უნალექო, აღმოსავლეთში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 9 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ […]
გერმანიაში, სიგარეტების ქურდობისთვის ქართველი ახალგაზრდები დააკავეს

გერმანიაში, სიგარეტის ქურდობისთვის 25 და 29 წლის ქართველები დააკავეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველები პოლიციამ ქურდობის ადგილას დააკავა. ჩხრეკისას კლევეს რაიონის სამართალდამცავებმა სიგარეტის კოლოფები, IQOS და ნაღდი ფული ამოიღეს. გარდა ამისა, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 25 წლის ქართველი მანქანას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მართლმადიდებლები ხარებას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია. „საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს თორმეტთაგან ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარებას აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, […]
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 17-ვე დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინას ღამით Shahed-ის ტიპის 17 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 17-ივე მათგანი გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას, ამ მიზნით Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებით გაანადგურეს“, – აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის დილის […]
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, 8 აპრილის სხდომაზე, ინიცირებისათვის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი წარედგინება. ბიურო მას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს. კანონპროექტი ფრაქცია “ქართული ოცნების” სახელით არის რეგისტრირებული. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად “ჩაგდებული” პროექტის ანალოგიურია. კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას […]
ბაპტისტები ხარებას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, საქართველოს ბაპტისტური თემი დღეს ხარებას დღესასწაულობს. მათივე ინფორმაციით,ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება. „სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მაცხოვარს შობდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ თემს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კათოლიკეები ღმრთაებრივი გულმოწყალების დღეს ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღმრთაებრივი გულმოწყალების დღესასწაულს ულოცავს კათოლიკურ ეკლესიასა და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს. ინფორმაციას ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღმრთაებრივი გულმოწყალების კვირადღე არის კათოლიკური დღესასწაული, რომელიც დაწესებულია რომის პაპ იოანე პავლე II-ის მიერ და აღინიშნება აღდგომის მომდევნო კვირას.
ისრაელში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელის ქუჩებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ მძევალ ელად კაცირის ცხედარი აღმოაჩინეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : „არჩევნები ახლავე“ და „ბოდიში“. მოგვიანებით პოლიციამ თელ-ავივის საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს ღაზაში […]
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. იმსჯელეს თბილისში ახალი აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებული შესწავლის შედეგებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით ჩატარდა. ამასთან, სხდომაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სფეროს განვითარების შესახებ. კერძოდ, საუბარი შეეხო განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს, რისთვისაც განახლებულ პირობებს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.