1 თვის სამყოფი ხორბალი არის, მეორე ნაკადი 2 კვირის განმავლობაში ჩამოვა – ლევან სილაგავა

„1 თვის სამყოფი ხორბალი არის, მეორე ნაკადი 2 კვირის განმავლობაში ჩამოვა“, – ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა“, ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, საკმაოდ მაღალი მარაგები გვაქვს, რადგან ხორბალი და ფქვილი სტაბილურად შემოდის. „ქვეყანაში, ბოლო თვეების განმავლობაში, ხორბლის ფასებთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია. საკმაოდ მაღალი მარაგები გვაქვს, ვინაიდან სტაბილურად შემოდის ხორბალი […]
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე „ინტერპრესნიუსის” ჯგუფი იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, თავდასხმის სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო

რუსულმა ძალებმა 6 აპრილის საღამოს ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რამაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, მათი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის დროს ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ და საბრძოლო სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ. ”გუშინ გვიან საღამოს მტერმა ოდესისკენ რაკეტა, სავარაუდოდ, […]
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს. შემთხვევის ადგილისკენ „ინტერპრესნიუსის” ჯგუფი მიემართება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ჩეჩნეთში ძალიან ნელი და სწრაფი მუსიკა აკრძალეს

ჩეჩნეთში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რესპუბლიკაში მუსიკალური ნაწარმოების შესრულება არ შეიძლება თუ მისი ტემპი ნაკლებია ან აღემატება 80-116 დარტყმას წუთში (BPM). დამოუკიდებელი რუსული გამოცემა “მედუზას” თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება შეთანხმებულია ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვთან. ზემოხსენებული გადაწყვეტილება კრძალავს ძალიან ნელ და სწრაფ ტემპში შესრულებულ სიმღერებს. მაგალითად ამ ლიმიტს ქვემოთ ექცევა რუსეთის ეროვნული ჰიმნი (76 დარტყმა წუთში), ხოლო ლევ […]
სლოვაკეთის პრეზიდენტი პრორუსი პრემიერის მოკავშირე პეტერ პელეგრინი გახდა

სლოვაკეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53,8%-ით გაიმარჯვა პეტერ პელეგრინიმ, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ და პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოკავშირემ. ოპოზიციის კანდიდატმა, ყოფილმა საგარეო მინისტრმა, ივან კორჩოკმა ხმების 46,73% მიიღო. პელეგრინის გამარჯვება გააძლიერებს ფიცოს ძალაუფლებას, მისთვის და მისი მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოსტებზე კონტროლის მიცემით. ამავდროულად, ეს სლოვაკეთს და ევროკავშირს მოაკლებს უკრაინის მომხრე მნიშვნელოვან ხმას. წინა პრეზიდენტი, ზუზანა […]
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კასპში სანიაღვრე არხის მშენებლობის დროს მიწის მასის ჩამოშლის გამო მუშა დაიღუპა

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალქალაქში სანიაღვრე არხის მშენებლობის დროს მიწის მასის ჩამოშლას მუშა ემსხვერპლა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ეკვადორის სპეცრაზმი მექსიკის საელჩოში შეიჭრა, მექსიკა დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

ეკვადორში, ქალაქ კიტოში, სპეცდანიშნულების რაზმი მექსიკის საელჩოში შეიჭრა და ეკვადორის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ხორხე გლასი დააკავა. სპეცოპერაციის დროს დაშავდა რამდენიმე მექსიკელი დიპლომატი, რომელიც საელჩოში იმყოფებოდა. მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა საელჩოში შეჭრას “ავტორიტარული აქტი” და “საერთაშორისო სამართლისა და მექსიკის სუვერენიტეტის დარღვევა” უწოდა. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალისია ბარსენას თქმით, ქვეყანა დაუყოვნებლივ წყვეტს დიმპლომატიურ ურთიერთობას ეკვადორთან. […]
კაიროში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დღეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნებთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს, თუმცა კაიროში დელეგაციას გაგზავნის, რომელსაც „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე, ხალილ ალ-ჰაია უხელმძღვანელებს. „მოთხოვნებია: ცეცხლის სრული შეწყვეტა, ღაზის სექტორიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა, იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება, გადაადგილების თავისუფლება, […]