საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე ქართველი და ფრანგი ქალი სპორტსმენების ფოტოგამოფენა მოეწყო

ხაზინის ქუჩა N4 -ში, საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე საფრანგეთის საელჩოს და ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, ოლიმპიური და პარალიმპიური ფრანგული და ქართული კომიტეტების ჩართულობით, მოწეყო ქართველი და ფრანგი 14 ქალი სპორტსმენის ფოტოგამოფენა, რომლებმაც თავიანთი გამარჯვებებით, ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. აღნიშნულ 14 სპორტსმენ ქალს შორის გამოიფინა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატი სპორტსმენების – ნინო სალუქვაძის (ტყვიის […]
ქართველმა მებრძოლმა ბექა შაინიძემ საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა

სერბეთი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა მებრძოლმა ბექა შაინიძემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა. ფინალურ ბრძოლაში ბექა შაინიძემ იტალიელი მატეო ტალამონტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლევან მურღვლიანმა და მირზა გაჯიევმა. 18-წლამდელებში კი საქართველოს ნაკრებს ვერცხლი ნიკოლოზ პაპაშვილმა და […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება

8 აპრილს, პარლამენტის ბიუროს ინიციირებისათვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი წარედგინება. რის შემდეგაც ბიურო კანონპროექტს განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს. აღნიშნული კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” დაარეგისტრირა და შინაარსით გასულ წელს ინიციირებული და ჩაგდებული კანონპროექტის ანალოგიურია. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი […]
ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში. დავითაშვილის თქმით, ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უკვე ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს, რომელიც ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა. „ეკონომიკურ საბჭოზე განვიხილეთ ენერგეტიკის წახალისების მექანიზმები, რომელზეც ჩვენ საუბარი კერძო სექტორთან გვქონდა. განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებზე, ასევე, […]
ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს ბრალი გადაუკვალიფიცირდა – დააკავეს მისი ძმები და ნათესავი

პროკურატურამ სამტრედიაში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე, გამოძიებით დადგენილი ახალი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. გარდაცვლილის მეუღლეს, რომელსაც ბრალი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას ედავებოდნენ, ბრალდება დაუზუსტდა და სსკ-ს 370-ე მუხლით შეეცვალა, რაც პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე. “შინაგან საქმეთა […]
“ახალ მწვრთნელზე არ ვფიქრობ” – “ბაიერნი” სეზონის გადასარჩენად მთელი ძალებით “არსენალთან” დაპირისპირებისთვის მოემზადება

ბუნდესლიგის 28-ე ტურში “ბაიერნი” პირველი ტაიმის შემდეგ “ჰაიდენჰაიმს” გასვლაზე 2:0 ამარცხებდა, მაგრამ 2:3 წააგო და ჩემპინობას მხოლოდ სასწაულით თუ მოიპოვებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიუნხენელთა სპორტულ დირექტორ მაქს ებერლის ახალი მწვრთნელის შესახებ ჰკითხეს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. “ამჟამად არ მაინტერესებს მწვრთნელის პოვნა. “არსენალთან” მატჩზე ვფიქრობთ. ლონდონელებს “ჰაიდენჰაიმზე” მაღალი კლასის გუნდი ჰყავთ. […]
“ზღაპრის ბოლო კეთილია” – უოტფორდში ქართველმა გულშემატკივარმა ჩაკვეტაძეს უმღერა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონშიპის 41-ე ტურის წინ, სადაც “უოტფორდმა” “პრესტონს” უმასპინძლა და ნულოვანი ფრე ითამაშა, ქართველმა გულშემატკივარმა გიორგი ჩაკვეტაძეს “ზღაპრის ბოლო კეთილია” უმღერა, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთგვარ ჰიმნადაც კი იქცა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩვენებური მასპინძელთა რიგებში ცვლილებაზე 61-ე წუთზე გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ “უოტფორდმა” შეხვედრის დაწყებამდე ჩაკვეტაძეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც მიულოცა. “უოტფორდის” გულშემატკივრებმა ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა […]
ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. შსს-ს განცხადებით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. […]
ჩოხატაურში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

ჩოხატაურში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა ჩოხატაურში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, დედაქალაქიდან მოწვეულმა სამედიცინო კლინიკების პროფესორებმა და წამყვანმა სპეციალისტებმა, მოქალაქეებს კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის მიმართულებით გაუწიეს. ჩოხატაურის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ესარგებლათ გინეკოლოგ -რეპროდუქტოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და დიაგნოსტიკური ექოსკოპიის კონსულტაციით. სამედიცინო აქცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კლინიკა – „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ […]
დეზინფორმაციის ტალღა, რომლის სამიზნეც ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ საფრთხეა

დეზინფორმაციის ტალღა, რომლის სამიზნეც ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ საფრთხეა დეზინფორმაციის ის ტალღა, რომლის სამიზნეც ახლა ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ, უბრალოდ, საფრთხეა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი სალომე ქურასბედიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ დრომდე, ვერ […]