ბლინკენი: უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის მიღება მნიშვნელოვანი და გადაუდებელია

გუშინ, 4 აპრილს, NATO-ს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მისი თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის დახმარებით აძლიერებს. ამის ფონზე, დასავლურმა სამყარომ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასაც შეხვდა ბრიუსელში, სადაც მათ უკრაინისთვის პრიორიტეტული საკითხები […]
როგორი ამინდი იქნება 12 აპრილამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოში 9-11 აპრილს ზოგან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 9 აპრილს გამოიდარებს, 10-11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით […]
პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს ავალებს, საფეხბურთო მატჩებზე დასწრებისთვის გერმანიის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნოს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ბილეთები დაბალი ტარიფით იქნეს შეთავაზებული

პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს ავალებს, საფეხბურთო მატჩებზე დასწრებისთვის გერმანიის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნოს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ბილეთები დაბალი ტარიფით იქნეს შეთავაზებული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის სამინისტროს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთათვის დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობის დაწყება სთხოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და როგორც აღნიშნა, მნიშვნელოვანია, “ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს […]
თიბისის ტექსკოლის გაზაფხულის ნაკადმა სწავლა დაიწყო (რ)

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, სადაც გაზაფხულის სემესტრზე, მთელი საქართველოდან, 636 უფროსკლასელმა დაიწყო სწავლა. აქ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მთელი საქართველოდან დაეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და შეიძენენ უნარებს, რომლებიც მომავალ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც დღეიდან […]
ატომური ენერგიის სააგენტო: ზაპოროჟიეს ატომური რეაქტორის დამცავ გარსს საბრძოლო მასალა მოხვდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამცავ გარსს 3 საბრძოლო მასალა მოხვდა. Today, for the first time since Nov 2022 & after I set out 5 basic principles to avoid a serious nuclear accident w/ radiological consequences,@IAEAorg’s #ISAMZ confirmed that at least 3 direct hits against […]
გრეის ჰოპერის დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო (რ)

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება. ჯილდო 4 წლის წინ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით დაარსდა. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა […]
ალექსანდრე კრევო-ასათიანი – „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განვითარების, მათ მხოლოდ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება

„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განვითარების, მათ მხოლოდ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება, რუსული კანონი კი ზუსტად ამის სიმბოლოა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა […]
დემნა გვასალიას რეალობად ქცეული ოცნება და მსოფლიო აღიარება – Marao

“მე დიდი აუდიტორია მყავს. სოციალურ ქსელებში 10 მილიონზე მეტი გამომწერი გვადევნებს თვალს. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან უმრავლესობა ახალგაზრდაა. ისინი ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან. გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ბრუკლინში თინეიჯერების ჯგუფის შესახებ გავიგე. ისინი ფულს თვეების მანძილზე აგროვებენ, რომ ჩვენი მაისურები შეიძინონ. ჩვენზე ყველაფერი იციან, უბერ-თაობა მოდის. ნიუ-იორკში, პარიზში და ციურიხში ახალგაზრდები ხშირად მაჩერებენ. […]
გახარიას პარტიამ „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილებები მოამზადა

დღეს, 8 აპრილს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის ბიუროზე „რუსული კანონის“ კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპოექტს წარადგენს — „ცვლილებებს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში.“ პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში. როგორც პარტიაში აცხადებენ, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი, არეგულირებს გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს. აღნიშნულ კანონს ემატება შემდეგი, რომ: · […]
„გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ“ – პრემიერი

„გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ“ – პრემიერი კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების […]