მედვედევი: კროკუსზე ტერაქტის სპონსორები მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები არიან

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმასთან დაკავშირებით მორიგ კონსპირაციულ თეორიას ავითარებს. მედვედევის მტკიცებით, თავდასხმის ორგანიზატორი უკრაინაა, ხოლო მისი სპონსორები დასავლური სახელმწიფოების ლიდერები არიან. “მისი [მაკრონი] რიტორიკა, მისი ქმედებები და რაც მთავარია, სანქციები ბანდერულ რეჟიმთან საიდუმლო ოპერაციებზე, შესაძლოა, კვალიფიცირებული იყოს, როგორც თანამონაწილეობა 22 მარტის ტერაქტში. ამიტომაც, ხამანწკების და შამპანურის მოყვარულმა ისე […]

გირჩი-დროა რუსულ კანონზე: დღეს ჩვენი პასუხისმგებლობა ხალხთან ერთად მოქმედებაა

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით მისი პარტიისა და გირჩი-მეტი თავისუფლების ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ხოშტარიას თქმით, ქართული ოცნება ამ ნაბიჯით საქართველოსა და ევროკავშირს შორის კედლის აშენებას ცდილობს და საჭიროა, რომ პარტიებმა და ხალხმა ამ კანონის წინააღმდეგ ერთად იმოქმედონ. “ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის დარეგისტრირებით საქართველოსთვის კრიტიკულ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, მორიგ ჯერზე გადადგა ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და […]

მილიონი რუბლი კიევში – რუსი პროპაგანდისტები ნაცემი ტერორისტების დაკითხვას ავრცელებენ

რუსულმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა არხმა Россия 1-მა გაავრცელა კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელების დაკითხვის კადრები. როგორც კადრებშია ნათქვამი ტერორისტები ამბობენ, თითქოს მათი კოორდინატორი იყო დაუდგენელი პირი, სახელად საიფულო, რომელიც მათ კიევში მილიონი რუბლის (დაახლოებით 29 000 ლარი) გადაცემას დაჰპირდა. დაკითხვის მიხედვით, თავდამსხმელებს საიფულომ მისცა თავდასხმის ადგილის მითითება და მოამარაგა ისინი იარაღით. დაკავებულებს ეტყობათ ძალადობის კვალი, საუბრის დროს მხოლოდ […]

პაატა მანჯგალაძე – იმედია, საღი აზრის ლოგიკა შერჩა ვინმეს „ქართულ ოცნებაში“ და არ იტყვიან, რომ „ფეისბუქი“ და ცუკერბერგი „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშაა

მე მგონი, „ქართული ოცნების“ ფანტაზია იქამდე არ მივიდა, რომ ცუკერბერგს დააბრალოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა. იმედია, საღი აზრის ლოგიკა შერჩა ვინმეს „ქართულ ოცნებაში” და არ იტყვიან, რომ “ფეისბუქი” და ცუკერბერგი არის “ნაციონალური მოძრაობის” გავლენის ქვეშ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც “ფეისბუქის” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციების დაბლოკვაზე “ქართული […]

მედიაორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მიღების საშუალებას არ მივცემთ! – რუსული კანონი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, დამოუკიდებელი მედია გაანადგუროს, სამოქალაქო საზოგადოება გააჩუმოს და საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი საჯარო პროცესებიდან გარიყოს, – აღნიშნული განცხადებით მედიაორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას ეხმაურებიან. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები “ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმას პარლამენტში “რუსული […]

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას საერთაშორისო KTQ აკრედიტაცია მიენიჭა

გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის – „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შემდგომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას KTQ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის აკრედიტაცია მიენიჭა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი დაკვირვებისა და შეფასების KTQ კრიტერიუმების გათვალისწინებით თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დადებითად შეაფასეს. ორგანიზაციის მიერ მინიჭებული KTQ სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მომსახურების მაღალი ხარისხი, პაციენტებსა […]

„ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს განაახლებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს. „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, პირდაპირი რეისები თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება. „ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ […]

„განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისების შედეგად, 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება“ – ირაკლი კობახიძე

ეკონომიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მიდგომა ძალიან მომგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს. „ეკონომიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება. მთავრობის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, […]

გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ – პრემიერი

გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ – პრემიერი კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების […]

ელენე ხოშტარია – „ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კედელი ამოაშენოს – ჩვენი პასუხისმგებლობაა დღეს მოქმედება

„ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ დარეგისტრირებით ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, მორიგ ჯერზე ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ანტიევროპული ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კედელი ამოაშენოს. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინტერესების და საზოგადოების წინააღმდეგ მიდის. […]