ონკოპაციენტების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ საპროტესტო აქციას იწყებს

ონკოპაციენტების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ 24-საათიან საპროტესტო აქციას იწყებს. მათი მთავარი მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაა. ამის შესახებ, “კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. “ჩვენ დღეიდან, კანცელარიასთან უწყვეტი პროტესტის რეჟიმში გადავდივართ, მანამ სანამ პრემიერ-მინისტრი პირადად არ შეგვხვდება. არ გამოვა პირად კომუნიკაციაზე, არ მოისმენს ჩვენს პრობლემებს და არ დაგვეხმარება გადაჭრის გზების პოვნაში. მხოლოდ ბატონ ირაკლის […]
იაგო ხვიჩია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – სინამდვილეში, ის ანტიამერიკულია – ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა ვიყოთ თუ არა ანტიამერიკული ქვეყანა

სინამდვილეში, ეს კანონი ანტიამერიკულია. ჩვენ ღიად და თავხედურად, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ, ვაყენებთ შეურაცხყოფას ამერიკელებს და ვცდილობთ, მათი ფინანსების საქართველოში მიმოსვლა შევზღუდოთ – ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებია ის, რომ ჩვენ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ […]
პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „აგენტების კანონის“ კიდევ ერთ ალტერნატივას აინიციირებს

პარტია “საქართველოსთვის” “აგენტების კანონის” საპირწონედ პარლამენტში კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს აინიციირებს. პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს დოკუმენტი “არც იარლიყების მიწებებას ითვალისწინებს” და “საჭიროზე მეტ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს”. ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი – ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას. ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რომ […]
რუსეთის ტელეარხებმა აჩვენეს ვიდეო, რომელშიც “კროკუსზე” თავდასხმის მონაწილეები ფიგურირებენ

რუსეთის ფედერალურმა ტელეარხებმა აჩვენეს ვიდეო, რომელშიც, როგორც ამტკიცებენ, ნაჩვენებია „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის მონაწილეების დაკითხვა. 22 მარტს განხორციელებულ ამ ტერაქტს 144 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვიდეო ფსბ-სგან მოიპოვეს. ნაწყვეტები აჩვენა პირველმა არხმა „როსია-1“-მა. ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს ტერაქტის ოთხი სავარაუდო შემსრულებელი, რომლებიც თავდასხმიდან მეორე დღეს დააკავეს. ისინი ყველანი ირწმუნებიან, რომ მათ მოქმედებებს კოორდინაციას უწევდა ვინმე საიფულო, […]
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები პარლამენტთან

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები პარლამენტთან საქართველოს პარლამენტი პოლიციის ალყაშია მოქცეული. სამთავრობო კვარტალში ავტომობილების გაჩერებაც კი აკრძალულია. შენობის ყველა შესასვლელს პოლიციის ეკიპაჟები იცავენ და აკონტროლებენ. სპეცრაზმის თანამშრომლებით გადავსებულია სამთავრობო კვარტალიც. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაანონსებული აქციის გამო მიიღო. დემონსტრაციის დაწყებამდე საათზე ნაკლები რჩება. ივანიშვილის პარტია ცდილობს, მიიღოს კანონი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგაა მიმართული. საკანონმდებლო პერიმეტრზე […]
დიდ ბრიტანეთში მატარებლების მემანქანეები ბოლო ოთხ დღეში მესამედ გაიფიცნენ

დიდ ბრიტანეთში მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ. მემანქანეების პროფკავშირის, ASLEF-ის წევრები უკანასკნელ ოთხ დღეში უკვე მესამედ გაიფიცნენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გაფიცვის გამო სარკინიგზო მარშრუტებზე მნიშვნელოვანი შეფერხებებია მოსალოდნელი. გაფიცვა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება რამდენიმე მარშრუტზე, განსაკუთრებით ინგლისის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. პროტესტის მიზეზი ანაზღაურებას უკავშირდება, მემანქანეები აღნიშნავენ, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან, რადგან მათი შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. […]
IDF-ის ცნობით, ისრაელმა ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის, რადვანის მეთაური მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათ სარაკეტო იერიშს სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის, რადვანის მეთაური, ალი აჰმედ ჰასინი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, იერიში ისრაელის ძალებმა 7-8 აპრილის ღამეს განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალი აჰმედ ჰასინი და მისი დანაყოფი მონაწილეობდნენ თავდასხმაში ისრაელის ძალების წინააღმდეგ, სადაც სამიზნეზე იერიშები მიჰქონდათ რაკეტებითა და დრონებით. “ის იყო პასუხისმგებელი ჩრდილოეთ […]
“ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის” – კასანომ ჰოლანზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ “მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავის ერლინ ჰოლანის შესახებ ისაუბრა. “რეალისა” და “რომას” ყოფილი ფორვარდის თქმით, ჰოლანმა საკუთარი თამაშის სტილი უნდა შეცვალოს. “ის არის იბრაჰიმოვიჩი ადრიანოს სისწრაფით, თუმცა შვედი მასზე ტექნიკური იყო. მიუხედავად ყველაფრისა, განსხვავება ლევანდოვსკის, ბენზემასა და ჰოლანს შორის? ვეტერანებმა იციან, როგორ ითამაშონ ფეხბურთი, ნორვეგიელს კი ამის ცოდნა არ აქვს. ხშირად გვინახავს, თუ […]
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს. როგორც პარტიის დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მისი გუნდის ინიციატივაა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს. ლილუაშვილის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივები უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას „ოცნების“ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს. “დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ბიუროზე წარვადგენთ დამატებით კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს, კერძოდ […]
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანას განცხადებით, ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთი გაააქტიურებს კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის კამპანიებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის და მოსკოვისთვის უფრო მომგებიანი პოლიტიკური ძალებისთვის უკეთესი შედეგების უზრუნველყოფის მიზნით, – ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Digi24-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მირა ჯოანას თქმით, იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსული გავლენის მცდელობები, უნდა შეხედო, […]