„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრი – მდინარე მაშავერას მდგომარეობა საგანგაშოა

მდინარე მაშავერას 7 – კილომეტრიან მონაკვეთში წყალმცირობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. წარმოიდგინეთ, მდინარე, რომლის დაბინძურების აღსაკვეთად რამდენიმე წელი ვიბრძოლეთ ახლა, უბრალოდ შრება. რა ქნას ამ დროს ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელსაც ერთ მხარეს სამთო წარმოება აქვს, მეორე მხარეს კი მკვდარი მდინარე? – აცხადებს „ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრი ნინო ბურჭულაძე. მისივე განცხადებით, მუდმივი მონიტორინგი ცხადყოფს, […]

SpaceX-მა ფლორიდიდან სამხრეთ კორეის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი კოსმოსში გაუშვა

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მიერ 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის Falcon 9-ის რაკეტით გაუშვეს, ორბიტაზე წარმატებით განთავსდა. სამინისტროს ცნობით, გაშვებიდან 45 წუთში თანამგზავრი წარმატებით დაშორდა გამშვებ მექანიზმს და სამიზნე ორბიტაზე შევიდა, გაშვებიდან 2 საათსა და 40 წუთში კი სახმელეთო სადგურთან კომუნიკაცია წარმატებით დაამყარა. […]

მოზამბიკის სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა, დაღუპულია, სულ მცირე, 94 ადამიანი

მოზამბიკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა. მომხდარს, სულ მცირე, 94 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ამ დროისთვის, დაკარგულია 26 ადამიანი. ტრაგედიის შემდეგ გაირკვა, რომ საზღვაო ხომალდი სათევზაო ნავი იყო და მას არ ჰქონდა ადამიანების ტრანსპორტირების ლიცენზია. ბორანს ქოლერას დაავადების გავრცელების გამო ადამიანები მოზამბიკის ერთი კუნძულიდან მეორეზე გადაჰყავდა, რა დროსაც გადაყირავდა და ჩაიძირა. ნამპულას პროვინციის სახელმწიფო […]

ირანი გაათავისუფლებს 4 გარემოსდამცველს, რომლებიც ჯაშუშებად იყვნენ მიჩნეული

ირანის სასულიერო, სახელმწიფოებრივმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მარხვის თვის – რამადანის – დასრულების აღსანიშნავად 2000-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა. ალი ხამენეი ასევე გაათავისუფლებს 4 გარემოსდამცველს, რომლებიც ირანში ჯაშუშობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. გარემოსდამცველებმა პატიმრობაში 5 წელი დაჰყვეს. მათი ადვოკატის, ჰოჯატ კერმანის თქმით, ისინი უახლოეს დღეებში გათავისუფლდებიან, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ირანმა 2018 წელს ოთხი ირანელი […]

„ამ ადამიანების დიდ ნაწილს შეზღუდული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობა და მას შემდეგ რაც მოხდება ჩამოწერა, მათ შეეძლებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკონომიკურ ცხოვრებაში“ – ლაშა ხუციშვილი საგადასახადო ამნისტიაზე

„ამ ადამიანების დიდ ნაწილს შეზღუდული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობა და მას შემდეგ რაც მოხდება ჩამოწერა, მათ შეეძლებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკონომიკურ ცხოვრებაში“ – ლაშა ხუციშვილი საგადასახადო ამნისტიაზე მთავრობა ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიას აცხადებს – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკურ პირებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლამდე დაგროვილი აღიარებული საგადასახადო ვალები და ამ […]

ნერგეეთში მეწყერმა დასახლებამდე 30-40 წამში მიაღწია – კიდევ რა წერია გეოლოგების დასკვნაში

სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყრული პროცესები კლიმატური ცვლილებების შედეგია. სამ დღეში მოვიდა იმ მოცულობის ნალექი, რაც 15 დღეში იყო მოსალოდნელი. ამის შესახებ წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მომზადებული დასკვნაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა. ნერგეეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყლის ხეობაშია გაშენებული. მიწის მასა 3-დღიანი წვიმის შემდეგ მოწყდა სოფლის ჩრდილოეთ ნაწილიდან, სადაც ფერდობის დახრილობა 40-დან 60 გრადუსამდე […]

ქუთაისში ფოსტის შენობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ბოლო 5 დღეში უკვე მეორედ გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ბრიგადა და პოლიცია, პერიმეტრი გადაკეტილია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შენობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. თამარ მეფის ქუჩა #56-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა „საქართველოს ფოსტის” საკუთრებაშია. “საქართველოს ფოსტა” ორსართულიანი შენობის პირველი […]

“აფხაზეთს ელექტროენერგიას ქართული კერძო კომპანია აწვდის” – ლევან მებონია

ოკუპირებულ აფხაზეთს ამჟამად ელექტროენერგია ქართული კერძო კომპანიისგან მიეწოდება, ამის შესახებ „აფხაზურ პორტალს“ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განუცხადა. თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ კერძო კომპანიაზეა საუბარი. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, რომელ კომპანიაზე ლაპარაკობს მებონია. მანამდე გახდა ცნობილი, რომ ენგურჰესმა […]

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახო დავალიანების ჩამოწერა 145 ათას პირს შეეხება, დავალიანების ჯამური ოდენობა კი 590 მილიონ ლარს შეადგენს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე მომზადებული პროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. როგორც მინისტრი განმარტავს, იგეგმება 2021 წლამდე წარმოქმნილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ. ხუციშვილის თქმით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობა იყო. “ჯამში 145 ათასი პირია, რომელთა ჯამური საგადასახადო დავალიანება არის […]

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ფრენების დანიშვნისა და ღირებულების საკითხს უწყება, მიმდინარე კვირის განმავლობაში დაამუშავებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ფრენების დანიშვნისა და ღირებულების საკითხს უწყება, მიმდინარე კვირის განმავლობაში დაამუშავებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ დღეს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება. ჩვენი უწყებები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე. დღეს ვერ გეტყვით, როგორი იქნება მხარდაჭერის ფორმა, თუმცა ამოცანა გასაგებია და ძალიან ლოგიკურია. […]