I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $879 მლნ-მდე გაიზარდა – Galt & Taggart

I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $879 მლნ-მდე გაიზარდა – Galt & Taggart Galt & Taggart-ის შეფასებით, მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 10.2%-ით 305 მლნ დოლარამდე გაიზარდა. საინვესტიციო ბანკის კვირის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით ჯამურად, 2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 879 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (+10.6% წ/წ).
„ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობით მეტად მოხდება რუსთავის განვითარება“ – ლევან დავითაშვილი

„ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობით მეტად მოხდება რუსთავის განვითარება,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „გვაქვს მკაფიო გათვლები და გეგმა – აეროპორტი უნდა განვითარდეს ისე, რომ მან შეძლოს საერთაშორისო დამაკავშირებელი ფუნქციის შესრულება, ეს ეხება როგორც სამგზავრო გადაყვანებს, ისე სატვირთო გადაზიდვებს. საუბარია, ვაზიანის ყოფილი სამხედრო […]
ირანი გაათავისუფლებს 4 გარემოსდამცველს, რომლებიც ჯაშუშებად იყვნენ მიჩნეული

ირანის სასულიერო, სახელმწიფოებრივმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მარხვის თვის – რამადანის – დასრულების აღსანიშნავად 2000-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა. ალი ხამენეი ასევე გაათავისუფლებს 4 გარემოსდამცველს, რომლებიც ირანში ჯაშუშობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. გარემოსდამცველებმა პატიმრობაში 5 წელი დაჰყვეს. მათი ადვოკატის, ჰოჯატ კერმანის თქმით, ისინი უახლოეს დღეებში გათავისუფლდებიან, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ირანმა 2018 წელს ოთხი ირანელი […]
უკრაინის გენპროკურატურამ ოკუპანტების მიერ ტყვეების სავარაუდო დახვრეტაზე გამოძიება დაიწყო

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა გამოძიება დაიწყო რუსი ოკუპანტების მიერ 3 უკრაინელი სამხედროს შესაძლო დახვრეტის ფაქტზე. “ხერსონის პროკურატურის პროცესუალური ხელმძღვანელობით დაწყებულია სასამართლომდელი გამოძიება ომის წესების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის ფაქტზე”. – წერია პროკურატურის განცხადებაში. 7 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ესვრიან 3 უკრაინელ სამხედროს. “ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ უხსნის ცეცხლს რუსეთის შეიარაღებული […]
ვერაზე დიზაინ სასტუმრო “არტიზანი” და ბარ-რესტორანი “იაკობის ეზო” იხსნება

თბილისის ცენტრში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, მაღალი კლასის სასტუმრო “არტიზანი” და ბარ-რესტორანი “იაკობის ეზო” იხსნება. პროექტის გახსნა 15 მაისსაა დაგეგმილი და ის Collective Hospitality-სა და იაკობ ნიკოლაძის ფონდის ხუთწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია. Სასტუმრო “არტიზანი” 82 სხვადასხვა კატეგორიის თანამედროვე სტანდარტების ნომერს, საკონფერენციო დარბაზსა და ფიტნეს ოთახს აერთიანებს. პირველი სართულის შიდა და გარე სივრცეები იაკობ ნიკოლაძის მუზეუმის ეზოსთან […]
გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ
გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი […]
ლევან დავითაშვილის განცხადებით, თბილისის ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება, სავარაუდოდ, 2028 წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი რუსთავის განვითარებას შეუწყობს ხელს, ამასთან, მოსახლეობისთვის ახალი დასაქმების ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს. როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება, თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო […]
ნინო წილოსანი – გვაქვს ეჭვი, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს საზიანო განცხადებები წამოვიდეს მათი მხრიდან

გვაქვს ეჭვი, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს საზიანო განცხადებები წამოვიდეს მათი მხრიდან – სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით შენარჩუნებული პოსტი მისთვის წინაპირობაა, რომ განაგრძოს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის ნებართვა არ […]
იაგო ხვიჩია – ლგპტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები – მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, მე და მთავრობა რომ არ ვიყოთ, „თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ“

ლგპტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები, იმიტომ, რომ მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე და საქართველოს მთავრობა რომ არ ვიყოთ, თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ-თქო, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის სირცხვილი და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. „სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები. იცით, რომ ყველა საკონსტიტუციო განხილვაში ვერთვებოდი, […]
ლაშა ხუციშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე – სათაურის გარდა სხვა არაფერზე მოგვისმენია არგუმენტი – სათაურს უნდა გავცდეთ და საუბარი შინაარსზე დავიწყოთ

ამ ერთი კვირის განმავლობაში, სათაურის გარდა სხვა არაფერზე მოგვისმენია არც არგუმენტი, არც საუბარი, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც ხუციშვილი განმარტავს, დისკუსიები კონკრეტულ რეგულაციებთან მიმართებაში უნდა შედგეს და არა ზოგადად. „საუბარი აგენტის იარლიყის მიწებებაზე არ არის. ვფიქრობ, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ სათაურს გავცდეთ და […]