8 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსების დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსებიდან 28 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. სარიტუალო სამსახურის წარმომადგენლებს პროფესიული დღე ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გაიმართა სამხედრო სარიტუალო სამსახურის საჩვენებელი გამოსვლაც. საზეიმო ღონისძიებას ეროვნული გვარდიის […]

“რუსებო!” – აქცია პარლამენტთან

“არა რუსულ კანონს! ” – პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. “რუსებო!” სკანდირებენ აქციის მონაწილეები და ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებენ. “ქართული ოცნება” რუსული კანონის განხილვას ოფიცილაურად იწყებს. “ოცნების” დეპუტატები და ოპოზიცონერი პოლიტიკოსები უკვე ბიუროს დარბაზში არიან შეკრებილი. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს.

ნუცა ბუზალაძის ემოციური წერილი და საოცარი გამოსვლა ევროვიზიის ლონდონის პრეფართიზე – Marao

“ჩემი ბავშვობის ფოტო, რომელიც ჩემს ძმას ჩემოდანში ედო,“ – წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს. ცოტა ხნის წინ ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ მისი ძმა, დათო, ამერიკაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მან უამრავი სამძიმრის წერილი მიიღო და თანაგრძნობისთვის საჯარო მადლობაც გადაიხადა. ახლა ის ლონდონში, ევროვიზიის პრეფართიზე იმყოფება, სადაც მან […]

ეკონომიკის მინისტრის ვარაუდით, თბილისის ახალი აეროპორტი 2028 წლის ბოლომდე აშენდება

საქართველოს მთავრობამ დედაქალაქში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება გადაწყვიტა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ „ვაზიანში“ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო პროექტირება და ტენდერის პროცედურები 2025 წელს დასრულდება. მთავრობა ბოლო თვეების განმავლობაში თბილისის აეროპორტთან დაკავშირებით ორ ვერსიას განიხილავდა: · გაფართოებულიყო არსებული შენობა, რაც პრემიერის თქმით, 900 მილიონი დოლარი ჯდებოდა; · ან „ვაზიანში“ აშენებულიყო ახალი, რაც 1260 […]

გრილიში: მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გვარდიოლა სრულ თავისუფლებას აძლევდა

“მანჩესტერ სიტის” შემტევმა ჯეკ გრილიშმა Daily Mail-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ინგლისელის თქმით, ლეო ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც პეპ გვარდიოლას გუნდში მოედანზე ყველაფრის უფლება ჰქონდა. “გვარდიოლას გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც სურდა, ლიონელ მესი იყო, პეპი მას ყველაფრის უფლებას აძლევდა”, – განაცხადა გრილიშმა. შეგახსენებთ, გვარდიოლა მესის “ბარსელონაში” 2008/2012 წლებში ავარჯიშებდა. პეპმა […]

8 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსების დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსებიდან 28 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სარიტუალო სამსახურის წარმომადგენლებს პროფესიული დღე ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. უწყების […]

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის – ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის მიმართულებებზე. „ტანზილა ნარბაევას თქმით, ქართველი და უზბეკი ერები ისტორიულად პატივს სცემენ ერთმანეთს. მან აღნიშნა, რომ უზბეკური მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. მხარეებმა […]

პროკურატურას ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს

პროკურატურას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. როგორც საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სასამართლოში არაერთი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მიმოიხილავს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას წარვადგინეთ. პროცესი დასკვნითი სიტყვის ეტაპზეა. თითოეული მტკიცებულების, რაც სასამართლოში იყო წარდგენილი, […]

პარლამენტში სამართალდამცველები მედია ორგანიზაციების ნაწილს არ უშვებენ

პარლამენტში სამართალდამცველები მედია ორგანიზაციების ნაწილს არ უშვებენ. მათი თქმით, აკრედიტაციის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. ამ წუთებში ისინი საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურისგან პასუხს ელოდებიან. „მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან დილიდან გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ წესით პარლამენტში უნდა შევდიოდეთ. ველოდებით პრესსამსახურის პასუხს, თუ რატომ არ გვიშვებენ. ჩვენ საშვები გვაქვს. ვისაც აკრედიტაცია აქვს არ შეუშვეს. ბიუროზე არის განხილვა „რუსულ კანონის“. […]

ლუბლიანას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. შეფერხების მიზეზი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ვერ ხერხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მომხდარის გამო, მძღოლები ლუბლიანას ქუჩაზე გადაადგილდებიან, რაც აღნიშნული ტერიტორიის გადატვირთვას იწვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ, სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.