ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა – მოლოდინი უარყოფითი მაქვს – მგონია, რომ დღეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ

მოლოდინი უარყოფითი მაქვს. მგონია, რომ დღეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ და არ გაამართლებენ, – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ და აგრეთვე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნითაც მიმართავენ. „მოლოდინი უარყოფითი მაქვს. მგონია, რომ დღეს განაჩენს გამოუტანენ და არ გაამართლებენ. დავსხდებით ადვოკატებთან […]

რუსეთის ქალაქ ორენბურგის მერი, კაშხლის გარღვევის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო, მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

რუსეთის ქალაქ ორენბურგის მერმა სერგეი სალმინმა, ორსკში კაშხლის გარღვევის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, ქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ქალაქის მერი „ტელეგრამ“ არხზე წერს, რომ ექსპერტების პროგნოზით, წყლის დონემ, შესაძლოა, სახიფათო ნიშნულს გადააჭარბოს. „წყალი შეიძლება ღამით მოვარდეს, თქვენ საფრთხეში აყენებთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს! აბსოლუტურად ყველამ, ვინც წყალდიდობის ზონაშია, უნდა დატოვოს სახლები. ნუ გადადებთ ევაკუაციას!”- […]

რომან გოცირიძე – ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნება“ უნდა დასაჯოს არჩევნებზე და ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გაისტუმროს

დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ამ [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ქართველმა ხალხმა ხელისუფლება არჩევნებზე უნდა დასაჯოს. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყანაზე და მის განვითარებაზე ზრუნვა. ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი […]

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთვება

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთვება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. თავდაპირველად, საბოლოო პროცესი 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. […]

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

ლიტვაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს შენობას უცნობმა პირებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. საელჩოზე შეტევა ორი ღამეა გრძელდება, შედეგად დაზიანებულია ერთ-ერთი კედელი. ამ ეტაპზე არავინ არის დაკავებული, მიმდინარეობს გამოძიება. უკრაინაში შეჭრის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე რუსეთის საელჩოებზე თავდასხმები გახშირდა. ტალინში შენობას რამდენჯერმე კვერცხები ესროლეს, ხოლო ბუხარესტში საელჩოს ჭიშკარს მანქანა დაეჯახა, რომელიც შემდეგ აალდა. ორჯერ მოხდა თავდასხმა რუსეთის […]

აქციაზე დაკავების შემთხვევაში არასამთავროები მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აქციაზე დაკავების შემთხვევაში მოქალაქეებს უფასოდ იურიდიული დახმარების გაწევას სთავაზობენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცხელი ხაზის ნომერი გაავრცელა – 577 070 563. თბილისში ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმართება. ამავდროულად, მეორე აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან, სადაც ქართული ოცნება ხელახლა იწყებს რუსულ […]

გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა “ნაცების” დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში – მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად “ნაცებიო”

მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად ნაცებიო. ეს გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია თუ არა ნაცების დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ალტერნატიული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას. ექსპერტის თქმით, გახარიას პარტიის ინიციატივა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს, დემოკრატიით შეფუთული განცხადებაა, თუმცა, მათ გუნდში ჰყავთ ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ისევე […]

გამჭვირვალობა გვინდა ყველგან და არ შეიძლება ეს პასუხისმგებლობა იყოს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციისთვის, სხვებისთვის კი არა – დავითაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე

გამჭვირვალობა გვინდა ყველგან და არ შეიძლება ეს პასუხისმგებლობა იყოს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციისთვის, სხვებისთვის კი არა – დავითაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე „ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ორმაგ სტანდარტს ვერ ვხედავთ. პირიქით, ცალსახააა ქართული ოცნების პოზიცია და ვფიქრობ, საზოგადოების დიდი ნაწილიც ამ პოზიციას გაიზიარებს, რომ გამჭვირვალობა გვინდა ყველგან და არ შეიძლება ეს პასუხისმგებლობა იყოს რომელიმე კონკრეტული […]

რეგისტრირებული დანაშაულთა რაოდენობა ბოლო 7 წელში 42.8%-ით გაიზარდა

რეგისტრირებული დანაშაულთა რაოდენობა ბოლო 7 წელში 42.8%-ით გაიზარდა რეგისტრირებული დანაშაულთა რაოდენობა 2017 წლიდან 2023 წლამდე 42.8%-ით გაიზარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ქვეყანაში რეგისტირებულ დანაშაულთა რაოდენობა 37 944-ია, ხოლო 2023 წელს 54 177. ბოლო შვიდი წლის მანძილზე, რეგისტრირებული დანაშაულების ოდენობა ყველაზე დიდი 2019 წელს იყო (64 123 რეგისტრირებული დანაშაული), ხოლო ყველაზე ნაკლები 2017 […]

მთავრობა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას გაეცნო

საქართველოს მთავრობა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის პრეზენტაციას გაეცნო. ცესკოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს დეტალურად ესაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკოს მზადების პროცესსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება […]