ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდის

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. „2024 წლის თებერვლის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა. 2024 წლის თებერვალში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს […]

ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის გუნდების შინაარსობრივი დებატები გამოქვეყნდა

ევროპული საქართველოსე ორი გუნდი, რომელთაგან ერთის სიის პირველი ნომერი თამარ ჩერგოლეიშვილია, ხოლო მეორის – გიგა ბოკერია, კრიტიკოსთა პანელისა და დარბაზის წინაშე შინაარსობრივ შეჯიბრს მართავს. პოლიტიკური შოუ “ახალი რესპუბლიკა” 26 მაისს დაგეგმილ პრაიმერიზამდე გაგრძელდება. თითოეული გუნდი ცდილობს პარტიის ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ სწორედ ის შეძლებს საუკეთესოდ წარმოადგინოს მათი პოზიციები საქართველოს პარლამენტში. პარტიამ შოუს პირველი სერია გამოაქვეყნა – […]

“კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს!” – 400-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის განცხადება

400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის რეინიცირებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. “ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. “ქართული ოცნების” მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის […]

ავტოავარია აღმაშენებლის ხეივანში – შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც

თბილისის მერიის ცნობით, დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. შეფერხების მიზეზი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ვერ ხერხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. “მომხდარის გამო, მძღოლები ლუბლიანას ქუჩაზე გადაადგილდებიან, რაც აღნიშნული ტერიტორიის გადატვირთვას იწვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ, სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება” – აცხადებს მერია.

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით, იტყობინება Delfi ლიეტუვის პოლიციაზე დაყრდნობით. თავდასხმები უკვე ზედიზედ მეორე ღამე ხდება. თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობის კედელი. ვინ განახორციელა ისინი, უცნობია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის რამდენიმე საელჩოს დაესხნენ თავს სხვადასხვა ქვეყანაში. ტალინში დიპლომატიურ წარმომადგენლობას კვერცხები დაუშინეს. ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი დაეჯახა, […]

SBC Summit Tbilisi 2024 მასშტაბურად ბრუნდება

SBC Summit Tbilisi 25-26 ივნისს, SBC-ისა და SMH Global-ის ორგანიზებით, სასტუმრო ,,შერატონ გრანდ მეტეხი პალასში’’ ჩატარდება. ღონისძიების წარმდგენი პარტნიორი EGT Georgia არის. სამიტის მიზანია, კავშირების გაძლიერება და ცოდნის გაზიარება, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის, ცვალებადი დინამიკის მქონე iGaming-ის ინდუსტრიაში. საქართველოს ბაზარზე ლიდერობასთან ერთად, EGT ასევე არის ბულგარეთის სათამაშო ასოციაციის (BGA) წევრი და ფლობს სხვადასხვა ლიცენზიას, […]

„გვიანია იმის მტკიცება, რომ ეს არ არის რუსული კანონი, ამას უკვე ჰქვია რუსული“ – თემურ ჭყონია

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის პოლიტიკოსების აზრი, რომლებმაც ევროკავშირში უნდა მიგვიღონ. მე რაც არ უნდა ვილაპარაკო ევროკავშირში, არც მიგვიღებენ, არც გამოგვაგდებენ. ვინც ევროკავშირში უნდა მიგვიღოს, მათი აზრია მნიშვნელოვანი. ისინი ამბობენ, რომ ამ კანონით ვერ მიგიღებთო, ესე იგი ვერ მიგვიღებენ, რად უნდა ამას ლაპარაკი,“ – ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია რუსულ კანონზე, რომელიც „ოცნებამ“ დაპირების მიუხედავად, რომ აღარ დააბრუნებდა, […]

მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ, 400 000 ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ – სებ

მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ, 400 000 ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ – სებ 2024 წლის 1 მაისიდან საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400,000 ლარამდე იზრდება – ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. ეროვნული ბანკის შეფასებით ამ ზღვრის აწევა ქვეყანაში ეროვნული ვალუტით დაკრედიტების […]

მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს და განაცხადების მიღებას მიმდინარე წლის 22 აპრილიდან დაიწყებს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ახალი პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული […]

ლუბლიანას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. შეფერხების მიზეზი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ვერ ხერხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. „მომხდარის გამო, მძღოლები ლუბლიანას ქუჩაზე გადაადგილდებიან, რაც აღნიშნული ტერიტორიის გადატვირთვას იწვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ, სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.“- ნათქვამია მერიის მიერ […]