რომან გოცირიძე – ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნება“ უნდა დასაჯოს არჩევნებზე და ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გაისტუმროს

დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ამ [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ქართველმა ხალხმა ხელისუფლება არჩევნებზე უნდა დასაჯოს.
„ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყანაზე და მის განვითარებაზე ზრუნვა. ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი უნდა დაუჯდეს “ქართულ ოცნებას”. ქართველმა ხალხმა, რომელსაც ამ ხელისუფლებამ უღალატა, იგი უნდა დასაჯოს არჩევნებზე და ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გაისტუმროს,“ – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია