იყო რამდენიმე უბანი, სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები, კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება. თუმცა ბოლო ერთი საათია ამ კუთხითაც დასტაბილურდა ვითარება
იყო რამდენიმე უბანი, სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები, კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება. თუმცა ბოლო ერთი საათია ამ კუთხითაც დასტაბილურდა ვითარება დღეს ტარდება გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, რაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მოსახლეობას და სწორედ ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ დღეს ფიქსირდება ძალიან მაღალი აქტივობა. პრაქტიკულად მეორდება ის […]
გიორგი ვაშაძე – ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“ – გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი, „ევროპული ხმის მცველები“ დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ

ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“- ისინი თავს ესხმიან დამკვირვებლებს, ისინი ავიწროებენ ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ მათ არჩევნების მანიპულაციის შესაძლებლობას და ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე – 5 ადამიანი, ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები ახლა, ამ წუთას, აბსოლუტურად უკანონოდ,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. […]
ირაკლი კობახიძე – პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 2018 წელს

პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე არჩევნები მშვიდად წარიმართება. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს ტარდება გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, რაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს […]
ცესკოს პრესსპიკერი – სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცალკეულ შემთხვევებში შემაჯამებელი ოქმის ფოტოვერსიები, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით ეს მონაცემები გადმოგზავნილი არ არის

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცალკეულ შემთხვევებში შემაჯამებელი ოქმის ფოტოვერსიები, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით ეს მონაცემები გადმოგზავნილი არ არის, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ზოგან ახლაც მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, ზოგან არც კი დაწყებულა. შესაბამისად, როგორც კი ექნებათ მონაცემები, ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება „სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცალკეულ შემთხვევებში შემაჯამებელი ოქმის ფოტოვერსიები, თუმცა […]
ცესკოს სპიკერი კენჭისყრის დასრულების შემდეგ მიმდინარე პროცედურებს განმარტავს

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე – ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული […]
საია “მნიშვნელოვან დარღვევებს” აფიქსირებს

Საიას სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) აღნიშნული დარღვევები 26 ოქტომბერს, დღის 3 საათამდე დააფიქსირა. “15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება. გამოვლინდა ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლებისა და მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლის და აგიტაციის ფაქტები, რაც არღვევს არჩევნების სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების პრინციპს”, […]
ანა დოლიძე – გვჭირდება გადამწყვეტი გოლი, ისეთი ანგარიშით უნდა მოვიგოთ, რომ ვერავითარმა ჭინკამ ვერ გაბედოს ჩვენი გამარჯვების და დამოუკიდებლობის მოპარვა

გვჭირდება გადამწყვეტი გოლი, ისეთი ანგარიშით უნდა მოვიგოთ, რომ ვერავითარმა ჭინკამ ვერ გაბედოს ჩვენი გამარჯვების და ჩვენი დამოუკიდებლობის მოპარვა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებთან მილიონ-ნახევარი ამომრჩეველი უკვე მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულობის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა გამარჯვებას უახლოვდება. „ჩვენ ვუახლოვდებით ისტორიულ გამარჯვებას, მაგრამ […]
ალეკო ელისაშვილი – 2 საათი და ამ ხელისუფლებას დავასრულებთ – ყველაფერი ძალიან კარგად მიდის! აშკარად ვიმარჯვებთ!

2 საათი და ამ ხელისუფლებას დავასრულებთ – ყველაფერი ძალიან კარგად მიდის! აშკარად ვიმარჯვებთ! 2 საათი დარჩა, რომ ამ გამარჯვებას ბოლო წერტილი და ძახილის ნიშანი დავუსვათ, – ეს განცხადება ბრიფინგზე პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. ელისაშვილმა ამომრჩეველს, გასაკუთრებით კი „ჯენზი“ თაობის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა. „ცვლილებების, კოალიციური ხელისფლების, დემოკრატიის დროა! გადახვეწილი […]
მამუკა ხაზარაძე – მოგიწოდებთ მხნედ მივიდეთ, მხარი დავუჭიროთ თავისუფლებას, ევროპულ არჩევანს იმიტომ, რომ დღეს თითოეული თქვენგანი ისტორიას დაწერთ – დავამთავროთ რუსული ხელისუფლება

2 საათში „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, რუსულ ხელისუფლებას დავამთავრებთ და საქართველო ძლიერი ქვეყნის მშენებლობას დაიწყებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ხაზარაძემ საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით კი Gen Z-ის მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. „17:00 საათის მონაცემებით, აქტიურობა არის 51%, ეს არის ძალიან მაგარი აქტიურობა. ეს ნიშნავს, რომ […]
გია ჯაფარიძე – მარნეულის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ცდილობენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის პროვოცირებას და ძალადობენ კომისიის წევრებსა თუ დამკვირვებლებზე

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ცდილობენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის პროვოცირებას და ძალადობენ კომისიის წევრებსა თუ დამკვირვებლებზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც მარნეულში კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად ჩავიდა. ჯაფარიძის თქმით, ყველა დარღვევა აღრიცხული იქნება. მისივე განცხადებით, მთავარია, საქართველოს მოქალაქეებმა არ დაიზარონ და გამოვიდნენ სახლებიდან. „პირველ რიგში, მადლობა […]