ალეკო ელისაშვილი – 2 საათი და ამ ხელისუფლებას დავასრულებთ – ყველაფერი ძალიან კარგად მიდის! აშკარად ვიმარჯვებთ!

2 საათი და ამ ხელისუფლებას დავასრულებთ – ყველაფერი ძალიან კარგად მიდის! აშკარად ვიმარჯვებთ! 2 საათი დარჩა, რომ ამ გამარჯვებას ბოლო წერტილი და ძახილის ნიშანი დავუსვათ, – ეს განცხადება ბრიფინგზე პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
ელისაშვილმა ამომრჩეველს, გასაკუთრებით კი „ჯენზი“ თაობის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ცვლილებების, კოალიციური ხელისფლების, დემოკრატიის დროა! გადახვეწილი ქართველების სამშობლოში დაბრუნების დროა!
„ჯენზი“ თაობის წარმომადგენლებს განსაკუთრები მოგიწოდებთ – ჩვენი ქვეყნის ბედი ახლა თქვენ ხელშია!
გამოდით – 2 საათი დარჩა, დრო 20:00 საათამდე გვაქვს“, – მიმართა ამომრჩეველს ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ