მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო – არსებული ინფორმაციით, საია-ს დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც. არსებული ინფორმაციით, საია-ს დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მე-4 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, მურად მაისურაძის განმარტებით, გოცირიძისთვის უბანზე ხელი არავის დაუკარებია, უბნის გარეთ მომხდარის შესახებ კი არაფერი იცის. მაისურაძის თქმით, გოცირიძე კომისიის წევრს თავს დაესხა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. „ამომრჩეველმა […]

ნინო დოლიძე – მარნეულში კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე – კომისიის წევრმა 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და ჩვენი დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა

მარნეულში კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე – კომისიის წევრმა 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და ჩვენი დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციამ საოლქო-საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. დოლიძემ 18:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა შეაჯამა და დარღვევებზე ისაუბრა. „დამკვირვებლების მიერ მოწოდებული […]

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხმაურია – 10-მდე პირი პარტიის ოფისთან მივიდა და წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხმაურია. 10-მდე პირი პარტიის ტერიტორიაზე მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ინციდენტმა ამ დროისთვის პარტიის ოფისის ტერიტორიიდან კახეთის გზატკეცილისკენ გადაინაცვლა.

კობახიძე: მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდობიან ვითარებაში

მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდობიან ვითარებაში, მშვიდ გარემოში. საქართველოში და საზღვარგარეთ არის 3111 უბანი და არჩევნები მშვიდად წარიმართება 3100-ზე მეტ უბანზე. იყო რამდენიმე უბანი სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება, თუმცა ბოლ ერთი საათია ამ მხრივაც დასტაბილურდა ვითარება.

„ოცნებამ“ სამხრეთ კორეასა და ჩინეთშიც წააგო

„ქართულმა ოცნებამ“ სამხრეთ კორეასა და ჩინეთში გახსნილ უბნებშიც წააგო. შესაბამის ოქმებს გამოცემა „პუბლიკა“ აქვეყნებს. კერძოდ, ჩინეთში გახსნილ უბანზე მისული 57 ამომრჩევლიდან „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 10 ხმა. „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ მიიღო 14 ხმა, „ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 4, „ძლიერი საქართველოსთვის“ – 10, „გახარია საქართველოსთვის“ – 8 ხმა. 4 ხმა მიიღო „გირჩმა“. თითო-თითო ხმა ერგოთ ლეიბორისტულ პარტიას, […]

სეულის საარჩევნო უბანი დაიხურა – შედეგები

კოალიცია ცვლილებისთვის – 18 ხმა 34% ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა – 2 ხმა 4% ძლიერი საქართველო – 15 ხმა 28% გახარია საქართველოსთვის – 9 ხმა 17% საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია – 1ხმა 2% ევროპელი დემოკრატები -1 ხმა 2% საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1 ხმა 2% გირჩი – 4 ხმა 7% წყარო: მთავარი არხი

17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა

ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა. ხმა მისცა 1 768 816-მა ადამიანმა. 2020 წელს ამომრჩეველთა აქტივობა 45.77% იყო, 2012-ში – 53.03%. 26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. პარლამენტის მანდატები განაწილდება […]

„ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ეზოში სცენას ამონტაჟებენ

“ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ეზოში სცენის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სცენასთან ერთად მონიტორებსაც ამონტაჟებენ. სავარაუდოდ, დაგეგმილია უმრავლესობის ლიდერების სიტყვით გამოსვლა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმის მიცემა შეწყდება, “ქართული ოცნების” ლიდერები მოსახლეობას მიმართავენ.

მარნეულში საია-ს თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საია-ს თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. საია პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. “სხეულის დაზიანება არ მაქვს, მნიშვნელოვანი დაზიანება არ მაქვს, თუმცა შემეშალა ხელი ჩემი სადამკვირვებლო საქმიანობაში. ვიყავი N4-ე […]

,, გადავანგრევთ და გადავამტვრევთო თუ როგორ თქვა მდინარაძემ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი: ,,თბილისში 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 542 000–მა ამომრჩეველმა. აქტივობა იყო 54%. დღეს 17 საათის მონაცემებით თბილისში უკვე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში 540 549–მა ამომრჩეველმა. აქტივობა 17 საათის მონაცემებით უკვე იყო 52.42%. გადავანგრევთ და გადავამტვრევთო თუ როგორ თქვა მდინარაძემ? დაგველოდეთ ქოცებო, 20 საათამდე, აი მაგას გიზამთ ზუსტად, მინიმუმ თბილისში“