ირაკლი კობახიძე – თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მით უკეთესი! – რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ბოკუჩავას, სამადაშვილს, გეგელიას, ბუაძეს, დათუნაშვილს?! რაც ნაკლები შემოვა, მით უკეთესი!

თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მით უკეთესი! – რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, გრიგოლ გეგელიას, საბა ბუაძეს, თაზო დათუნაშვილს?! ისინი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის სრულიად შეუფერებელი სახეები არიან! რაც ნაკლები შემოვა პარლამენტში, მით უკეთესი! – ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის თქმით, თუ პარლამენტი ლეგიტიმურად არჩეული […]

ირაკლი კობახიძე – არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-თან, არც შინაგან საქმეთა მინისტრთან – მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზურაბიშვილი ძალადობას ახალისებდა და ახლა მისი ნიანგის ცრემლები საინტერესო არაა

არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-თან, არც შს მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ შს მინისტრს და მის მოადგილეს ვერ უკავშირდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს სუბორდინაციის სისტემას. „ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში არსებობს ვერტიკალი, არსებობს მთავრობა, […]

სოფო ჯაფარიძე – რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ – ივანიშვილს მივმართავ, ვერ შეგვაშინებ, ვერ გაგვტეხ, ვერ გაგვაჩერებ, რამდენიმე საათში დასრულდებით!

რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე საათი დარჩა, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს. „ეს რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები და აგრესიაზე არიან გადასულები, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. ბიძინა ივანიშვილს […]

არასამთავრობო ორგანიზაცია „ხმის გუშაგის“ დამკვირვებლის განცხადებით, საია-ს დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს ფიზიკურად ცესკო-ს წევრი გაუსწორდა

არასამთავრობო ორგანიზაციის, „ხმის გუშაგის“ დამკვირვებლის, ევა სადიკოვას განცხადებით, საია-ს დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს ფიზიკურად ცესკო-ს წევრი გაუსწორდა. მისი განმარტებით, გოცირიძეს ხელი საარჩევნო უბანზე დაარტყეს. მას არ დაუნახავს გოცირიძის მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელება. „გიორგი გოცირიძე უბანზე, როგორც დამკვირვებელი, ისე იყო მოსული, შეამჩნია, რომ ამომრჩეველი მეორედ შედიოდა ხმის მისაცემად სხვა პასპორტით. აღნიშნულზე რეგისტრატორს მისცა შენიშვნა, რაზეც […]

ჩვენ უკვე გვაქვს დამაჯერებელი გამარჯვება, მაგრამ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე გარანტირებული არ არის – ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული, დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისივე თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები- სასწორის ერთ […]

ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები – ცესკო

ამ დროისათვის კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს. “ცესკო ჩართულ მხარეებს […]

ზალკალიანი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაუმჯობესდება

“იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ქვეყნის განვითარების, მშვიდობის და ევროინტეგრაციისთვის,” – ამის შესახებ BMG -სთან აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე მნიშვნელოვანია არჩევნები დემოკრატიულად და საერთაშორისო პრინციპებთან შესაბამისად ჩატარდეს. „გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ გვყავს […]

„დაძაბული“ – ზვიად ციკოლია ბიზნეს გარემოზე

არჩევნები და პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში ბიზნეს გარემოზე გავლენას ახდენს. წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესის ნაწილი პროცესებს ანელებს ან აჩერებს. ,,კომერსანტმა’’ ქვეყანაში შექმნილი ბინზეს გარემოს შეფასება ზვიად ციკოლიას სთხოვა. ,,ყველა მოლოდინშია, გაუგებრობაშია, გაურკვევლობაშია. რა იქნება, როგორ იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები. მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ყოველთვის აღიბეჭდება ბიზნესზე. ბევრ ბიზნესმენს ვხვდები და ყველა გარკვეულ წილად გაშეშებულ მდგომარეობაშია. აქტიურ ქმედებებს […]

ზუგდიდში ამომრჩეველი ამბობს, რომ კომისიის წევრმა მისი ბიულეტენი თავად გააფერადა

ზუგდიდში ერთ-ერთი ამომრჩეველი, – 77 წლის ნათელა კვიტია, – ამბობს, რომ კომისიის წევრმა, რომელმაც მასთან გადასატანი ყუთი მიიტანა, თავად გააფერადა ბიულეტენში „ქართული ოცნება“. „მომიტანეს ბიულეტენი ჩემთვის უნდოდათ გადაეცათ. მე მხედველობა არ მაქვს კარგი, ამიტომ ვთხოვე, შვილიშვილს შეეძლო თუ არა ჩემს მაგივრად. კიო, მითხრა. რომ მისცა ის ბიულეტენი [შვილიშვილს], წაართვა და თვითონ შემოხაზა 41 დამკვირვებელმა. მერე […]

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 პროცენტს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 7:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 1 768 816 ამომრჩეველი. რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 47.84 %; თბილისი – 52.42%; კახეთი – 51.33%; მცხეთა-მთიანეთი – 51.93%; ქვემო ქართლი – 42.29%; შიდა ქართლი – 50.67 %; სამცხე-ჯავახეთი – 52.38%; რაჭა ლეჩხუმი – […]