2024 წლის საპარლამენბტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები – Edison Research, Harris X-ი, “გორბი”

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს. ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში, რომელიც სრულად პრიპორციული წესით ჩატარდა, შედეგები ასე ნაწილდება: – (#41) “ქართული ოცნება“ – 40,9 % (#5) “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16, 7 % (#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 16, 7 […]
„იმედის“ ეგზიტპოლით „ოცნება“ იგებს, „მთავარი არხის“ და „ფორმულის“ მიხედვით – ოპოზიცია – პირველადი შედეგები

ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლის ვადით რჩება, თუმცა საპირისპირო შედეგებს აჩვენებს „მთავარი არხისა“ და „ფორმულისთვის“ ჩატარებული კვლევები. ეს არ არის 20:00 საათის მონაცემები. „იმედის“ ეგზიტპოლი „გორბმა“ ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით: · ქართული ოცნება – 56,1%; · ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 11,6; · კოალიცია ცვლილებისთვის – 12,6%; […]
საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

20:00 საათზე საქართველოში დაიხურა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნები. ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უბნებზე მათ დახურვამდე მივიდნენ, ხმის მიცემას შეძლებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგებს, სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოაცხადებს. ცნობილი გახდება ამომრჩეველთა აქტივობაც. 17:00 საათისთვის აქტივობა 50.6% იყო, რაც ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ხმა მისცა 1 768 816-მა ამომრჩეველმა. წინა, 2020 წლის საპარლამენტო […]
„იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 პროცენტი მიიღო. ნდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.
“ქართული ოცნების” ეზოში სცენას და მონიტორებს ამონტაჟებენ

“ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ეზოში სცენის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს. სცენასთან ერთად ამონტაჟებენ მონიტორებსაც. სავარაუდოდ, დაგეგმილია უმრავლესობის ლიდერების სიტყვით გამოსვლა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმის მიცემა შეწყდება, “ქართული ოცნების” ლიდერები მოსახლეობას მიმართავენ.
ვაშინგტონის უბანზე ამომრჩევლები მოდიან და სიაში არ არიან – დამკვირვებელი

აშშ-ში გახსნილ ვაშინგტონის საარჩევნო უბანზე სულ მცირე 13 მოქალაქეს უთხრეს, რომ ისინი საარჩევნო სიაში არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკონსულო აღრიცხვა ჰქონდათ გავლილი „რამდენიმე წუთის წინ დავწერე საჩივარი – ამომრჩევლები მოდიან და სიაში არ არიან. ვიცით, რომ ვაშინგტონში სხვადასხვა შტატიდან ჩამოდიან ხმის მისაცემად. ცესკოს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შესაძლოა, ადამიანებმა გაიარეს ბოლო მომენტებში რეგისტრაცია და […]
კენჭისყრა დასრულდა, რა ხდება შემდეგ – პროცედურას ცესკო განმარტავს

“კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე – ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ,” – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული […]
,,ქოცებმა რესტორან ბოტანიკოში ჯავშანი გააუქმეს. საზეიმო სუფრა ქონდათ შეკვეთილი” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ქოცებმა რესტორან ბოტანიკოში ჯავშანი გააუქმეს. საზეიმო სუფრა ქონდათ შეკვეთილი” ნინო ჯანგირაშვილის პოსტს ეხმაურება ,,ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე: ,,ამ რესტორნის მენეჯერის ნომერი მჭირდება, ჩვენ უნდა დავჯავშნოთ”
“ივანიშვილი მირჩევნია სტალინს, ვინც ამოსაწყვეტია, უნდა ამოწყდეს” – გრიშა ონიანი

სოფლის მეურნეობის სპეციალისტი გრიშა ონიანი ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მას ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს თუ ვინ ურჩევნია, სტალინი თუ ბიძინა ივანიშვილი. გრიშა ონიანის მხრიდან სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია, თუმცა მან ჟურნალისტებს უპასუხა, რომ სტალინს ივანიშვილი ურჩევნია. “ბიძინა ივანიშვილი მირჩევნია სტალინს, დიახ, ბატონო, სტალინს. ბიძინას უფრო კარგი რეფორმები აქვს, ის, მაშინ ბნელ […]
,, პირველი არჩევნები არ არის და ყველას გვესმის ზეაქტიურობის ლოგიკა” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: ,,წესით კარგად უნდა ესმოდეს პოლიციას, ცსკ-ოს, ე.წ. სპეცნაზს ( სუს თუ არ ესმის ეგ არაფერს ნიშნავს) 8 საათის შემდეგ ოცნების პოლიტიკური პირების დავალებები კერძო პირების ჰაერზე ნათქვამი განკარგულებებია. მათ დებულებებში გაწერილ ფუნქციურ მოვალეობებიდან გასვლას ვერავითარი პოლიტიკური ლოიალურობა ვეღარ გადააზღვევს. დარჩით კანონიერების ჩარჩოებში. პ.ს. პირველი არჩევნები არ არის და ყველას გვესმის ზეაქტიურობის […]