17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა

ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა. ხმა მისცა 1 768 816-მა ადამიანმა. 2020 წელს ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის 45.77% იყო, 2012-ში – 53.03%. 26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. პარლამენტის […]

სალომე ზურაბიშვილი – უმრავლესობის წარმომადგენლები არადემოკრატიულად აცხადებენ „მოვიგეთო“, სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში – არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არადემოკრატიულად და არაევროპულად იქცევა, როცა შედეგების გამოცხადებამდე, არჩევნებში გამარჯვებაში მოქალაქეებს არწმუნებს. როგორც მან ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება და საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ მცირე დროში კენჭისყრაში მონაწილეობა. „მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ „მოვიგეთო“. რაღაცა სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ […]

თორნიკე რიჟვაძე – ბათუმში და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წინასწარი მონაცემებით, დამაჯერებლად ვიმარჯვებთ – პატივცემულ ოპოზიციას საზღვარგარეთ რამდენიმე უბნის მოგება უხარია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ

ბათუმში და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წინასწარი მონაცემებით ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი დამარცხებას უნდა შეეგუონ. „დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო საათებში მაქსიმალურად მობილიზაციის პირობებში – შევძლებთ დასახული მიზანი, როგორც მყარი კონსტიტუციური […]

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში „ლელოს“ წევრმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა

მარნეულში კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის წევრმა 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი უბნიდან გააძევა. ამ თემაზე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციამ საოლქო-საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ბიულეტენები ყუთში ჩაყარა, „ლელოს“ წევრია.

ხუთი ადამიანი, მათ შორის მოზარდი, ემსხვერპლა უკრაინაზე რუსეთის იერიშებს

სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და შვიდი, მათ შორის ბავშვი, დაიჭრა რუსეთის მხრიდან თავდასხმის შედეგად უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, – ტელეგრამით იუწყება რეგიონის გუბერნატორი, ოლექსანდრ პროკუდინი 26 ოქტომბრის დილას. კიევში რუსეთის მხრიდან ღამის განმავლობაში დრონებით განხორციელებულმა იერიშმა მოზარდი იმსხვერპლა, – აცხადებს ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო. კიევის რეგიონში უფრო ფართოდ, დრონებით იერიშს […]

დავითაშვილმა “ანჟერთან” წონასწორობა აღადგინა [VIDEO]

ჩემი იღბლის დედაც თამაშში.. ასტონვილას ერთიანი მეწერა და სად გაუშვა ბურთი 8000 ლარს ვიგებდი მინიმუმ 1000 ბილეთი მექნება 1თმა რო გამამწარა თან სად გაუშვა ბურთი არვიცი პროსტა მე მეთამაშება დედამიწა და ყვრლაფერიიი სამყაროში…

“თუ ცვლილება არ მოხდა, ჩვენი მომავალი გაურკვეველია…“ – თემურ ჭყონია შვილთან ერთად საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

ბიზნესმენი, თემურ ჭყონია, შვილთან, სოფო ჭყონიასთან, ერთად საარჩევნო უბანზე გამოჩნდა, მან კომენტარი მედიასთანაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ირჩევს. “თითოეული მოქალაქე დღეს ქვეყნის მმართველია. მათ ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის წარმატება, ჩვენი ქვეყნის იმიჯი. ჩვენ არჩევანზეა დამოკიდებული, რა ქვეყანა ვართ ჩვენ, უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოს მოქალაქე არის თანამედროვე შეხედულების თანამოზიარე, რაც […]

სახალხო დამცველი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ არჩევნებზე ჩადენილი შესაძლო დანაშაულები

საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ (17:30სთ-ის მონაცემები) განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის ოფისი, რომელიც დილიდან აკვირდება საარჩევნო პროცესს, გამოეხმაურა ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის, დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების მიმართაც. ძალადობრივი ინციდენტები: · „ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე; · ხმაური […]

არნახული საარჩევნო აქტივობა ნიუ-იორკში – “ამერიკის ხმის” ჩართვა “ტვ-პირველზე”

დაახლოებით 3-საათიან რიგში დგანან ნიუ-იორკის უბნებზე მისულები, სადაც 25 შტატის 12 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ნაწილმა რიგი მანჰეტენზე დილის 7 საათიდან დაიკავა. იმის გამო, რომ ოთხივე საარჩევნო უბანი ერთ შენობაშია განთავსებული, დღის განმავლობაში, რიგის კიდევ უფრო გაზრდას ვარაუდობენ.

პრეზიდენტი მოქალაქეებს – ვისაც სურვილი აქვს მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, ახლა და აქ უნდა მიხვიდეთ, სხვა დრო აღარ იქნება – თქვენთვის, თქვენი შვილებისა და მომავალი საქართველოსთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ მცირე დროში მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მისვლისა და აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც მან ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მმართველი პარტია მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს, როცა ამბობს, რომ არჩევნებს იგებს. მისივე თქმით, პასუხი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე არის თვითდაჯერება და შედეგებისთვის ევროპულად დალოდება. „საათზე ნაკლები დარჩა. ვინც არ მისულა უბანზე, ჯერ კიდევ არის დრო, რომ […]