Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა – ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ – 8,2 %

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს. ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში, რომელიც სრულად პრიპორციული წესით ჩატარდა, შედეგები ასე ნაწილდება: – (#41) “ქართული ოცნება“ – 40,9 % (#5) “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16, 7 % (#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 16, 7 […]

ბიძინა ივანიშვილი – მადლობა მინდა გადაგიხადოთ მთელს საქართველოს, რომელიც ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია – იშვიათია ასეთი შემთხვევა მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს

“იმედის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მიმართა. „მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს – ეს […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მილიონზე მეტი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს – გილოცავთ!

ამ გამარჯვების მთავარი ავტორი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხია – ჩვენი მილიონზე მეტი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს. გილოცავთ! – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „გორბის“ ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტიის მხარდამჭერებს. მისი […]

„გორბის“ ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 56.1% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერმა საქართველომ“ – 7.0 %

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. კერძოდ: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %; „გირჩი“ – 3.0 %; „საქართველოს პატრიოტთა […]

“სასწაული ხდება!.. ვატყობ,რომ მომიწევს სიმღერა! “ – პაატა ბურჭულაძე

საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში არჩევნებს ეხმაურება. “სასწაული ხდება! როგორც დამკვირებელი უკვე მესამე უბანზე ვარ. და ხალხის ნაკადი არ წყდება. ვგრძნობ,რომ მაგრად ვიმარჯვებთ რადგან ძალიან ბევრს დღეს საღამოს ჩემთან ერთად საქართველოს ჰიმნის სიმღერა სურს. ვატყობ,რომ მომიწევს სიმღერა! “- წერს პაატა.

ვიდეო: “მივეცით ხმა, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად ევროპისკენ“ – რა ვიდეოს აქვეყნებენ ლელა და მამულიჩა

„მივეცით ხმა, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად ევროპისკენ“ – ამბობენ ლელა წურწუმია და მამულიჩა ვიდეოში, რომელიც არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ გამოაქვეყნეს. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. აი რა ვიდეოს აქვეყნებს მომღერალი:

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არჩევნებში მონაწილეობას იღებს

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არჩევნებში მონაწილეობას იღებს. მას გადასატანი ყუთი საპატრიარქოში მიუტანეს და თავისი ხმა ასე დააფიქსირა.

კორეაში ოპოზიციამ ჯამში 96.2% აიღო, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” 3.8%

სამხრეთ კორეაში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. წინასწარი შედეგებით, ოპოზიციას ჯამში 96.2% აქვს, “ქართულ ოცნებას” კი 3.8%. სეულში არჩევნებში საქართველოს 53-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ოპოზიციამ ჯამში 51 ხმა აიღო, “ოცნებამ“ კი 2 ხმა.

ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

(#41) “ქართული ოცნება“ – 40,9 % (#5) “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16, 7 % (#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 16, 7 % (#9) “ძლიერი საქართველო“ – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 10, 3 % (#25) “გახარია საქართველოსთვის“ – 8,2 % (#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2%; (#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – […]

„ფორმულას“, „მთავარის“ და „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგები

სამმა ქართულმა ტელეარხმა – „ფორმულამ“, „მთავარმა“ და „იმედმა“ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს. ეს არჩევნების არც ოფიციალური და არც წინასწარი შედეგებია. ისინი მოგვიანებით უნდა გამოქვეყნდეს. „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას მარტო ვერ შეკრავს – ასეთია ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „Edison Research“-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. ამ ეგზიტპოლების თანახმად, ბარიერი სულ ხუთმა პარტიამ გადალახა, თუმცა ოპოზიციამ ჯამურად უფრო მეტი მანდატი უნდა […]