„საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და სიმწიფე“ – სალომე ზურაბიშვილი

ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ , საქართველოს პრეზიდენტი X-ზე პოსტს აქვეყნებს: „საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და სიმწიფე… მე ვამაყობ და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში!”
„რა ჟმოტები არიან ბანკეტის სუფრა რომ გააუქმეს. ქელეხს გადახდა არ უნდა?“ – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას, „ოცნების“ მიერ საზეიმო სუფრის ჯავშანის გაუქმების შესახებ, ასე ეხმაურება: „რა ჟმოტები არიან ბანკეტის სუფრა რომ გააუქმეს. ქელეხს გადახდა არ უნდა?“
მამუკა ხაზარაძე: ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ ამბობს, რომ საქართველოში დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა და ამას წერტილი დაუსვა ქართულმა საზოგადოებამ. “ხალხის ნება გამოხატულია, ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა. საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს წარმომადგენლებს უბნებზე, რომ ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები, ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი და კიდევ […]
იმედის ეგზიტპოლზე დაყრდნობით ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს

იმედის ეგზიტპოლზე დაყრდნობით ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ამავე დროს, GORBI-ს ეგზიტპოლის შედეგებით, ქართულმა ოცნებამ 56% მიიღო, ამავე დროს, სხვა ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ ჯამურად მმართველ პარტიაზე მეტი აიღო. “იშვიათია ასეთი შემთხვევა, რომ ერთი და იგივე სიტუაცია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს, ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ და ვარწმუნებ ჩვენს […]
ოპოზიცია – 51.9; ოცნება – 40.9% – Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ფორმულას ეთერში Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგი გამოცხადდა. 18:00 საათის მონაცემებით, შედეგები ასე გადანაწილდა: · ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 40.9% · ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 16.7% · კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 16.7% · ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10.3% · გახარია […]
“მთავარი არხის” ეგზიტპოლის მიხედვით, ოპოზიციამ გაიმარჯვა

“მთავარი არხის” დაკვეთით, Harrys X -ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა: · “ქართული ოცნება” – 42% · “კოალიცია ცვლილებისთვის” – 18% · “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 13% · “ძლიერი საქართველო” – 9% · “გახარია საქართველოსთვის” – 8%
„იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით „ოცნებამ“ გაიმარჯვა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 პროცენტი მიიღო. ნდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.
ოპოზიცია – 51.9; ოცნება – 40.9% – Edison Research-ის ეგზტიპოლის შედეგები

ოპოზიცია – 51.9; ოცნება – 40.9% – Edison Research-ის ეგზტიპოლის შედეგები
Harris X-ის ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42% მიიღო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 13%; „ძლიერმა საქართველომ“ – 9%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8%

„მთავარი არხის“ დაკვეთით, Harris X-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 20:00 საათისთვის 5%-იან ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. უფრო კონკრეტულად, Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ამომრჩეველთა 42%-ის მხარდაჭერა აქვს. სხვა პოლიტიკური სუბიექტების შედეგები კი ასეთია: „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18% „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13% „ძლიერი საქართველო“- 9% „გახარია საქართველოსთვის“ – 8%
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა, 20:00 საათზე უბნები დაიხურა – იწყება ბიულეტენების დათვლა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა უკვე არჩევნების შედეგების დათვლა იწყება. საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, ეს ელექტრონული არჩევნები იყო, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-ს ხმის მიცემა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით […]