ბიძინა ივანიშვილი – პრემიერ-მინისტრი სანთლით საძებნი კაცია, გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, ვუყურებ და მიხარია – გუნდში არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა, ამას გპირდებით

გუნდის ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. პრემიერ-მინისტრი სანთლით საძებნი კაცია – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” უამრავი წარმატებული ადამიანია. “გუნდის ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების […]
თინა ბოკუჩავა – მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ და ქართველმა ხალხმა – ივანიშვილის დრო დასრულდა!

ივანიშვილის დრო დასრულდა! – უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ ასევე უმოკლეს დროში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით […]
მამუკა ხაზარაძე – საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, ამას წერტილი ქართულმა საზოგადოებამ დაუსვა – გილოცავთ რუსული ხელისუფლების დამარცხებას!

გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! – ხალხის ნება გამოხატულია, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები. მისივე თქმით, დამკვირვებლებმა ახლა საქართველოს მოქალაქეების ხმები უბნებზე უნდა დაიცვან. „გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ წარმომადგენელს […]
შალვა პაპუაშვილი – დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და გადასცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“

4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და გადასცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში მოწყობილ ღონისძიებაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა […]
სალომე ზურაბიშვილი – ევროპული საქართველო 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც

ევროპული საქართველო 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. მისი თქმით, საქართველომ აჩვენა დემოკრატია. „ევროპული საქართველო 52%-ით იგებს არჩევნების გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც. საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და ზრდასრულობა… მეამაყება და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში!” – წერს ზურაბიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი – ჩვენი ქვეყანა 4 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს, 4 წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში – მე დღეს შეხვედრა მქონდა უცხოელებთან, გაოცებულები არიან ჩვენი შედეგებით, რაც ბოლო წლებში მივიღეთ

მე დღეს შეხვედრა მქონდა უცხოელებთან, გაოცებულები არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისასა “ქართული ოცნების” ამომრჩეველს მიმართა და მადლობა გადაუხადა. “მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, […]
ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საამაყო ხალხს, ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს „ქართულ ოცნებას“

მინდა შევუერთდე ამ საზეიმო მომენტებს და წუთებს და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მადლობას უხდის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, როგორც „დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს“. „მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და […]
თორნიკე რიჟვაძე – ჩვენც პროევროპელები ვართ, გვინდა ნამდვილი ევროპული სახელმწიფო – ყველაფერს გავაკეთებთ ამ ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის

ჩვენც პროევროპელები ვართ, ჩვენც გვინდა ნამდვილი ევროპული ჭეშმარიტი სახელმწიფო,- ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა. მან არჩევნების წინასწარი შედეგები მოქალაქეებს მიულოცა. “ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, დაველოდოთ, რამდენიმე წუთში იქნება შედეგები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ზეიმი მართლაც ისტორიული გამარჯვების გაგრძელდება, რამდენიმე დღე და ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს. ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან ჩვენც პროევროპელები ვართ, […]
კახა კალაძე – დღეს საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი

დღეს საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გაცნობის შემდეგ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში მოწყობილი სცენიდან მიმართვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში. „გილოცავთ, მეგობრებო! ძალიან მიხარია და პირველ რიგში, მინდა თითოეულ ამომრჩეველს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა. დღეს […]
გარწმუნებთ, რომ უახლოეს 4 წელში გავაკეთებთ ძალიან ბევრს და საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში. ჩვენი გუნდი აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას

გარწმუნებთ, რომ უახლოეს 4 წელში გავაკეთებთ ძალიან ბევრს და საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში. ჩვენი გუნდი აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას იშვიათია ასეთი რამე მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია 12 წელი, ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ შედეგებს, – ასეთია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძიან ივანიშვილის განცხადება. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ საქართველო […]