„არც ზეიმის დროა ეხლა და არც გლოვის“ – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „არც ზეიმის დროა ეხლა და არც გლოვის. ვინმე ელოდა რომ ქოცები დამარცხებას აღიარებდნენ და არ გააყალბებდნენ?! უბრალოდ, რომ ყოფილიყო ოპოზიციის ერთიანი სია, რომ არ გასულიყვნენ ცალ-ცალკე უპერსპექტივო ამპარტავანი ან სულაც ხელისუფლებასთან გარიგებული პარტიები და დეიდაშვილ-მამიდაშვილობის ნიშნით მათთვის ხმა არ მიეცათ ბრიყვებს, რომლებსაც ვერ გავაგებინეთ რომ ეს ხმები საბოლოოდ ოცნებას დარჩება, […]

არმაზ ახვლედიანი – ოთხივე ოპოზიციური პარტია ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვისა და მოქმედებების გეგმა – არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება

ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არმაზ ახვლედიანი FACEBOOK-ზე წერს. არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ოპოზიციამ ახლა გამარჯვების დაცვის გეგმა უნდა შეიმუშაოს. „ბარიერგადალახული და რეალურად გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვისა და […]

ამ დროისთვის დათვლილი უბნებს შედეგების მიხედვით, ბარიერგადალახულ ოთხ ოპოზიციურ სუბიექტს შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერობს

2 201 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის ყველაზე მაღალი შედეგი აქვს „კოალიცია ცვლილებისთვის“ 11.208 %-ით, მას მოსდევს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9.836 % აქვს. რაც შეეხება „ძლიერ საქართველოს“, წინასწარი შედეგების მიხედვით მას ამომრჩეველთა 9.033 %-მა დაუჭირა მხარი, შემდეგ ადგილზე კი „გახარია- საქართველოსთვისაა“ – 8.233 %-ით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 […]

კახა კალაძე – გადახედეთ ვინ არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რა განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ – ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეძლებს

გადახედეთ ვინ არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები , რა განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ. ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიცია შეძლებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობდეს ოპოზიცია, არის მნიშვნელოვანი, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ქვეყნისთვის. კალაძეს ეჭვი ეპარება, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულობას შეძლებს. „გადახედეთ ვინ არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები , რა განცხადებებით […]

მარგარიტა სიმონიანი ეხმაურება საქართველოში არჩევნების შედეგებს

„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“ 22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 206-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 52.99% დააგროვა. არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრიც. მან „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს დაითვლიან იმ საარჩევნო […]

ვინ გახდება 2024 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი? – სავარაუდო სია

საქართველოში დღეს, 26 ოქტომბერს, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დათვლილია ხმების 70 პროცენტი (2201 უბანი 3111 უბნიდან). ამ მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობაში მეოთხე ვადით რჩება „ქართული ოცნება“. · ბიძინა ივანიშვილი – “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე; · ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტრი; · ირაკლი ღარიბაშვილი – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი; · შალვა პაპუაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე; […]

„ევროკავშირის პასპორტი ნიშნავს ევროკავშირის შრომის უფლებებს, სოციალურ უზრუნველყოფას, ხელფასებს, პენსიებს“ – გიორგი ქადაგიძე

„ევროკავშირის პასპორტი ნიშნავს ევროკავშირის შრომის უფლებებს, სოციალურ უზრუნველყოფას, ხელფასებს და პენსიებს“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობას მიაღწევს, აფხაზებსაც და ოსებსაც ენდომებათ ევროკავშირის მოქალაქეები გახდნენ. „ჩემი და თითოეული ჩვენგანის ოცნება იქნება, რომ ჩვენი პასპორტი იქნება ევროკავშირის პასპორტი. იმიტომ, რომ ევროკავშირის პასპორტი […]

„ანუ ეს ხალხი რეგიონებში იმიტომ დაიძრა, ემიგრანტებმა იმიტომ გაიარეს ასობით კილომეტრი, რომ ქოცებმა კარგად ყვლიფონ ქვეყანა?“ – ქეთევან ენუქიძე

„შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე ცესკოს წინასწარი შედეგების გამოცხადებას ასე ეხმაურება: „რას ბოდავენ ქოცები? ანუ ეს ხალხი რეგიონებში იმიტომ დაიძრა, საარჩევნო უბნებთან უგრძელეს რიგებში იმიტომ იდგა საათობით, ემიგრანტებმა იმიტომ გაიარეს ასობით კილომეტრი, რომ ქოცებმა კარგად ყვლიფონ ქვეყანა, ბიძინას გუნდრუკი უკმიონ და ერი საკუთარ მომავალს მუხასრანსკის იქით ვერ ხედავს? რაშიგან ხართ, ქოცებო? ყველა თქვენი ამომრჩეველივით […]

კახა კალაძე – დიდი წარმოდგენა არ მაქვს ოპოზიციაზე, გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი

მე 2012 წლიდან მონაწილეობას ვიღებ არჩევნებში, ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო და კამპანია მე არ მახსოვს , – ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე არჩევნების შეჯამებისა და ოპოზიციის მოსალოდნელ გეგმებზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით უპასუხა. როგორც კალაძემ განმარტა, ოპოზიციაზე დიდი წარმოდგენა არ აქვს და არ იცის, როგორ იმოქმედებს საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ. […]