უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარაში „ქართული ოცნება” 56.66%-ით ლიდერობს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 251 ელექტრონული უბნიდან, ამ დროისთვის, დათვლილია 242 უბნის მონაცემები , – ამის შესახებ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნება” 56.66%-ით ლიდერობს. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ”- 8.68% მიიღო; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”- 14.03%; „ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”- 6.26%; ,,გახარია საქართველოსთვის”- 8.92%. „აჭარის ავტონომიურ […]

“მრავალეროვანი საქართველო” სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლების მიერ 15:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ 15:00 – 20:00 პერიოდში გამოვლინდა სულ 40 ინციდენტი. მათი ცნობით, ყველაზე მეტი ინციდენტების რაოდენობა კვლავაც მარნეულის საარჩევნო ოლქში გამოვლინდა. არსებული დროისათვის „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ 5 საჩივარი იქნა […]

„ამიხსენით რას ზეიმობთ?..ვერ ხვდებით, რომ გტესტავენ რა რეაქცია გექნებათ 52%-ზე?!“ – მაია ნადირაძე

ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე: „ამ ერთხელაც მაპატიეთ ჩემი თეთრი ყვავობა და ამიხსენით რას ზეიმობთ?

„თუ რამე დანამდვილებით შეიძლება ითქვას საქართველოზე, ეს არის ის, რომ…“ -რას წერს ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც პატიმრობიდან გაTავისუფლების შემდეგ არც ერთ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია და არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პირველ საჯარო პოსტს აქვეყნებს: „თუ რამე დანამდვილებით შეიძლება ითქვას საქართველოზე, ეს არის ის, რომ მისი საზოგადოების თითქმის ნახევარი არასოდეს დაუჭერდა მხარს პრორუსულ მთავრობას. გამორიცხულია.“

ვიდრე “მანჩესტერს” ჩაიბარებს, ხავიმ კვარაცხელიას შეძენა მოითხოვა

ბრიტანული football365-ის ცნობით, „მანჩესტერის“ უხეირო ასპარეზობის გამო, შეიძლება მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი სამუშაოდან დაითხოვონ და მის ნაცვლად „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცი ხავი დანიშნონ. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერი“ ხავისთან მოლაპარაკებას აწარმოებს და უნდა თავის შესაძლო მომავალ გუნდში ფერმინ ლოპესი და რაფინია გადაიყვანოს. ახლა კი გამოცემა იტყობინება, რომ ვიდრე შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდება, ესპანელმა „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას […]

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქართველებს გამარჯვებას ულოცავს

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება. „ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“, – წერს იგი ტელეგრამში.

„რაც ადრე და მალე გავიგებთ და გავაცნობიერებთ ამას, იქნება უკეთესი ჩვენთვისაც და პირველ რიგში ქვეყნისთვის“ – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე: „მერე უფრო ვრცლად დავწერ რა მოხდა და რატომ მოხდა ეს ყველაფერი ამ არჩევნებზე. უფრო მოკლედ რომ ვთქვა ერთად-ერთი აქსიომური გზა არსებობს ამ მარაზმის დამარცხებისა რასაც დღევანდელი პოლიტიკური ბნელიტა ქვია გნებავთ სახელისუფლებო და გნებავთ ოპოზიციური.. უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, პირველ ეტაპზე ერთი მაინც, რომელიც სრულად დისტანცირდება ამ პოლიტიკური გვამების და […]

მამუკა მდინარაძე – ცოტა მეტ შედეგს ველოდით, როგორც ჩანს გახარიამ მოახერხა ჩვენი ხმების პარაზიტობა, ამისათვის იყო ის ჩანერგილი – მე პირადად მოლოდინი მქონდა, რომ 100 მანდატი გვექნებოდა

გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ცოტა მეტ შედეგს ველოდით, როგორც ჩანს გახარიამ მოახერხა ჩვენი ხმების პარაზიტობა, ამისათვის იყო ის ჩანერგილი , – ამის შესახებ “ქართულო ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, „აგენტურულმა პარტიებმა და მათმა პატრონებმა კარგად გათვალეს“. “ეგზიტპოლის შედეგებშიც კი არ ჩანდა იმიტომ, რომ ვიღაცებს რცხვენოდათ “ქართული ოცნების” ხმების პარაზიტის გამხელა, რომ მას […]

ოლექსი გონჩარენკო – ორბანმა სირცხვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას

ორბანმა სირცვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას. ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფება. “ორბანმა სირცხვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას”, – წერს გონჩარენკო. შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს […]

“ბაბუს ხმა დაიკარგა…”- ნატალია ყიფშიძე ამბობს, რომ მისმა ბაბუამ გადასატანი ყუთით ვერ ისარგებლა

ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ბაბუის ხმა დაიკარგა. როგორც ყიფშიძე განმარტავს, მისმა ბაბუამ გადასატანი ყუთით ვერ ისარგებლა მიუხედავად იმისა, რომ გამოჰკითხეს მისი ოჯახის წევრები, იმასთან დაკავშირებით სურდათ თუ არა საარჩევნო ყუთის სახლში მოტანა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს: “ჩემი ბიჭი ბაბუ ხომ გახსოვთ? ბოლო 25 წელია ვერ დადის და სახლიდან აძლევს ხმას. ყოველ არჩევნებზე […]