ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით არჩევნებში “ქართული ოცნება” 53.02 %-ით ლიდერობს

ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.028 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც ხმების 11.185 %. „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 9,852 % მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,011 % აქვს. “გახარია საქართველოსთვის” – 8.224%. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3111 […]
კახა კალაძე – ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, მოაწყოს გადატრიალება და რევოლუცია – ეს რადიკალური დაჯგუფება დამარცხებულია, თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, მოჰყვება მკაცრი რეაგირება

თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში , – ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ გადატრიალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა. კალაძის თქმით, იმისთვის, რომ გადატრიალება მოაწყოს, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. “ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, […]
მამუკა მდინარაძე: „ალბათ დაიწყებენ ახლა, არ შევალთ პარლამენტშიო. ნუ შემოვლენ!“

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე შეაჯამა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო. მან აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ მყარი უმრავლესობა მოიპოვა. მდინარაძემ მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს, ვინც, მისი თქმით, მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და […]
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგებით ბარიერი ხუთმა სუბიექტმა გადალახა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა „ქართულმა ოცნებამ” მიიღო. 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ 4-მა პარტიამ. 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სულ 11 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება” – 56.66% „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – 14.3% „გახარია საქართველოსთვის” – 8.92% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი […]
2024 წლის შედეგები: როგორ ნაწილდება მანდატები ცესკოს პირველადი მონაცემებით?

საქართველოში დღეს, 26 ოქტომბერს, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დათვლილია მიღებული ხმების 70 პროცენტი. ამ მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობაში მეოთხე ვადით რჩება „ქართული ოცნება“. 3111 უბნიდან დათვლილი 2201 უბნის მიხედვით, მანდატები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 88 მანდატი, ოპოზიცია – 62 მანდატი: · “ქართული ოცნება” – 88 მანდატი (საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის დასამტკიცებლად საკმარისია 76 ხმა); · […]
პლანეტის უდიდესი ტბა სწრაფად შრება – ექსპერტები შიშობენ, რომ ის ვერასდროს აღდგება

პლანეტის უდიდესი უდიდესი ტბა “კასპიის ზღვაა”, მისი დახვეული სანაპირო 4000 მილზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული და მას ხუთი ქვეყანა: ყაზახეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქმენეთი ესაზღვრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ეს ქვეყნები კასპიის ზღვაზე არაერთი მიმართულებით არიან დამოკიდებულები, მათ შორის, მეთევზეობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სასმელი წყლის, ასევე ნავთობისა და გაზის მარაგებით. კასპიის ზღვა ხელს უწყობს ამ […]
ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში 52.99% -ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 206 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 52.991% (935 004 ხმა) მიიღო. მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ რომელმაც 197 619 ხმა – 11.2% მიიღო. „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 173 510 ხმა, 9,83% მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 159 306 […]
გიორგი კალანდარიშვილი – არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა – საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა. კალანდარიშვილის თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მისცა საშუალება, რომ კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში წინასწარი პირველადი შედეგები გაეცნოთ. მისი შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. „დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო […]
მამუკა მდინარაძე – ოპოზიცია იტყვის, პარლამენტში არ შევალთო – ნუ შემოვლენ! ძალიანაც მივქარეთ, რომ წინა შემთხვევაში ვეხვეწეთ

ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს. იტყვიან, პარლამენტში არ შევალთო. ნუ შემოვლენ! ძალიანაც მივქარეთ, რომ წინა შემთხვევაში ვეხვეწეთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია არჩევნების ნაცვლად, 27 ოქტომბრისთვის ემზადებოდნენ, ამიტომ მისი თქმით, “ახლა გააგრძელებენ რაღაც სპექტაკლების დადგმას”. „ოპოზიციას ქუჩის რესურსი მაშინ გამოეცალა, როდესაც საუკუნის აფერა დადგეს. ისინი არჩევნებისთვის […]
კახა კალაძე – ეს გამარჯვება პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს – არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად

ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და, რა თქმა უნდა, არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებსა და ამომრჩეველს. “მინდა ვისარგებლო შემთხვევით, პირველ რიგში, მადლობით დავიწყო, მადლობა ვუთხრა ყველა […]